Previous Story
გრავირებული ქვა ჰავორიდან
გრავირებული ქვა ჰავორიდან, კუნძული გოთლანდი, შვედეთი. სკანდინავიური მითოლოგიით მგელი (Sköll) ყოველდღიურად ცდილობს მზის გადასანსვლას. ხოლო მისი ძმა (Hati), იგივეს ლამობს მთვარესთან მიმართებაში.
აღსანიშანია რომ გოთლანდი ქვის ხანაშიც იყო დასახლებული – გამოვლენილია მეთევზეთა უძველესი დასახლებები.
არსებობს ადგილობრივი დიალექტიც (Gutniska), ეთნო-სოციალური კლასიფიკაციით ის შვედური ენის ნაწილია.
თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ის პირდაპირ მომდიანრეობს ძველი გუთინური ენიდან (Forngutniska), რომელიც გერმანული ჯგუფის ცალკე ენა იყო და მხოლოდ XVII—XVIII საუკუნეებში შეავიწროვა უშუალოდ შვედურმა. არსებობს შვედური ენის გოთლანდური კილოც, რომელზეც კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობა მეტყველებს.
მოამზადა შალვა ნაკაიძემ