დამდეგს გილოცავთ!
დამდეგს გილოცავთ! სიკეთის მომტანი სურვილების ახდენა, მიზნების მიღწევა და ოცნების სურვილი არ მოგკლებოდეთ !
ყოველთვის ვამბობდი, ოცნება არ გამაჩნია, მხოლოდ მიზნებს ვისახავ და ვაღწევ მეთქი, მაგრამ დღეს მივხვდი, რომ ყველაზე მარტივად ასასრულებელი სურვილი კი ჯერ ოცნებად უნდა აანთო ცაზე რომ მერე შესწვდე და მიზნად აქციო…
არავინ ვიცით როდის ვინ რა მდგომარეობაში და სად აღმოვჩნდებით, და ჩემი მტკიცე „ოცნება არ მაქვს“ისთვის გაკვეთილად მოვლენილი გარემოებაა ალბათ, ის, რომ ორი წელია ძალიან მარტივ, ძალიან რეალურ, ძალიან „კუთვნილ“ კონკრეტულ რაღაცას ველი… მოკლედ ჩემი პირად მიზნები და ოცნებები გვერდით გადავდოთ, უბრალოდ უნდა გამეჟღერებინა ის რასაც მივხვდი და ხმამაღლა მეთქვა სამყაროსთვის – დიახ, ვოცნებობ! ვოცნებობ …ზე! ვიცი როგორი მინდა და ვხვდები, მხოლოდ „ქმედითი ნაბიჯები“ ოცნების ჯადოსნური მომენტის გარეშე წინ ვერ წამიყვანს …
თქვენ რაზე ოცნებობთ? ან რა სურვილი გაქვთ 2014ში რომ აგიხდეთ? რა აგიხდათ შარშან ჩაფიქრებული და რა აუხდინეთ სხვას?..
ბედნიერებაა, როდესაც სხვისი გაბედნიერება შეგიძლია. და კიდევ უფრო დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენ შეგიძლია იყო ბედნიერი იმით რაც გაქვს… მეტისთვის ჩავუთქვათ სურვილები, დავისახოთ მიზნები გადავდგათ რეალური, მტკიცე ნაბიჯები და აუცილებლად ვიოცნებოთ… ოცნებასა და რეალურ ცხოვრებას შორის არც ისე დიდია მანძილი…
თუ გახსოვთ, შარშან თქვენი საახალწლო სურვილები გამოვაქვეყნე… კითხულობდით ერთმანეთის ნატვრებს და გულშემატკივრობდით თითოეულის ასრულებას … წელსაც ასე მოვიქეცი, საახალწლო შეხვედრაზე, მკითხველებმა ანონიმურად დამიტოვეს ფურცლებზე დაწერილი სურვილები ახლა ვკითხულობდი და ყველაზე საინტერესო ერთი აი ეს შემხვდა: „დღეს რომ ერთი ადმინი მომეწონა აი ის მინდა მყავდეს… მთელი 2014 წელი (მინიმუმ)“… (ვისაც გული დაგწყდათ რომ ჩვენს შეხვედრას არ ესწრებოდით, შემოგვიერთდით ასტროლოგია.ჯის ფეისბუქის ჯგუფშ რომ გვემეგობროთ არასოდეს გამოგრჩეთ სიახლეები ჩვნეგან ) ხოდა ერთი სული მაქვს ახლა ეს სტატია გამოვაქვეყნო
***
„გოგო მინდა საახალწლოდ, ოღონდ მომდევნო ახალ წელს…”
***
„მინდა 2014ში ავად არავინ გახდეს და ყველა ბედნიერი იყოს. ვიცი, ბავშვურია, მაგრამ სურვილი სურვილია“…
***
„მსურს რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანს გააჩნდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, თითოეულს!“
***
„2014 წელს მინდა მქონდეს კარგი სამსახური“…
***
„მე მინდა მქონდეს კერძო სახლი და წელს აუცილებლად ვიყიდი!“
***
„დღეს რომ ერთი ადმინი მომეწონა აი ის მინდა მყავდეს… მთელი 2014 წელი (მინიმუმ)“…
***
„მე მინდა დავწინაურდე სამსახურში“…
***
„მე და ლუკა მინდა ერთად ვიყოთ“…
***
„სამართლიანობა მინდა“…
***
„ჯანმრთელობა მინდა“…
***
”მე მინდა, რომ 2014 წელს საფრანგეთში და იტალიაში ვიმოგზაურო ^_^“
***
„2014 წელს ბევრი პოზიტივი და უამრავი ბედნიერი მომენტი ჰქონოდეს სამყაროს“…
***
„2014 წელს, ბევრი სექსი სამყაროში!“
პ.ს. ეს საახალწლო სურვილი კი ჩემი ერთი მეგობრის არის და მეც მთელი გულით ვისურვებ იგივეს:
„მინდა ,ახალ წელს ყველა უიმედო წყვილს უთხრან: “გილოცავთ , თქვენ ბავშვი გეყოლებათ !!! ”
მოხუც, მიტოვებულ მშობლებს: “მოგვენატრეთ , წავიდეთ სახლში.”
ყველა ავადმყოფს: “გილოცავთ, თქვენ გამოჯანმრთელდით.”
და ბავშვს, ბავშვთა სახლში: “ჩაიცვი, დედამ მოგაკითხა…
მინდა ყველას თქვენი ნატვრა ისე აგიხდენთ , როგორც გაქვთ გულებში“
psps. ვიცი რომ საიტი გათიშულია, ალბათ ისევ ბევრნი შეხვედით და ვერ გაგიძლოთ სამყარომ გამრავლოთ, ჩვენო მკითხველო, ჩვენო ავტორებო და ჩვენი მოდერებო კარგები, ძლიერები, შემოქმედებითად გახსნილები, ჯანმრთელები, ბედნიერები და წინ სვლის სურვილით ანთებულები! ყველანი ძალიან მიყვარხართ. არავირტუალურად! არამედ რეალურად არ ვიცი რამდენად აგიხსნით ამ გრძნობის არსს, მაგრამ ეს რაღაც ისეთია შენი შვილი რომ ვიღაცას უყვარს, ვიღაც რომ ზრუნავს მასზე, ეფერება და შენც გიყვარს, გიხარია ის ვიღაც, თუნდაც უცხო…
ანნა ბასტუკა
2014 წლის სრული პროგნოზის და სტატიების წასაკითხად მიჰყევით ბმულს >>>