გახდი მოხალისე, აკეთე სიკეთე!
15 თებერვალს, ქორთიარდ მარიოტში, (თავისუფლების მოედანი 4) 14:00-დან 17:00 საათამდე „მოხალისეობის გამოფენა“ გამიართება.
გამოფენის მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია საქართველოში და ქართველი ახალგაზრდების მოხალისეობრივ პროგრამებში ჩართულობის ხელშეწყობა.
თქვენც შეგიძლიათ გახდეთ მოხალისე! დაეხმარო სხვებს, მიიღო გამოცდილება არჩეულ სფეროში, გაიზარდოთ და განვითარდეთ პიროვნულად. თანამშრომლობისთვის სასურველი სფეროსა და თემის ამორჩევა მოხალისეობის გამოფენაზევე იქნება შესაძლებელი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ორგანიზაციები პირადად გაგაცნობენ მოხალისეობის არსს, თავიანთ სამუშაო სპეციფიკას, მისიასა და მიზნებს…
გელით!
მოხალისეობით გზით, ვერთიანდებით საზოგადოების სასიკეთოდ!
გამოფენა ორგანიზებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის და მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეების (რომლებიც ორწლიანი პროგრამით ჩამოდიან და როგორც მოხალისეები მუშაობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში) მიერ.
„ჰელფინგ ჰენდ“-ი განსაკუთრებულ მადლობას უხდის სასტუმრო ქორთიართ მარიოტს მხარდაჭერისა და დახმარებისათვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: 551 143 595, ელ-ფოსტა: helpingvolunteer@gmail.com