დასასრულზე კი არასოდეს აღარ ვინაღვლებ…

beach-cute-love-sand-toes-Favim.com-303296შენ გელოდება ცისფერი აფრა, ქარი და გეზი,
შენი თვალების გიჟური სხივი კაპიტანია,
მე ვიცი შენი ყველა ფიქრის გამოთვლა წესით,
და რაც აქამდე ჩემი ნებით ამიტანია,
ჰქონია აზრი… რომ იცოდე აზრია მთელი სიმართლე
ჩვენი მარტოობის გულგრილ მანძილზე, და შენი აზრი…
მარტოსული ტრამალის მგელი, ჩემს წასაყვანად, უსათუოდ გამოგაფხიზლებს.
და რომ იცოდე არავისთვის არ მითქვამს დღემდე,
რატომ მინდოდა ჩემს სიმართლეს სული ჰქონოდა,
და ხელმოცარულ მატყუარას; ღიმილს და ცრემლებს, ჩემი გონება არაფერში გამოსდგომოდა.
მე მოვიპარე ყველა საშვი შენი სიმშვიდის, შენ შენი ნებით ვერასოდეს ვერ დაიძინებ,
და სანამ ჩვენ ორს სამოთხეში არ შეგვიშვებენ ეშმაკს ნაპირზე გასაყვანად გადმოვიბირებ.
მიუშვი ტალღებს… ჩვენი გემი სრულიად მარტო
შეეხორცება შენი გულის ზღვასავით ღელვას,
და უგზოუკვლოდ გადაკარგვა რომ გავამართლოთ წავშალოთ რუკა გონებიდან…
და სადაც შევალთ, შემოვახვიოთ კანაფივით იმ მიწას გული,
ნავთსაყუდელთად მივამაგროთ ბედის სიმაღლე, და წარმოდგენის დასაწყისში იყოს წარსული
დასასრულზე კი არასოდეს აღარ ვინაღვლებ …
თეა ბახტაძე

Leave a Reply