Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

დავეხმაროთ ბედის ანაბრად დარჩენილ ექვს ობოლს

ქველმოქმედებაძვირფასო მკითხველო, როგორც წესი, საიტზე ნეგატიური ინფორმაციის განთავსებას ყოველთვის ვერიდებით, მაგრამ ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა. შეიძლება თქვენც წაიკითხეთ ამბავი ექვსი ობლის შესახებ,რომლებსაც რამდენიმე დღის წინ, ერთადერთი მარჩენალი და პატრონი, დედა გარდაეცვალათ.    ორთაჭალაში, სომხურ თეატრთან არსებულ მიწურ სარდაფში, ( ქ. წამებულის ათ ნომერში) ბავშვები ბედის ანაბარა არიან დატოვებულნი.

Astrologia.geს ფეისბუქის ჯგუფში, მივიღეთ გადაწყვეტილება დავეხმაროთ ამ ოჯახს და ხელი გავუწოდოთ ნებისმიერი გზით. იქნება ეს უფროსი ბავშვების დასაქმება, საკვების, სამოსის, ფულის გადაცემა თუ სხვა საშუალებების შეთავაზება მათი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად და ფსიქოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად.

ნივთების, ფულის შესაგროვებლად და იდეების გასაცვლელად ვგეგმავთ შეხვედრას შაბათს, საღამოს ექვს საათზე, კოლმეურნეობის მოედანზე, ყვავილების ბაზართან არსებულ „პოპულის“ ბარში, სავაჭრო ცენტრ „ჯითისის“ ქვეშ.

წამოიღეთ ნებისმიერი რამ რისი საშუალებაც გაქვთ. თუნდაც ერთი ქილა მურაბა  ან ერთი წყვილი წინდა ზამთრისთვის… არ შეიკავოთ თავი მოსვლისგან თუ ფინანსური დახმარების გაწევა არ შეგიძლიათ.

ამ პატარებს ყველაფერი სჭირდებათ. ყველაზე მეტად კი, ალბათ, ადამიანების ყურადღება და სითბო გაახარებთ…

გელით შაბათს, ექვსზე, შეხვედრაზე. მანამდე კი Astrologia.geს ფეისბუქის ჯგუფში.

თუ ვერ მოგვაგნებთ დაგვირეკეთ: 597 01 00 36

თქვენი იმედით, Astrologia.ge <3

    გაუზიარეთ ეს ტექსტი მეგობრებს რომ სხვამაც შეძლოს დახმარება რითიც შეძლებს და თუ სურვილი ექნება…

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი