ასტროლოგიური მაღაზია

და… კვლავ მთვარის დაბნელება

imagesქეთი ვაწაძე

შაბათს, 25 მაისს, გრინვიჩის დროით 4:09:57 (მაქსიმალური ფაზა) ცის კაბადონზე მოხდება ნაწილობრივი მთვარის დაბნელება. დაბნელება ხდება მშვილდოსანი –ტყუპების ღერძზე (მშვილდოსნის 4 გრადუსში).

ამ დაბნელების თემა დაკავშირებულია ინფორმაციასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, კონტაქტებთან, დოკუმენტებთან.

დაბნელების ტენდენციებია: მოსალოდნელია გარდასახვა განათლების სფეროში, ემიგრანტებთან და ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში. დაბნელება ასევე მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისთვის.

ამავდროულად, შესაძლოა პრობლემები შეიქმნას გადაზიდვებთან, ტრანსპორტთან, ინფორმაციასთან, დოკუმენტებთან დაკავშირებულ სფეროებში (შესაძლოა ბევრი ფარული ინფორმაციის, დოკუმენტაციის გამოაშკარავება)

ასტროლოგიური თვალსაზრისით 25 მაისის მთვარის დაბნელება ხელს უწყობს ყველანაირი დრომოჭმულის ჩამოცილების, განახლების, გამოცოცხლების პროცესს.

სიახლეების დრო მოვიდა!

გულს ნუ დაიწყვეტთ, თუ წარსულში რაღაც არ გამოგივიდათ, ეტყობა არ იყო ეს თქვენი ბედი. ამჟამად აუცილებელია ახლის ძიება, რომელიც ძველს ჩაანაცვლებს. უნდა შეეცადოთ მონახოთ ახალი შესაძლებლობები, მეთოდები. ეს შესაძლოა ნებისმიერ სფეროს ეხებოდეს – საქმიანობა, შეხედულებები, დამოკიდებულებები ადამიანებისა და მთლიანად, სამყაროს მიმართ და სხვ.

დაბნელება განსაკუთრბულად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, ვინც დაბადებულია 24-26 მაისისა და, ასევე 25-27 ნოემბრის შუალედში

23 – 27 მაისის პერიოდში არ არის სასურველი გამგზავრება, ხელშეკრულებების დადება, სარეკლამო საქმიანობა, მოლაპარაკებების გამართვა.

მთვარის დაბნელების პერიოდში, რომელიც პროეცირდება მშვილდოსნის ნიშანზე (ცეცხლის ნიშანი), განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს ცეცხლთან მიმართებაშიც.

არ დაგავიწყდეთ სიფრთხილის და წინდახედულების გამოჩენა, ემოციების მართვა, ჯანმრთელობისადმი ყურადღება და…ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის

წარმატებები თქვენ!:)
ქეთი ვაწაძე

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი