ასტროლოგიური მაღაზია

დესცედენტი მშვილდოსანში

მშვილდოსანიმას ბევრი კონტაქტები აქვს, ფლირტი გადასარევად ეხერხება და ფართო სანაცნობო წრე ყავს, თუმცა თავად პრესტიჟული, ავტორიტეტული ადამიანი სურს, განსაკუთრებით ინტელექტუალურ დონეზე. თქვენ შეიძლება მოიხიბლოთ ლექტორით, მასწავლებლით, ან ისეთი ადამიანით, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა თქვენთვის.

მაგალითად, უხერხული სიტუაციისგან გიხსნათ, მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი ჩამოგაშორათ, ნებისმიერი სახის უსიამოვნებისგან დაგიცვათ. ეს თემა ყველაზე აქტუალურია მშვილდოსანი დესცედენტის დროს, თქვენი პარტნიორი თქვენი მფარველი უნდა იყოს, თქვენი პროტეჟე, თქვენი აღმზრდელი, ყველაფერში ხელს რომ გიწყობთ და გეხმარებათ. მისგან მუდმივად უნდა იღებდეთ რაღაცას – ცოდნა იქნება ეს თუ კარიერულ კიბეზე დაწინაურება. წარმატებული, გულღია, ხელგაშლილი, სოციალური და ოპტიმიზმით სავსე ადამიანი და თქვენი გული მისია.

მთლად უკეთესი თუ ფილოსოფია, რელიგია აინტერესებს და მოგზაურობა და თავგადასავლები უყვარს. მოკლედ , მშვილდოსნის ტიპაჟი, ანუ ადამიანი მკვეთრად გამოხატული იუპიტერით. მასთან ურთიერთობა უნდა გზრდიდეთ. ვინ უნდა იყოს თქვენი პარტნიორი? მასწავლებელი უკვე ვახსენეთ და რანგით უფროსები, ბანკირები, მდიდრები, მოგზაურები, მეზღვაურები, მისიონერები, სასულიერო პირები თუ უცხოელები…

მოკლედ არჩევანი დიდია, მაწანწალებიც კი შეიძლება მოგეწონოთ, თუ საინტერესო თავგადასავლებით გაგართობენ. შეხვედრის ადგილი – შესაბამისი : უნივერსიტეტი, ეკლესია ან უბრალოდ მოგზაურობისასაც შეიძლება გადააწყდეთ სადმე, უცხოეთში . პრობლემა ჩნდება ურთიერთობაში სხვადასხვა ცხოვრებისეული მიზნების ქონის გამო. ინტელექტუალური დებატები შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს, თქვენი პარტნიორი მუდამ მართალი იქნება, მუდამ მასწავლებელი და ისევ თავად უნდა დათმოთ.

მშვილდოსანიც და ტყუპებიც მუტაბელური ნიშნები არიან და შესაბამისად ქორწინებაც ასეთივე არასტაბილურია ხოლმე. შეიძლება რამდენიმე ქორწინებაც, არაოფიციალური ქორწინებაც და ერთდროულად რამდენიმე პარტნიორის ყოლაც. ორივეს ძალიან ბევრი ინტერესი აქვს და ორივე მრავალფეროვნებას ეძებს პარტნიორობაში და შესაძლოა ეს პარტნიორების ცვლაში გამოიხატოს. ნუ იქნებით ზედაპირულები, ეცადეთ ერთმანეთში აღმოაჩინოთ ეს მრავალფეროვნება.

ავტორი

მსგავსი ფოსტები