ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი ვერძში

ასეთებს ენერგიული, აქტიური, სპორტული აღნაგობის პარტნიორები მოსწონთ, უშიშარი და ძლიერი ადამიანები, ,,ჩემი სახელი ახსენე და მაშინვე შენთან გავჩნდები“ – ტიპის. მართალია, სასწორი კარდინალური ნიშანია, მაგრამ აშკარა აქტივში არასოდეს არის ურთიერთობაში, მას ურჩევნია სხვა ,,აიძულოს“ თავზე აიღოს ინიციატივა. თუკი ასეთი მონაცემები გაქვთ რუკაში და პასიურ ადამიანს გადაეყარეთ, ჯობია გაეცალოთ, ასეთი თქვენ არ გჭირდებათ.

ვერძითქვენ თავადაც გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ხშირად მერყეობთ, სანამ რაიმე დასკვნამდე მიხვალთ, ამიტომ ყოველთვის თქვენმა პარტნიორმა უნდა აიღოს პირველი სიტყვა თავის თავზე, პირველი ნაბიჯი მან უნდა გადადგას, თუნდაც მდედრობითი სქესის იყოს.

როგორი უნდა იყოს ის? ძლიერი, ფიზიკურადაც და სულიერადაც, დამოუკიდებელი, ნებისყოფიანი, ყველას რომ თავის ჭკუაზე დაატარებს, არის ძლიერი დასაყრდენი, გიცავთ, გიფარავთ, ცხადად და გარკვევით გამოხატავს, რასაც გრძნობს, ზუსტად იმას ამბობს, რასაც ფიქრობს და შესაძლოა პირდაპირობა ხანდახან უხეშობაშიც გადასდიოდეს. ის უნდა იყოს ურთიერთობის მმართველი, ტემპერამენტიანი და დინამიური ადამიანი. მოკლედ, ვერძი თუ არა, ძალიან მკვეთრად გამოხატული მარსი უნდა ჰყავდეს.

გაცნობაც შესაძლოა კრიზისულ სიტუაციაში მოხდეს, ჩხუბის, დაპირისპირების, კონფლიქტის დროს (გოგონებს ასეთი მაჩვენებლით ხშირად ხულიგანი, ჩხუბისთავი ბიჭები უყვარდებათ სკოლაში), როცა ვენერა გაუგებრობაშია, მარსმა იცის, რაც უნდა ქნას. მოდის სუპერმენი და თქვენი გულიც მისია. პრობლემები პარტნიორის მძიმე ხასიათის, უხეშობის, უკომპრომისობის გამო ჩნდება. კარგი იქნება თუ მოძებნით ისეთ ადამიანს, რომელიც მარსის რეალიზებას მოახდენს სამსახურში: იქნება სამხედრო, სპორტსმენი… თორემ უბრალო მოსამსახურე სახლში, კონფლიქტებზე დახარჯავს ამ უზარმაზარ ენერგიას.

ავტორი

მსგავსი ფოსტები

Comments

  1. დავით ალგეთელი says:

    { ასცედენტი ჩემი ვერძშია….}