ასტროლოგიური მაღაზია

დედამიწა და მისი მნიშვნელობა ჩვენს ჰოროსკოპში

დედამიწა,,არის ენერგიის ერთი ასპექტი თანამედროვე ასტროლოგიაში მხედველობაში ნაკლებად რომ იღებენ, თუმცა კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ენერგია, რომელსაც თავად დედამიწა ასხივებს.

ასტროლოგებმა უგულვებელჰყვეს ეს ენერგია და საკმარის ყურადღებას არ აქცევენ იმ თვისებებსა და ძალებს, რომლითაც დედამიწას უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენს ცხოვრებაში.”

ალისა ბეილი, ეზოთერული ასტროლოგი

გეაბერძნულ მითოლოგიაში დედამიწის შესატყვისი ქალღმერთი გეაა, რომელიც პირველი ღვთაებაა. თავდაპირველად იყო სიცარიელე და ქაოსი, საიდანაც დაიბადა გეა, რომელმაც დაბადა ურანუსი, ზეცა.

შემდეგ ურანუსისგან გააჩინა შვილები, თუმცა არც ისე შემწყნარებელი გახლდათ ურანუსის სიმკაცრისა და სიცივის
მიმართ, ყოველთვის თავისი შვილების მხარეს იდგა და ამხედრებდა კიდეც მათ მამის წინააღმდეგ, რომელიც მათ მიმართ სისასტიკით გამოირჩეოდა.

საბოლოოდ, გეას უფროსმა ვაჟმა, კრონოსმა, დაჭრა ურანუსი და ბოლო მოუღო მის მეფობას. კრონოსი თავად გახდა ღმერთების მეფე.

ნატალური რუკის გაშიფრვისას ასტროლოგები ათვლის წერტილად სწორედ დედამიწას იღებენ, რადგან ჩვენ მასზე ვცხოვრობთ, ის ჩვენს ფეხქვეშაა და შესაბამისად, აქედან აღვიქვამთ სამყაროს.

თუმცა არსებობს ჰელიოცენტრული ასტროლოგიაც, რომელიც პლანეტებს მზის გადმოსახედიდან აფასებს. ჰელიოცენტრული ასტროლოგია გეოცენტრულს არ ანაცვლებს, უბრალოდ, ავსებს.

რას ნიშნავს დედამიწა ჩვენს ნატალურ რუკაზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ბევრი კვლევაა ჩასატარებელი. ჰელიოცენტრული ასტროლოგია მას იმავე ფუნქციას ანიჭებს, რა ფუნქციაც გეოცენტრულ რუკაზე მზეს აქვს. მაგრამ თავად დედამიწა, ჩვენი მშობელი, სულ სხვა ენერგიით გვკვებავს.

პირველ რიგში გაარკვიეთ, – რომელ სახლში და რომელ ნიშანშია თქვენი დედამიწა. ეს ძალიან მარტივია. ის ყოველთვის 180 º- ზეა მზის მდებარეობასთან მიმართებაში ნატალურ რუკაზე და ზუსტ ოპოზიციას აკეთებს მზესთან.

ასე რომ თუკი მზე 1 გრადუსში გყავთ მორიელში, დედამიწა გეყოლებათ კუროს 1 გრადუსზე . ეს ძალიან საყურადღებო მომენტია ეზოთერიკაში და ძალიან ყურადსაღები მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში სულიერი მიზნების, დანიშნულების გასახორციელებელი ძალების ძიებისას.

მზე წარმოადგენს სასიცოცხლო ენერგიას და ,,აღჭურვილობას“ არსებულ ინკარნაციაში. დედამიწის მდებარეობა კი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და სახლებში მდებარეობით გვეუბნება, თუ სად ვუშვებთ ღუზას, სად ვმტკიცდებით, ვმყარდებით, რათა გამოვიყენოთ ცხოვრების (მზის) ენერგია და ნიჭი ჩვენი სულიერების სამსახურში.

ის მშვილდოსნის მმართველი პლანეტაა, რომელიც თავისი მშვილდისრით ახალი დასაწყისის მწვერვალისკენ (თხის რქა) მიგვანიშნებს, შესაბამისად, დედამიწაც, პირად რუკაზე, წარმოადგენს პიროვნების ცხოვრების გზის მაჩვენებელს, მისი ქმედების კურსს.

ბალანსი ჩვენს ცხადად წარმოდგენილ სულიერ მიზნებსა და მოქმედების სფეროებს შორის, მოგზაურობა შინაგან თუ გარეგან სამყაროში – აი, რას განასახიერებს კენტავრი, მოისარი. თხის რქა – მიზანია, მშვილდოსანი კი ამ მიზნისკენ მიმავალი გზა.

წარმატების გასაღები ასტროლოგიური 7 სხივის მესამე სხივთანაა კავშირში, რომელიც თავის მხრივ მოქმედებითი გონით, უნივერსალური აზროვნებით, ფართო მსოფლმხედველობითა და ამ ყველაფრის გამოყენების შესაძლებლობებით გვაჯილდოვებს. მესამე სხივია სწორედ დედამიწის სხივი და შესაბამისად, ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული სატურნთან, თხის რქის მმართველთან.

სატურნის ზეგავლენა პარტნიორობას უწევს დედამიწის ზეგავლენას. ჩვენ შეგვძლია თამამად ვთქვათ, რომ სატურნი ეს ჩვენი კარმაა, მისია და მიზანი, რომელიც უნდა აღსრულდეს, დედამიწა კი დრაჰმა – გზა, საშუალება ამ მისიის შესასრულებლად.

მოამზადა დოჩი გოგომ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი