განვუკურნოთ ავადმყოფი და არა ავადმყოფობა
ჰიპოკრატეს ეკუთვნის ცნობილი გამონათქვამი, „განვუკურნოთ ავადმყოფი და არა ავადმყოფობა“. ავადმყოფობა შედეგია მხოლოდ, შედეგის მკურნალობით ბევრს ვერაფერს მივიღებთ და მიზეზის გაგებით ჩვენ მას სამუდამოდ აღმოვფხვრით.
მზის, მთვარის და სხვა პლანეტების ელექტრომაგნიტური ენერგია, ახალდაბადებულის ორგანიზმში სხეულის ატომებში გადის. მათი ძალა და მოქმედება დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი პლანეტა სად იყო განლაგებული დაბადების წამებში.
ადამიანის ჯანმრთელობა და ცხოვრება მის ხელშია, თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე და გამოვიკვლიოთ ვინ ვართ, საიდან მოვედით, ახლა რატომ ვართ ასე და სად გვინდა წასვლა… ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია და როდესაც ვეძებთ არ ილევიან ადამიანებიც, რომლებსაც შეუძლიათ კონკრეტული დეტალების ჩვენთვის ახსნა და საჭიროების შემთხვევაში, დახმარება.
ასტრომედიცინის ცოდნის გამოყენებით, ასტროლოგს პირად რუკაში შეუძლია დაინახოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის თუ რა ავადმყოფობათა საშიშროება არსებობს სამომავლოდ…. ამ ინფორმაციით შეიარაღებულებს, წინასწარ შეგვიძლია პროფილაქტიკის ზომების მიღება და მყარი ჯანმრთელობის შენარჩუნება.
რუკის ანალიზის დროს იმ კომპლექსებსა თუ ნეგატიურ მიდრეკილებებსაც ექცევა ყურადღება რომლებიც შეიძლება, უყურადღებობის შემთხვევაში, სერიოზულ ავადმყოფობად გარდაიქმნება.
თითოეული ნიშნის და ინდვიდუალურად ადამიანის ავადმყოფობა, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან იწყება. ავადმყოფობა რომელიც ფიზიკურ დონეზეა გამოვლენილი, ყოველთვის უხილავ შრეზე იბადება ფიქრებიდან, ემოციების არასწორად აყოლისგან, მსოფლმხედველობიდან. ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი აზრებისა და სურვილების კონტროლი, მათი პოზიტიური კუთხით წარმართვა და გაუცნობიერებელ ნეგატიურ მისწრაფებებზე მაღლა დადგომა.
მოამზადა ანა აიკამ