Previous Story
დაეხმარე ქუჩაში მცხოვრებ პატარებს, რომლებიც იურიდიულად არ არსებობენ

იურიდიულად ისინი არ არსებობენ
ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დიდ ნაწილს არ აქვს პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რის გამოც მათ არ იღებენ სკოლაში, არ უწევენ სამედიცინო დახმარებას, ხშირად, არ იცავენ პატრულის თანამშრომლებიც კი… ისინი იურიდიულად არ არსებობენ, მათ ვერ ხედავს სახელმწიფო და რიგი მიზეზების გამო, არ იმჩნევს საზოგადოება… თუმცა, ყველაფერი გამოსწორებადია. შემოუერთდით პეტიციას და დაეხმარეთ ქუჩაში მცხოვრებ არასრულწლოვნებს პირადობის მოწმობის აღების პროცედურის გამარტივებაში, იმისთვის რომ გაუმჯობესდეს მათი უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში, და შეძლებისდაგვარად გამარტივდეს მათი ყოველდღიურობა.
წაიკითხეთ ასევე: სტატია პროექტის შესახებ “მეც მოქალაქე ვარ!”