გვაშამაშ ქანდი ეფენდი
გვაშამაშ ქანდი ეფენდის, ოსმალეთის ოკულტისტი დედოფალი ჩერქეზული ფესვებით, რომელიც წარმართულ რიტუალებს ასრულებდა ამ ფოტოზე, უძველეს რიტუალურ მანერიზმს აცოცხლებს “დიდი დედის” – ნაყოფიერების სიმბოლოდ. მეორე ხელზე ნახატი “უცოდველ ბავშვს” უნდა ნიშნავდეს.
ჩერქეზული წარმოშობის თურქი პრინცესა. მისი იმპერატიული უდიდესობა, სულთანი აბდულ-ჰამიდ II, ოტომანების იმპერატორის მეუღლეა. 1865 წელს გვაშამაშას დედა, ჰევერინ ნედაქ სეტენეიჰ და დეიდა რუსებისგან აოხრებულ ჩერქეზეთში მონებად გაყიდეს. დების სტამბოლის გზას გაუყენეს. დეიდა სახელად გვაშა გემიდან გადახტა და დაიღუპა, ხოლო დედა სულთან აბდულ-აზიზ პირველის ჰარემში გაამწესეს. 1877 წლის 21 ივნისს (ბუნიაობა), ჩირაღანის სასხლეში დაიბადა გვაშამაშა – ჩერქეზულად პატარა პრინცესა. (მერე ვერსიით გვაშამაშ ნიშნავს პატარა გვაშას – გარდაცვლილი დეიდა გვაშას პატივსაცემად დარქმეულს).
1893 წელს პარიზული კოლეჯის (Sévigné) დამთავრების შემდეგ, პრონცესა სტამბოლში დაბრუნდა და 54 წლის სულთანის მეცამეტე ცოლი გახდა. ჰარემის ყოფას გუაშემაშა გაურბოდა და ცნობილი ავსტრიელი რუნოლოგის, გვიდო ფონ ლისტის სტუმრობა მისთვის ახალი ცხოვრებისეული იმპულსის მიმცემი გახდა – ის ნეოპაგანიზმის (ახალი წარმართობა) აქტიური მიმდევარი გახდა. 1905 წლის 21 ივნისს გვაშამაშა მალტას ესტუმრა და სადაც ზაფხულის ბუნიაობის დროს, მნაიდრას მეგალითური სატაძრო კომპლექსში, რთული წარმართული რიტუალი შეასრულა. „დიდი ნენეს“ საწესო სამოსელში გამოწყობილმა პრონცესამ განახორციელა საკუთარი მხევალი ქალწულების განწმენდის წესი. ამ მოქმედებამ დიდი სკანდალი გამოიწვია ოსმალეთში.
1908 წლეს „ახალგაზრდა თურქების“ რევოლუციური მოძრაობის ფონზე სულთანის ძალაუფლება ფორმალურამდე დავიდა. აბდულ-ჰამიდმა ვეღარ შეძლო თავისი ჩერქეზი მეუღლის დაცვა, რომელსაც რწმენისგან განდგომაში სდებდნენ ბრალს. გვაშამაშამ ევროპაში გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ 5 აგვისტოს ღამეს ის უგზოუკვლოდ დაიკარგა. ივარაუდება რომ პრინცესა თურქმა ნაიციონალისტებმა მოკლეს. თუმცა არსებობს მეორე შეხედულება, რომლის მიხედვითაც მშვენიერი ჩერქეზი ქალი გერმანულმა აგენტურამ გაარიდა ქაოტურ სტამბოლს და გერმანიაში გადამალა გამოგონილი სახელით – საქმე ისაა, რომ გვიდო ფონ ლისტი კაიზერულ მთავრაობაში ფრიად მიღებული პერსონა იყო და ის აუცილებლად იაქტიურებდა საკუთარი მოწაფის გადასარჩენად. 1909 წლის ივნისში ლისტი თავის კოლეგას წერლის უგზავნის სადაც ახსენებს „პრინცეშეს“ რაც ჩერქეზული გვაშამაშას (პატარა პრინცესა) ზუსტი თარგმანია.
როგორც აღვნიშნეთ, გვაშამაშ ქანდი ეფენდისის ფოტოზე ნაყოფიერი “დიდი დედის” რიტუალურ პოზიციაში აქვს ხელი. იგივე პოზაში უძველესი ფიგურები არსებობს, მატრიარქატული არტეფაქტები და მიბაძვას კიდევ არაფერი უნდოდა იმდროინდელ ევროპასა თუ ოსმალეთში. მაგალითად, ეს “ლაუსელის ვენერა” 25 000 წლისაა.
მოამზადა შალვა ნაკაიძემ