გმირო, ნუ გეში…
***
მოხერხებულად აარიდე შენს თავს სირცხვილი,
მორიდებულო შენ ჩემო გმირო.
მაინც რა დიდხანს მომიწია როლის თამაში
პარტნიორზე დაუყრდნობელად!
დაწყევლილი დახმარებისთვის
ერთხელაც არ მოვსულვარ შენთან
და კულისებში,
ჩრდილებშორის შეუმჩნევლად ასე გადარჩი…
მე კი სირცხვილით, ბოდვებთან ერთად,
მარტო წარვდექი ამ ვერაგი ხალხის წინაშე –
საუბედუროდ, ყველას საცქერად
ისევ მარტოსულ როლს ვასრულებდი.
შენკი, ნაწილო,
როგორ ხარობდი!
არ მპატიობდი დანაკარგის ხელშესახებ უსირცხვილობას,
უვნებელ ღიმილს.
და ხარბ ჯოგებად ესწრაფვოდი
ნაღველს ჩემსას დასანაყრებლად.
მარტო ვარ, მარტო – ჩამოყრილი ახლა მე მხრებით
სირცხვილი მბურავს.
თუმც უგუნურნი რას ნახავენ
ნამდვილ გმირს ბრბოში.
შენ მე არ გაგცემ, დარდს ნუ გაივლებ,
გმირო, ნუ გეში…
ჩვენს საერთო როლს – ჩემს როლად ვტოვებ
და ისიც ვიცი რომ განვიცადე სასტიკი მარცხი.
ამ ჩვენს ტკივილსაც – მხოლოდ საკუთარ ტკივილს დავარქმევ
მაგრამ რამხელაა ეს ტკივილი, როგორ მტკივა…
შენ რომ იცოდე…
ბელა ახმადულინა