დაავადებები და ავადმყოფობა
ცხოვრება მშვენიერია! არა იმიტომ, რომ ცხოვრების გარდა ჩვენ სხვა არაფერი ვიცით და სხვა არაფერი გვინახავს, არამედ უბრალოდ ლამაზი და მშვენიერია, თავისი სიხარულით, თავის ტკივილით, თავისი დღით და თავის ღამით. ტკივილით ვიბადებით და ტკივილით ვკვდებით, თუმცა სიცოცხლეზე ლამაზი, ტკბილი და ლაღი ამ ცხოვრებაში ნამდვილად არაფერია. ამ მშვენიერებას ზოგი ხედავს, ზოგიც ნაკლებად ამჩნევს, თუმცა მაინც მისი სითბო და მისი სიყვარული აცოცხლებს ყველას და ყველაფერს. ადამიანებს გააზრებულიც არ აქვთ სამყაროში თავიანთი არსებობის მაგიურობა და სასწაული. ჩვენ ვარსებობთ სამყაროში!! და ამას შეგრძნება და გააზრება სჭირდება.
ალბათ ყველას უფიქრია რატომ დავიბადეთ დედამიწაზე, სადაც სილამაზესა და სიხარულთან ერთად სულიერი და ფიზიკური ტკივილიც არის. რისთვის დასჭირდა სამყაროს ადამიანის სხეულში მოვლინება, რომელშიც ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი ბუდობს? სიხარულს სცვლის ტკივილი, ბედნიერებას კი უბედობა. ცხოვრება ცვალებადია და დღისა და ღამისგან, ნათელისგან და ბნელისგან შედგება. და მაინც რისთვის დასჭირდა სამყაროს ტკივილის არსებობა ჩვენთვის და ჩვენში და რა დროს გვიგზავნის სულიერ და ფიზიკურ განსაცდელებს?
ჩვენ რომ მიწიერ სამყაროში დავიბადეთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში მოვედით კონკრეტული სულიერი მისიით. მოგვაქვს წარსული ინკარნაციის ვალები, რომლებიც გასასტუმრებელია და მოგვაქვს ის უარყოფითი თვისებებიც, რომლებმაც დაგვაგროვებინა ეს ვალები. ამ ვალებს და ამ ნეგატიურ კარმას, რომლითაც ისედაც დაბინძურებული გვაქვს აორა და ენერგეტიკა, ემატება ახალი შეცდომები და ახალი ცოდვები, რაც აორმაგებს ნეგატიურს ჩვენს სულში. სწორედაც ნებისმიერი სულიერი ტრამვები, ავადმყოფობები თუ ბედიღბლის უკუღმართობა დაკავშირებულია ამ ნეგატიურ მოვლენებთან. ეს არ ნიშნავს, რომ უარყოფითი ენერგეტიკა და უარყოფითი თვისებები იზრდება ჩვენში. სამყარო ნაბიჯნაბიჯ წმინდვს ჩვენს სულებს და რაც მეტად ვიზრდებით სულიერად, მით მცირედ შეცდომებსაც არ გვპატიობს სამყარო.
ყველა დაავადებას აქვს თავისი „ცოდვა“, რომელიც კონკრეტული უარყოფითი თვისებისგან თუ ქცევისგან ჩნდება. ეზოთერიკაში ცნობილია ერთი წიგნის შესახებ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა და ებრაელი ერის საკუთრება იყო. ამ წიგნში ყველა დაავადების წარმომქმნელი ცოდვის ჩამონათვალი არსებობდა, თუმცა მისმა გამოჩენამ, როგორც წიგნებში წერია ჯანმრთელები ადამიანების მხრიდან დაავადებულთა მიმართ შეუწყნარებლობა და ამპარტავნება გააღვივა, რაც მისი დამალვის საფუძველიც გახდა. ეზოთერული მეცნიერება დიდი ხანია პასუხს სცემს ავადმოფობის წარმოშობის საიდუმლოს და განკურნების ხერხებსაც მიუთითებს. არა მარტო ეზოთერული მეცნიერება, ჩვენი ქრისტიანული რელიგიაც ძალიან კარგად აღწერს ცოდვის წყაროს და დაავადების მიზეზსაც, თუმცა ყველანაირი ინფორმაციის მიუხედავად მაინც ვავადდებით და მაინც ჩვენი სიცოცხლე მუდმივად ბეწვზე ჰკიდია. არავინ იცის რა მოგველის წინ, ან ამ ცხოვრებაში და ან შემდეგ ცხოვრებებშიც და უფლის მიმრთ სიყვარული თუ დაგვრჩენია ბედისწერასთან შესაგუებლად, სხვა ძალა ჩვენ არც გაგვაჩნია.
წლებია ვიკვლევ რა არის ცხოვრება, რა არის ადამიანი, სამყარო და რა არის ავადმყოფობა. რა დროს გვეგზავნება თუნდაც გაციება ანდა სასიკვდილო დაავადებები? რისთვის და რატომ? და ამ კვლევამ და წიგნებში ქექვამ ჩემს კითხვებზე საინტერესო პასუხები მომაწოდ. ვეცდები გაგიზიაროთ ეს ინფორმაცია, რომელიც მე პირადად ძალიან გამომადგა და სხვებსაც დაეხმარა ჯამრთელობის პრობლემების მოგვარებაში და რაც მთავარია მის მიღებაში.
დაახლოებით ათი წლის წინ, როდესაც აქტიურად ვეძებდი ავადმყოფობის შესახებ ლიტერტურას ძალიან საინტერესო წიგნი ჩამივარდა ხელში. რუსი ექიმის და ენერგეტიკის მკვლევარის ვალერი სილელნიკოვის წიგნმა „შეიყვარე შენი ავადმყოფობა“ შეცვალა ჩემი ხედვა ავადმყოფობის მიმართ და დავიწყე დაკვირვება საკუთარ თავზეც და ადამიანებზეც. აღმოჩნდა, რომ სანამ ფიზიკურად რაიმეს დავაშავებდეთ, ფიქრების, აზრებისა და უბრალოდ გრძნობების მეშვეობით გაცილებით მეტს ვაშავებთ ვიდრე წარმოგვიდგებია. თურმე ყველანაირი პრობლემის თავი და თავი ჩვენი უკონტროლო სიტყვები, ემოციები და გრძნობები ყოფილა. ქვეცნობიერში კი წინა ცხოვრებებში ნაფიქრალი და შემდგომ ღრმად ჩამჯდარი არასწორი ცნობიერება ბედის უკუღმრთობაში და დაავადებებში ვლინდება. ჩვენი დაბადების მისიაც ამის გაანალიზება და კორექციის შეტნაა. ამ წიგნში ყველა დაავადების ენერგეტიკული წარმოშობაა აღწერილი და ჩემმა დაკვირვებებმა ნამდვილად დაადასტურა კავშირი ადამიანების ხასიათსა და მათ დაავადებებს შორის.
წიგნში საუბარია იმაზე, რომ მედიცინის მომავალი ადამიანის სულის მკურნალობაშია და არა მხოლოდ სხეულის, როგორც ახლა ხდება. დაავადება არის შედეგი და მედიცინა მხოლოდ ამ შედეგს ებრძვის. ხშირ შემთხვევაში კი სხეულის განკურნებით სული ზარალდება. ამის მარტივი მაგალითია, როდესაც თუნდაც თავის ტკივილის დროს წამლით ვიყუჩებთ ტკივილს, ეს ტკივილი დროებით კი ქრება, მაგრამ ეს უარყოფითი ენერგია სხვა ფორმაში გადადის. ჩვენ მიზეზი არ ვიცით და მხოლოდ შედეგი მოვიცილეთ. სინამდვილეში თავის ტკივილი შესაძლოა გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით და გარკვევის ნაცვლად, აბებით, უბრალოდ მარტივად ვხსნით პრობლემებს. თავის ტკივილი, ხომ ძირითადად მაშინ აწუხებს ადამიანს, როდესაც ძალდატანებით უწევს ან რაიმე სამუშაოს გაკეთება, ანდა ფიქრი პრობლემაზე? ექსტრასენსორული მკურნალობა კიდევ მეტ პრობლემებს ქმნის, რადგან ადამიანის ქვეცნობიერში, უფრო ღრმა ფენებში გადაისვრის ავადმყოფობას, რომელი ფენებითაც ენერგეტიკულად შთამომავლობას უკავშირდება.
არსებობს ქვეცნობიერი პროგრამა ადამიანის მოქმედებისა და ინფორმაციულ-ენერგეტიკული სტრუქტურა სამყაროსი. როდესაც ადამიანის ქმედებები და ფიქრები წინააღმდეგობაში მოდის სამყაროს ერთიან ორგანიზმთან, სწორედ ეს იწვევს შემდგომ მასში წონასწორობის და ჰარმონიის რღვევას. რაც მის ბედზეც და მის ჯანმრთელობაზეც აისახება. ყველა მკვლევარი ამ სიტუაციას ადარებს ადამიანის ორგანიზმში არსებულ უჯრედს, რომელიც გადაწყვეტს, თავის კანონებს დაემორჩილოს და არა მთლიანად ორგანიზმის. თავიდან ორგანიზმი მის მკურნალობას ცდილობს და თუ არ გამოვიდა უბრალოდ ანადგურებს მას. ზუსტად ეს მოდელი მუშაობს ადამიანის შემთხვევაშიც. ავადმყოფობა კი სიგნალია, რომ ადამიანმა დაარღვია სამყაროს კანონი და რა ქმედებებით დაარღვია ამას უკვე ავადმყოფობის ფორმიდან შევიტყობთ.
სილელნიკოვის წიგნის მიხედვით გთავაზობთ ძალიან მოკლე განმარტებებს სხვადასხვა ავადმყოფობების მიზეზების შესახებ. მის წიგნში დაავადებათა რათქმაუნდა გაცილებით ვრცელი ჩამონათვალია და სრულად ვერ ჩავტევდით ამ ჩამონათვალს სტატიაში.
გულს რევა, ღებინება – ქვეცნობიერად არ იღებს ადამიანი ვინმეს ან რამეს ან არ უნდა მიიღოს რაიმე მოვლენა.
კუჭ-ნაწლავი – სიმბოლიზირდება, გადაამუშაოს და შეითვისოს რაიმე იდეა ან სიტუაცია. ამ ზონაში პრობლემები ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს უნარი მიიღოს მოვლენები. შიში, შფოთვა ახლალი სიტუაციების მიმართ ისახება ამ ზონაზე.
ცხვირის რინიტი – ეს არის ქვეცნობიერი ცრემლები, შინაგანი მოწყენილობა, ოცნებებში და გეგმებში იმედგაცრუება, დარდი. ქვეცნობიერი ამ მეთოდით ცდილობს ღრმად დამალული ძლიერი განცდების და გრძნობების გამოტანას ზევით, ცნობიერში.
ალერგიული სურდო- ემოციური თვითკონტროლის უქონლობა. უმეტესად ეს ხდება ძლიერი ემოციური სტრესების შემდგომ.
ბრონჰიტი – გამოუთქმელი სიბრაზის და პრეტენზიების ანარეკლია.
ტვინის სიმსივნე – ხშირად ემარტებათ იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ საკუთარ მსოფლმხედველობას დაუმორჩილონ გარშემო სამყარო. ისინი ძალიან ჯიუტები არიან და არ უნდათ ადამიანებთან ჰარმუნიული ურთიერთობები, რაც იწვევს ადამიანების და სამყაროს მიმართ აგრესიულობას და ტვინიც დაძაბულობისგან შესაბამისად ავადდება.
ნერვიული სისტემა – ეს არის აღქმის ორგანო. სიმბოლიზირდება კავშირთან. როდესაც ირღვევა გარე სამყაროს აღქმის უნარი და ასევე ადამიანებთან კონტაქტის უუნარობით ზარალდება ნერვიული სისტემაც.
უძილობა – შიში, შფოთვა, ბრძოლა. ეს ყოველივე უშლის ადამიანს ხელს მოდუნებაში. ქვეცნობიერი იძახებს უძილობას, ცდილობს ღამის დროის ხარჯზე დაგაფიქროთ იმ საკითხებზე, რომელიც თქვენ გაშფოთებთ და გაწუხებთ. მარტივი გამოსავალი კი ნდობაშია. ენდეთ საკუთარ თავს, ადამიანებს, ცხოვრებას. დევიზი „ხვალინდელი დღე თავად მიხედავს თავის თავს“.
ყურების ანთება – როდესაც ადამიანს არავის მოსმენა არ უნდა და არ შესწევს უნარი ვინმეს აზრი გითვალისწინოს ან მიიღოს.
თვალები – სიმბოლიზირდება წარსულის, აწმყოს და მომავლის ნათლად დანახვასთან. თვალების დაავადებები ანარეკლია იმისა, რომ ადამიანს არ უნდა დაინახოს მის ცხოვრებაში ის, რაც მას არ მოსწონს. სულში აწვეთებენ ისეთ აგრესიულ ემოციებს, როგორებიცაა, ზიზღი, სიბრაზე, სიძულვილი. თვალები ხომ სულის სარკეა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა, სისხლი – ითვლება, რომ გული ადამიანის სასიცოცხლო ცენტრის სიმბოლოა. მისი თვისებაა ცხოვრებით ტკბობა, საკუთარ თავთან და სამყაროსთან ჰარმონიული თანაცხოვრება. ჩვენი ვცოცხლობთ სანამ გული გვიცემს. სისხლი- კი ეს ჩვენი სულის მატერიალური სიმბოლოა. სიხარულის და სიცოცხლის ძალების სიმბოლო, სისხლძარღვები კი ამ სიხარულს და ძალას ყველა უჯრედს გადასცემს.
გულის ტკივილი – დაუკმაყოფილებელი სიყვარულში; საკუთარ თავთან, ახლობლებთან, სამყაროსთან. გულის პრობლემები სიყვარულის დეფიციტს მიანიშნებს. მათ სიყვარულში უშლით ხელს დაბერებული წყენები, ეჭვიანობა, შეცოდება და გულდაწყვეტა, შიში და სიბრაზე. ასეთი ადამიანები მარტოდ გრძნობენ თავს ან ეშინიათ მარტოობის. არადა არ ესმით, რომ თავად იქმნიან ამ მარტოობას. ისინი დამძიმებულები არიან „ლოდებით“ რომელიც გულზე აწევთ.
ყელის ტკივილი, ანგინა – როდესაც ადამიანი იკავებს უხეშ სიტყვებს და „ყლაპავს“ მას, ან რასაც ფიქრობს ეშინია ამის სიტყვით გამოთქმის. ამ შემთხვევაში ყელი შინაგან განცდებზე რეაგირებს ანთებითი პროცესით.
ღვიძლი – ფეთქებადობის, სიბრაძის და მძვინვარების ცენტრი. ღვიძლის და ნაღვლის ბუშტით დაავადებული ადამიანი თავის თავში ახშობს ვინმეს მიმართ სიბრაზეს და დაძაბულობას. დათრგუნული ემოციები თავიდან იწვევენ ნაღვლის ბუშტის დაავადებებს, შემდეგ კი გამოუთქმელი პრეტენზიები ყალიბდება ნაღველში კენჭების სახით. ასეთ ადამიანები მიდრეკილები არიან კრიტიკისკენ და ძველ წყენებს არ ივიწყებენ.
ცისტიტი, ურითრიტი – საწინაღმდეგო სქესის მიმართ სიბრაზე, პრეტენზიები.
დიაბეტი – დარდი, ცხოვრებაზე და ადამიანებზე ძლიერი განაწყენება. ეს ადამიანები უნდა მიეჩვიონ ცხოვრებით „ტკბობას“ .
უშვილობა – როდესაც ქალი უშვილოა, ესეიგი მის ქვეცნობიერში ვლინდება ისეთი უარყოფითი ხასიათი, რომელიც მომავალი ბავშვის სულს ანადგურებს. უდიდესი ქვეცნობიერი აგრესია, რომელიც ქალს აქვს, ბევრად გაძლიერდება ბავშვის ქვეცნობიერში. ასეთი ბავშვი კი ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი. უშვილო ქალის ქვეცნობიერში მოქმედებს ბავშვების განადგურების პროგრამა. ეს აგრესია შეიძლება იყოს, როგორც კაცის მიმართ, ასევე სხვადასხვა მიზეზთა გამოც.ამპარტავნება, სიამაყე, აგრესიულობა, უშვილობის მთავარი წარმომქმნელი თვისებებია.
სიმვისვე – ეს არის ძველი წყენები, სიბრაზე, სიძულვილი, შურისძიების სურვილი. ეს არის ღრმა ქვეცნობიერი, სულიერი შეუხორცებელი ჭრილობა. ეს არის ძლიერი და შორს წასული შინაგანი კონფლიქტი საკუთარ თავთან და გარე სამყაროს მიმართ. სიამაყე და ამპარტავნება, განკითხვა და ზიზღი, ადამიანების მიუღებლობა მიდის ამ დაავადებასთან.
თუმცა ამ საკითხე ბევრი ნაშრომი აქვს სერგეი ლაზარევსაც და მე პირადად მისი ხედვა უფრო მისაღებად მიმაჩნია ამ შემთხვევაში, თუნდაც ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე. ლაზარევის აზრით სიმსივნით ავადდება უმეტესად სულიერი ადამიანი, რომელიც სულიერ ფასეულობებს აყენებს პირველ ადგილზე. სულიერი ფასეულობა, კი სიყვარულის გარეშე მხოლოდ დოგმაა და მეტი არაფერი. ლაზარევის კვლევებით სიმსივნე არის რამდენიმე ცხოვრებაში დაგროვილი წყენა. როდესაც ვინმე არ იქცევა მორალურ- ეთიკური ნორმების მიხედვით. როდესაც სამყარო არ არის ისეთი მორალური როგორიც უნდა იყო. ხშირ შემთხვევაში მსგავსი მსოფლმხედველობა აჩენს ამ დაავადებას. შინაგანი სიამაყე, ამპარტავნება და საკუთარი თავის სხვებზე მაღლა დაყენება გულში სიყვარულს კლავს, სიყვარულის გარეშე კი ადამიანი სამყაროდან ენერგიას ვერ მიიღებს. ლაზარევის აზრით ადამიანმა მორალზე და სულიერ მაღალ ფასელობებზე უარი უნდა თქვას, თუ ეს შეხედულებები ადამიანების სიყვარულში უშლიან ხელს. სიმსივნე სწორედ სიყვარულის ნაკლებობაა არასრულყოფილი მიწიერი სამყაროს მიმართ და უნდა ვეცადოთ კავშირი არ დავკრგოთ სამყაროს ლოგიკასთან, რომლისთვისაც პირველმიზანი სიყვარულია და დანარჩენი ფასეულობები კი ამ გზაზე უბრალოდ დამხმარენი.
ეზოთერულად დაავადება სულის რომელიმე თვისებაზე მიჯაჭვულობას ხსნის და შემდეგ სამყაროში სული განთავისუფლდება ქვეცნობიერი არასწორი ორიენტირისგან. თითქმის ყველა სულს აქვს გამოვლილი მრავალი ტკივილი და ტანჯვა და არც მომავალში დაგვაკლდება სავარაუდოდ. მთავარია ჯანმრთელები ვართ თუ ავადმყოფები სიყვარული შევძლოთ და ამ მთავარ გზას არ გადავუხვიოთ და ყველაფერი კარგად იქნება. დაავადებები დროებითია როგორც თავად მიწიერი სიცოცხლე, მარადიული კი სიყვარულია ჩვენს გულებში და ჩვენს სულში. ძალიან საინტერესო ახალი ციკლი აქვს ლაზარევს წიგნების „მომავლის ადამიანი“. ახალი სამყარო არის ჩვენს წინაშე და ახალი გამოწვევები. ადამიანები ვეღარ ვიცხოვრებთ ძველებურად, ინსტიქტურად და უდარდელად. მომავალში მხოლოდ მათი ადგილი იქნება, ვინც სულიერად და ქვეცნობიერად სამყაროს კანონებთან შესაბამისობაში მოვა. მომავალში თუ გვინდა ცხოვრება, მაშინ უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენში არსებულ პრობლემებს და გავაანალიზოთ სამყაროდან წამოსული სიგნალები. უნდა მოვერიოთ ჩვენს თავს და დავუფიქრდეთ ჩვენს ფიქრებს და ჩვენს შეგრძნებებს. იქნებ უბრალოდ შევიყვაროთ ადამიანები, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა, რადგანაც ჩვენც თავად არასრულყოფილები ვართ. „შეიყვრე მოყვასი ვითარცა თავი შენი“ ეს ყველაფერი წერია და ვიცით, თუმცა ვერ ვითავისებთ და დიდი შრომაა ჩვენი მხრიდან გასაწევი საკუთარი თავის გამოძერწვისა და დახვეწისთვის. არ მოგწონს გარემო? შეცვალე საკუთარი თავი. სამყარო ხომ ძალიან მარტივ პრინციპზე დგას? „ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის“. არ დაგვავიწყდეს, რომ ქვეცნობიერ შრეებში მთელი სამყარო ერთიანია, ანუ ჩვენც იმ ერთ მთლიანობას ვეკუთვნით და ჩვენს ირგვლივ ადამიანებიც ამ ერთიანობაში ერთად ვართ. ხოდა ამ ერთიან სამყაროში გაშვებული ნებისმიერი ჩვენი ფიქრი ისევე ჩვენ მოგვიბრუნდება, დაე იყოს ეს ფიქრები სიყვარულით და სიკეთით სავსე, და როცა ერთი ყველასათვის იზრუნებს სიკეთით, ის ყველაც ამ ერთისთვის კეთილად შემობრუნდება.
მოამზადა თამო აქუბარდიამ