ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი თევზებში

თევზებითქვენ შეიძლება კატეგორიულად ამტკიცოთ რომ გინდათ ადამიანი, რომელსაც ყველაფრის კეთება ეხერხება, კონკრეტულ სიტუაციებში გვერდით დაგიდგებათ და ხანდახან თქვენ გასაკეთებელსაც თავად გააკეთებს, მაგრამ ეს ასე არ არის. თუკი ასცედენტთან ერთად მზეც მიწის (ან თუნდაც ცეცხლის ნიშანშია), შესაძლოა ვერც აცნობიერებდეთ, მაგრამ საქმეს თქვენ თავადაც სრულყოფილად გაართმევთ თავს, მატერიალურ სამყაროში მშვენივრად ერკვევით, ერთადერთი რაც თქვენი პარტნიორისგან გჭირდებათ ეს ემოციური მხარდაჭერა, გაგება, თანაგრძნობა და სულიერად გამხნევებაა.

ამიტომ კითხვა ასე უნდა დავსვათ – როგორი პარტნიორები გყავთ? რბილი, წყნარი, ნაზი, ყველაფრის გამგები, ემფატიკური და თანაც ამ ყველაფრის გამოხატვა რომ შეუძლია. თქვენი სიყვარული ამქვეყნიურზე მაღლა უნდა იდგეს, თქვენი პარტნიორი მთლიანად უნდა გრძნობდეს თქვენს გუნება განწყობილებას, მთლიანად გიგებდეთ და თავის თავზე იღებდეს ყველანაირი კრიზისის დროს პასუხისმგებლობას. თქვენ როცა პრობლემაზე გიყვებიან, არ შეგიძლიათ რომ თანაუგრძნოთ, უბრალოდ ამ პრობლემის მოგვარებაში ეხმარებით ადამიანს.

არადა პრობლემის გადაჭრისას, ემოციური წნეხის მოხსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ამიტომ გჭირდებათ გვერდით ადამიანი, ვინც ამ ფუნქციას შეითავსებს. მას დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს და ძლიერი ინტუიცია. ასეთი მაჩვენებლის დროს, ერთნაირად მნიშვნელოვანია სექსუალური და ემოციური თავსებადობა (როგორც ზოგადად, ნებისმიერი წყლის დესცედენტის შემთხვევაში). გაცნობის ადგილი? პირველ რიგში წყალი! ზღვა, ტბა, მდინარე, აუზი, ან შესაძლოა სულაც სამედიცინო დაწესებულებაც იყოს. ეძებეთ თქვენი მომავალი მეუღლე ექიმებს, ქიმიკოსებს, მუსიკოსებს, დამხმარე მუშაკებს, მეზღვაურებს, ექსტრასენსებს, ან ღრმად მორწმუნე ადამიანებს შორის.

ვერც საზღვაო მაშველებს დატოვებთ უგულისყუროდ. პრობლემები ურთიერთობაში ჩნდება : ტყუილების, ღალატის და ვერ გაგების შედეგად. ქალწულს დეტალები აინტერესებს, თევზები კი გაფანტულია, ვერ აკონკრეტებს და ასე იწყება გაუგებრობა. ქალწული ამას მარტივად არქმევს ტყუილს, თევზები კი გარემოებების ცვლილებას. ლომი ასცედენტისგან განსხვავებით ქალწულის ასცედენტი მალევე დაიწყებს წუწუნს, თუ როგორ აკეთებდა ყველაფერს და მაინც მოატყუეს, რომ დაიღალა ყველაფრის თვითონ კეთებით, რომ მძიმედ აეწყო ყველაფერი და ა.შ.

ეს მუტაბელური ნიშანია და როგორც წესი არ არის მყარი ქორწინების მაჩვენებელი, მაგრამ ნუ დაივიწყებთ, ეს მხოლოდ ერთი ასპექტია და ყველაფერი დანარჩენ რუკაზე და სინასტრიაზეა დამოკიდებული.

ავტორი

მსგავსი ფოსტები