გეი კავშირი ჰეტეროსექსუალურ კავშირზე უფრო ბედნიერი კავშირია – ოშო
მე ქალები მიზიდავს უფრო მეტად, ვიდრე მამაკაცები და ეს მაწუხებს © ოშო
სექსს პირველქმნილი ცოდვა უწოდეს. ის არ არის პირველქმნილი ცოდვა. ის საერთოდ არ არის ცოდვა. სანამ ადამ და ევა ცნობიერების ხის ნაყოფს გასინჯავდნენ, მანამდეც ჰქონდათ სექსი, ისევე როგორც სხვა დანარჩენ ცხოველებს ედემის ბაღში. ერთადერთი რაც შეიცვალა ნაყოფის ჭამის შემდეგ – დაიბადა ცნობიერი და გაჩნდა ეგო. მათ უბრალოდ გააცნობიერეს, რომ ცხოველებივით იქცეოდნენ და შეილახა ეგო, სხვებზე აღმატებულობის შეგრძნება და შერცხვათ ამის.
სექსი იმდენად ფუნდამენტური ბუნებრივი მოვლენა გახლდათ, სწორედ ცნობიერების და ეგოს შეძენის შემდეგ გადაწყვიტა ადამიანმა სექსუალური ინსტიქტების ჩახშობა. ეს მინდა კარგად დაიმახსოვროთ – სექსი არის უაღრესად ბუნებრივი მოვლენა და მისგან თავის შეკავების საჭიროება არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ახერხებს მისგან გათავისუფლებას ტრანსცედენტული მეთოდებით, მაგრამ ეს არამც და არამც არ ხდება მხოლოდ ჩახშობის მცდელობით. ჩახშობა იწვევს გაუკუღმართებას, რისი დასტურიც კაცობრიობის ისტორიაც გახლავთ. ჰომოსექსუალობის აღზევებაც სწორედ ასე დაიწყო, მონასტრების წიაღში, რადგან ქალები და კაცები იძულებულები იყვნენ თავისივე სქესის წარმომადგენლებთან ერთად გამოკეტილებს ეცხოვრათ, საწინააღმდეგო სქესისგან შორს. სწორედ ჯარში და მონასტერში მოიკიდა ფეხი ყველაზე ძლიერად ჰომოსექსუალობამ, რადგან იქ საწინააღმდეგო სქესი დაშვებული არ იყო.
ყველაფერი სულელური აღზრდის ბრალია. ჩვენ არ ვრთავდით ქალებს და კაცებს უფლებას ერთ სკოლაში ევლოთ, ჩვენ ვაშენებდით კედელს მათ შორის. საუკუნეების განმავლობაში ვაკეთებდით ამას და როცა ამ კედელს დავანგრევთ, ნელ-ნელა ჰომოსექსუალობაც გაქრება.
ბავშვობიდანვე ვაცალკევებთ მათ: ბიჭმა გოგონებთან არ უნდა ითამაშოს, გოგონების სათამაშოებით არ უნდა ითამაშოს, გამუდმებით ხაზს ვუსვამთ: რას აკეთებ? გოგო ხარ? შენ კაცი ხარ! კაცურად მოიქეცი! მეამბოხე და მებრძოლ გოგონებს კიდევ ქალაბიჭებს ვეძახით და ქალურობისკენ მოვუწოდებთ. ამ მახინჯ კედელს ვამყარებთ! ამგვარი დამოკიდებულება ავადმყოფური დამოკიდებულებაა, რომლითაც მთელი მსოფლიოა შეპყრობილი. გოგონებსაც შეუძლიათ ხეებზე ცოცვა და ეს ბუნებრივია! ბიჭებსაც შეუძლიათ თოჯინებით თამაში და ეს ბუნებრივია!
სექსი უნდა მივიღოთ ბუნებრივად, ზედმეტად სერიოზულად ვეკიდებით. ან ღვთაებრივად ვაცხადებთ, ან კიდევ ცხოველურად, ადამიანურად არასოდეს. ეს გართობაა, სპორტია, კარგი ფიზიკური აქტივობა, საუკეთესო ვარჯიში!
ჰომოსექსუალობა ნამდვილად არ გახლავთ დიდი პრობლემა, უფრო მეტიც ის პრობლემა საერთოდ არ არის. ორი ადამიანის მიერ სექსუალური ურთიერთობის სტილის არჩევაში არაფერი არასწორი არ შეიძლება იყოს. ეს არ არის სოციალური ფენომენი, ეს არის ორი ადამიანის პირადული სივრცე, მათი ინტიმი და იქ არავის არაფერი ესაქმება, თუმცა მღვდლები და პოლიტიკოსები ყველგან ცხვირს ყოფენ! ცდილობენ დანაშაულის შეგრძნება გაუჩინონ ადამიანებს, თანაც >>>> გაგრძელება >>>>>>