გზა, რომელსაც ბედნიერებისკენ მივყავართ
ბედნიერების განცდის პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტები და მოვლენები კი არა, ჩვენი დამოკიდებულებებია. ფაქტი და მოვლენა არც დადებითია, არც უარყოფითი, უბრალოდ ნეიტრალურია, მთავარია ჩვენ როგორ აღვიქვამთ, როგორ ემოციებს განვიცდით ამ ყველაფრის მიმართ.
ბედნიერებაც შეუძლებელია იყოს ფაქტებსა და მოვლენებში. ბედნიერება ეს შინაგანი რესურსია – ჩვენი სულის განსაკუთრებული მდგომარებაა და არაა საჭირო მისი გარე შეგრძნებების წყურვილით გადატვირთვა, ის უბრალოდ უნდა განიცადო.
ბედნიერების განცდისას ადამიანი სრულიად კმაყოფილია, ჯანსაღი და მარადიულია, მაშინაც კი თუ ეს მდგომარეობა მხოლოდ მყისიერად გრძელდება. ბედნიერება ეს მანიშნებელია ადამიანის სწორი განვითარების, ცხოვრების სწორი გზის არჩევის. იგი სიყვარულის უმაღლესი ფორმაა და როდესაც ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ გარშემო ყველა და ყველაფერი გვიყვარს, ყველას ვუზიარებთ ჩვენს ბედნიერებასა და სიხარულს.
ადამიანს ბედნიერებისკენ მიმავალი მხოლოდ ორი გზა აქვს და არჩევანი მთლიანად მის ღირებულებებსა და ფასეულობებზეა დამოკიდებული. თუკი ჩვენ მოვლენებზე და ფაქტებზე დამოკიდებული ბედნიერების, გარემო ფაქტორების გათვალისწინებით ბედნიერებისკენ მიმავალი გზა ავირჩიეთ, მთელი ცხოვრება გვექნება მოპოვებული ბედნიერების დაკარგვის შიში. ადამიანი იაზრებს რომ მისი ფლობის უფლება მხოლოდ პირობითია. ის მას არ ეკუთვნის, ყველასათვის ხელმისაწვდომია. მუდმივად დროებითი ბედნიერების ძიების პროცესშია და ილუზიებში ცხოვრობს, მაგრამ თუ მაინც მოახერხა თავისი პატარა, კონკრეტული მიზნების სისრულეში მოყვანა, ჩათვლის რომ ეს არის მისი საბოლოო ბედნიერება. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასეთი ბედნიერება ილუზიაა, ზედმეტი ფული და სხვა მატერიალური ღირებულებები ადამიანს არ ხდის ბედნიერს. ყველანაირი ხორციელი მოთხოვნილების და ინტერესის დაკმაყოფილების შემდეგ ადამიანები ხშირად გულგრილები ხდებიან. ღებულობენ რა სიამოვნების მცირე დოზებს,შიში იპყრობთ და იწყებენ ახალი, მძაფრი შეგრძნებების ძიებას.
რაც შეეხება მეორე გზას, გზას ნეტარების და არა სიმდიდრის, გზას სიყვარულისა და სულიერი განვითარების, ამ გზაზე ადამიანი თანდათანობით აღმოაჩენს თავის გულსა და გონებაში დამარხულ სულიერ საგანძურს, შესაძლებლობებს ცხოვრების სრული გარდაქმნისა. ბედნიერების მიღწევა შესაძლებელია ჩვენი მოთხოვნილებების სრული გაანალიზების შემდეგ, სულიერი ზრდისათვის გარე შეგრძნებებსა და სიამოვნებაზე უარის თქმით. ეს იძლევა გარანტიას რომ მათდამი მისწრაფება არ იქნება გადაჭარბებული.
ბიბლიური ადამი და ევა სულიერად იყვნენ განვითარებულნი და ცხოვრობდენ ბედნიერად. ის რომ მათ არ რცხვენოდათ თავისი სიშიშვლის მეტყველებს იმაზე რომ მათ არ ჰქონდათ მატერიალური მოთხოვნილებები, არ ჰქონდათ უარყოფითი ემოციები, სასმელ-საჭმელი სამყოფი ჰქონდათ, სითბო და სიმყუდროვე არ აკლდათ. სულიერება მათ უკვდავებას ანიჭებდა. თუმცა მას შემდეგ რაც მათ აკრძალული ხის ნაყოფი გასინჯეს, ყველაფერი შეიცვალა. ისინი მოკვდავნი გახდენ, “თვალები აეხილათ” და დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე. ვაშლის შეჭმამ მოთხოვნილებების მთლიანად შეცვლა გამოიწვია. მათ იგრძნეს არსებობა შიშისა.. და სწორედ აქედან დაიწყო მათი ცხოვრების რთული გზა… გზა ხორციელი სურვილებითა და შეგრძნებებით გაჯერებული.. რომელიც დღემდე გრძელდება…
ადამიანი რომელიც განაგდებს უარყოფით ემოციებს ბედნიერების გზას ადგას…
ადამიანი რომელიც თავის უარყოფით ემოციებს დადებითად გარდაქმნის ახლოსაა ბედნიერებასთან…
ადამიანი რომელიც იღებს დადებით ემოციებს სულიერი ზრდით ბედნიერია..
ბედნიერებისკენ სვლა ადამიანს შეიძლება დავაწყებინოთ ცხოვრებისაგან დადებითი ემოციების მიღებით. ეს მიიღწევა კეთილი საქმით, რომელიც უნდა გავაკეთო დაუზარელად, ყოველდღიურად,სიყვარულით და რაც მთავარია ამის სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მოვითხოვოთ.. ის რაც შეიძლება მივიღოთ ამ საქმისათვის ჩვენივე თავისგან , სხვის მიერ ნაბოძებ არანაირ მატერიალურ ჯილდოს არ შეედრება…
ადამიანები თავად ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ გზას… ადამიანები თავად ვირჩევთ ვიყოთ ბედნიერი დროებით, თუ სამარადჟამოდ… ცხოვრება რთულია, თუმცა არც იმდენად რომ სულიერება დაგვაკარგინოს, რწმენა წაგვართვას და უიმედოდ დაგვტოვოს.. ყოველთვის, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებისეულ ღირებულებებს გადავხედოთ და გავაანალიზოთ თუ რამდენად სწორად ავირჩიეთ პრიორიტეტები… არასდროსაა გვიანი სულიერების გზაზე დადგომა!…გზაზე რომელსაც ბედნიერებასთან მივყავართ…
მოამზადა კატუშა კატიმ
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
კაწუშ :'( ♥