ასტროლოგიური მაღაზია

ეპილაცია და მთვარის ფაზები

imagesმთვარის ციკლი ოთხი ფაზისგან შედგება. ესენია: პირველი ფაზა (ახალმთვარეობა), მეორე ფაზა- (მზარდი მთვარე), მესამე ფაზა (სავსემთვარეობა) და ბოლოს, მეოთხე ფაზა (კლებადი მთვარე)ადამიანები ოდითგანვე აწარმოებდნენ დაკვირვებას მთვარეზე და გარკვეული ცოდნა დააგროვეს მის შესახებ.

ერთ-ერთი თეორიის თანახმად მზარდი მთვარის დროს, იზრდება სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის ინტენსიობა, ხოლო კლებადი მთვარისას კი, პირიქით–ნელდება. აღმოჩნდა, რომ მთვარის ფაზები აისახება არამარტო ადამიანის ფსიქიკაზე, არამედ ორგანიზმში მიმდინარე პროცესზე, კერძოდ:

ფრჩხილისა და თმის ზრდის პროცესზეც.და მართლაც…ზოგჯერ დეპილაციის პროცედურის ჩატარების შემდეგ კანი დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებს სიგლუვეს, ზოგჯერ კი, პირიქით, ძალიან სწრაფად იზრდება. თურმე აუცილებელია იცოდე, მთვარის რომელ დღეს, რომელ ფაზაში ჩაიტარო დეპილაციის პროცედურა.თუ მთვარის კალენდარს დავუჯერებთ; მზარდი მთვარის ფაზა სასიკეთო პერიოდია იმ სახის პროცედურისთვის, რომლის მიზანიცაა, ვთქვათ, სწრაფად გაგვეზარდოს თქმა (ანუ, აქ იგულისხმება თმის ბოლოების შესწორება, ე.წ. ბოლოჭამიების მოშორება, რის შემდეგადაც თმა უფრო ჯანსაღია და სწრაფად იზრდება). თუმცაღა დეპილაციისთვის ეს პერიოდი არ ვარგა, ვინაიდან დეპილაციის ეფექტურობა ამ პერიოდში ძალზე ნახმოკლეა (ახალი თმა მალე ამოდის).

  ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

სავსემთვარეობის ფაზა იდეალურია თმის, კანისა და ფრჩხილების გასაჯანსაღებლად. თუ ამ პერიოდში დეპილაციის გაკეთება გიწევთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი ძალზე ხელსაყრელია კანის მოვლისთვის. თამამად შეგიძლიათ ჩაიტაროთ სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პროცედურები (სასიკეთოა ლოსიონების, კრემების, მათ შორის სხეულზე თმის ზრდის საწინააღმდეგო შრატის შეზელვა). შედეგიანი იქნება ასევე თმის შეღებვაც.თუ დეპილაციას კლებადი მთვარის ფაზაში გაიკეთებთ, – კანი დიდი ხნის მანძილზე იქნება გლუვი, რადგან ამ პერიოდში ნებისმიერი პროცესი, მათ შორის თმის ზრდაც, შენელებულად მიმდინარეობს და შესაბამისად, ახალი თმაც – უფრო გვიან ამოდის, ამასთანავე, წამოზრდილი თმა უფრო თხელი და ღია ფერის იქნება.

ეს პერიოდი ხელსაყრელია ასევე თმის შეჭრის, მოდური ვარცხნილობის გასაკეთებლად, რადგან უფრო დიდი ხნის მანძილზე შეინარჩუნებს პირვანდელ ფორმას.რაც შეეხება ახალმთვარეობას: ამ დროს ორგანიზმში განახლების პროცესი მიმდინარეობს და სასურველია ყოველგვარი პროცედურის უკეთესი დროისთვის გადადება.სარწმუნოა თუ არა ეს ინფორმაცია – თავად შეამოწმეთ.

თუ გადაწყვიტეთ, რომ თმასთან დაკავშირებული პროცედურები უფრო შედეგიანი იყოს, სასურველია მთვარის ფაზებს ადევნოთ თვალი თუნდაც ჩვენი საიტის მეშვეობით, სადაც ყოველთვის არის მიმდინარე ინფორმაცია მთვარის ფაზების შესახებ.

ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

სასარგებლო რჩევა: ჩვენგან განსხვავებით ბუნება არ იზიარებს ჩვენს ხელოვნურ წარმოდგენებს –”იდეალურ სილამაზეზე”. სრულყოფილია თავად ბუნება და არა ჩვენი ვიწრო – პრიმიტიული შეხედულებები მასზე. ჭეშმარიტად ლამაზია ის, ვინც ხაზს უსვამს ბუნების სრულყოფილებას; მაგრამ, ვინაიდან ზოგიერთი ჩვენგანისთვის მაინც მიუღებელია და ბევრისთვის შემაწუხებელი, აუტანელი ხდება საკუთარ სხეულზე ბუნების ეს ,,სრულყოფილება,, , გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ძირითად რჩევას.

თუ გსურთ არასასურველი თმის სხეულიდან ხანგრძლივი დროით მოშორება, აუცილებლად გაითვალისწინეთ მთვარის ფაზები, თუმცა, მაინც ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ ეს თმა სხეულიდან სამუდამოდ გაქრება. გთავაზობთ კიდევ რამდენიმე ძირითად რჩევას

არასასურველი თმის მოსაცილებლად:

• ძალიან კარგია– კლებადი მთვარის პერიოდი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში.

• კარგია– კლებადი მთვარისას, მაგრამ არა ლომისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებში.

• ნეიტრალურია–კლებადი მთვარისას ვერძისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებში.

• ცუდია– ახალმთვარეობისას და კლებადი მთვარისას ლომის ან ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებში.

• ძალიან ცუდია–ახალმთვარეობისას ლომისა და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებში.თუ თქვენ სწორად შეარჩიეთ დრო, მაშინ თმა დიდი ხნის მანძილზე არ ამოვა, მაგრამ დროის არასწორად შერჩევის შემთხვევაში თმა სწრაფად გაიზრდება და გახშირდება.

ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოგემსახურებათ

რჩევები თმის მოვლისათვის:უარი თქვით ქიმიური გზით თმის მოცილებაზე, რადგან ხშირი პროცედურები უარყოფით კვალს ტოვებენ კანსა და სხეულზე. მამაკაცებისთვის რჩევა – ცხვირში თმის შეჭრა სასურველია მაშინ, როდესაც მთვარე თევზების ნიშანს გადის, ამ პერიოდში ჩატარებული ეს პროცედურა ხელს უწყობს თმის გათხელებას და დიდი ხნის მანძილზე აღარ იქნება შემაწუხებელი.

მოამზადა მანჩო ნიჟარაძემ

ნათია ჩანგელიას კაბინეტი

ნათია ჩანგელიას კოსმეტოლოგიური კაბინეტი Astrologia.geს მკითხველს 50 %იანი სპეციალური ფასდაკლებით და მთვარის ფაზების გათვალისწინებით მოემსახურება

ვიზიტის დასაგეგმად დარეკეთ: 568 75 77 88
მის: ბუდაბეშტის ქ. 2 (გაგარინის მოედანზე)

გაეცანით მომსახურებას და სპეციალურ ფასებს პირადად თქვენთვის

  • სახის კანის ულტრაბგერითი წმენდა– 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • უმტკივნეულო ელექტრო ეპილაცია– 40 ლარის ნაცვლად 20 ლარი  
  • მექანიკური პილინგი– დერმააბრაზია- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • პიგმენტური ლაქების მოცილება აპარატურით- 60 ლარის ნაცვლად 30 ლარი
  • ულტრ. ფონოფორეზი (გელის,შრატის შეყვანა)- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი 
  • ელექტროფორეზი-ვიტამინ. და შრატის შეყვანა- 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • პარაფინოთერაპია + კოსმეტიკური მასაჟი – 30 ლარის ნაცვლად 15 ლარი
  • უმტკივნეულო წარბების კორექცია – 14 ლარის ნაცვლად 7 ლარი

 

ავტორი

მსგავსი ფოსტები