ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი კუროში

კუროლამაზი, კარგი რეპუტაციის, საზოგადოებაში მიღებული ხალხი მოსწონთ. კარგი ოჯახიშვილი, უმაღლესი განათლებით და კარგი ხელფასით. სად იცხოვრებთ, რა ავეჯი გექნებათ და საერთოდ რას ჭამთ, ამაზე თქვენმა მეორე ნახევარმა უნდა იზრუნოს, ემოციურ ფონს კი თავად შექმნით და სულიერ საკითხებზეც თავად იზრუნებთ.

ის სტაბილური და საიმედო პარტნიორი უნდა იყოს. ქორწინება, როგორც წესი მყარია და თუ რუკა ხელს გიწყობთ, ერთადერთი. თუკი იმხელა ხელფასი არ ექნა, სახლი იყიდოს და გაარემონტოს, მაშინ თავისით უნდა აშენებდეს და არემონტებდეს. თუკი რესტორანში ვერ გპატიჟებთ, თავისი გაკეთებული კერძებით გაგანებივროთ. მოკლედ, ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს ოქროს ხელები – ქსოვდეს, კერავდეს ან თვითონ იყოს სახლში სანტექნიკი თუ მზარეული.

ერთი სიტყვით ხელიდან ყველაფერი გამოსდიოდეს. თქვენი რჩეული პრაქტიკული და ლამაზი ადამიანი იქნება, დახვეწილი გემოვნებითა (კარგად ჩაცმულ-დახურული) და სასიამოვნო ხმით. თქვენ კარგი მეოჯახე, თავის გამტანი, სტაბილური და კომფორტულად ცხოვრების ფასის მცოდნე პარტნიორები გჭირდებათ. ეძებეთ ხელოვნებაში, მხატვრებს, არტისტებს, მოდელიორებს შორის. ასევე შეიძლება მისი პროფესია დაკავშირებული იყოს სოფლის მეურნეობასთან (მეცხოველეობა-მეფრინველეობა, ფერმერობა..), ფინანსებთან (ბუღალტერი) და საკვებ პროდუქტებთან (მეკონდიტრე). შესაძლოა ხელოსანიც იყოს. გაცნობის გარემოება?

ეს შეიძლება ძველი ნაცნობი იყოს, ხელახლა რომ აღმოაჩენთ ბუნებაში განტვირთვისას. შეიძლება შეხვდეთ თეატრში, კინოში, სამხატვრო გამოფენაზე, საბანკო საფინანსო ორგანიზაციებშიც. ან ეგებ რემონტი დაგჭირდეთ ერთხელაც სახლში და თქვენი სიმპატიური ხელოსანი ჩაგივარდეთ გულში. სირთულეები დაკავშირებულია პარტნიორის სიჯიუტესთან, ის პოზიციებს არ თმობს არასდროს. ასეთი ოჯახი არ ინგრევა გრძნობებს აყოლილზე, ცხელ გულზე სახლიდან გაქცევით. პარტნიორები არც ისე გულგახსნილები არიან ერთმანეთთან. აქვთ ბევრი საიდუმლო და ცოტათი გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის. პრობლემები ნელ-ნელა გროვდება, გროვდება და მოთმინების ფიალაც წვეთ-წვეთად ივსება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. ♥ მშვენიერია ♥