ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი თხის რქაში

თხის რქამისი სუსტი წერტილი – ფორმალური ურთიერთობებია. ვერ ერკვევა საზოგადოებრივ სტატუსებსა თუ იერარქიებში, მისთვის მთავარი შინაგანი სამყარო და საყვარელი ადამიანებია და უბრალო კონტრაქტის გაფორმებისას, ოფიციალური დოკუმენტების ხელმოწერისასაც კი გაუგებრობაში მოყოლილივით გრძნობს თავს. ამიტომ შესანიშნავი ვარიანტი იქნება თუ მოძებნის ადამიანს ვინც ასეთ საკითხებში დააბალანსებს და თანაცხოვრებაში ფორმალობებს საკუთარ თავზე აიღებს.

თქვენი პარტნიორი სერიოზული, გამოცდილი და მიწაზე მყარად მდგომი ადამიანი უნდა გახლდეთ, კარიერისტი. სასურველია თუ ექნება კარგი სამსახური, რეპუტაცია, თანამდებობა, ბინა და იტრიალებს კარგ წრეში. თავბრუს დაგახვევთ არამარტო მისი, მისი ოჯახის სტატუსი და მიღწევები. თხის რქისთვის და კირჩხიბისთვის სერიოზულად რომ ურთიერთობაზე დაფიქრდეს ერთნაირად მნიშვნელოვანია ამ შეკითხვებზე პასუხის ცოდნა: რა განათლება აქვს? როგორი ხელფასი აქვს? რა თანამდებობა? ოჯახის შენახვას მოახერხებს?

არის თუ არა მისი შესაფერისი? მას საიმედო პარტნიორი სჭირდება. როცა მიწის ნიშანშია დესცედენტი ადვილი მისახვედრია რომ მატერიალურ საკითხებზე ზრუნვა პარტნიორის ფუნქციებში ხვდება, თუმცა ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს რომ კირჩხიბდესცედენტიანი კაცი სახლში დაჯდება, ბავშვებს გაზრდის, იდიასახლისებს და ცოლს აიძულებს იმუშაოს. შესაძლოა თვითონ უზრუნველყოფდეს ოჯახს მატერიალურად, მაგრამ აუცილებლად ენდომება რომ ცოლი კარგად უძღვებოდეს საოჯახო საქმეებს, მართავდეს და აკონტროლებდეს სიტუაციას ოჯახში, იყოს თავდაჭერილი, ერთგული, მყარი და საიმედო დასაყრდენი. ასეთი წყვილი იდეალური იქნება ერთ საქმეშიც.

ასცედენტი კირჩხიბი გრძნობს სიტუაციას და შესანიშნავი ინტუიციის წყალობით ბიზნესში ,,უმართლებს“. თუკი ვინმე დანარჩენ ფორმალობებს მოუგვარებს, ჩათვალეთ რომ საქმე გაჩარხულია. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუკი თქვენც ასეთი მაჩვენებლით დაიბადეთ, შესაძლოა თქვენი რომანიც სამსახურში დაიწყოს. თქვენი ბოსი ან უბრალოდ საქმიანი პარტნიორი ერთ დღეს შესაძლოა თქვენს სასიყვარულო პარტნიორად იქცეს. ასეთ დროს მაღალია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, დოკუმენტების გაფორმებისას, ადმინისტრაციულ შენობებსა თუ საჯარო დაწესებულებებში თქვენი მომავალი მეუღლის გაცნობის შანსი, თქვენ ხომ ასე გაჯადოებთ საკუთარ კაბინეტში, პრესტიჟულ სავარძელში წამოსკუპებული საქმიანი ადამიანები.

მოკლედ, თქვენი რჩეული თხის რქისეული ტიპაჟი უნდა იყოს, ძლიერი სატურნით. აქვე დავამატებ, რომ სატურნი დროსაც მართავს, ამიტომ შესაძლოა გვიან დაქორწინდეთ ან ასაკით ბევრად უფრო უფროს/ უმცროს ადამიანზე. პრობლემებს პარტნიორის სიცივე აჩენს, ჩაკეტილობა, დისტანციურობა, დაკავებულობა. ზოგადად კარდინალურ ნიშანში დესცედენტი არ იძლევა სტაბილური ქორწინების გარანტიას, მაგრამ თხის რქა ამ მხრივ გამონაკლისია. ეს არ არის ემოციებზე დაყრდნობილი კავშირი და თუ ერთხელ გადაწყვიტა დაქორწინება- პირველიცაა და უკანასკნელიც.

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. Natalie Katamadze says:

    100%