ასტროლოგიური მაღაზია

ბევრ ფულს ძლიერი ენერგეტიკა სჭირდება

ბევრ ფულს ძლიერი ენერგეტიკა სჭირდებადაფიქრდით როგორ ექცევით ფულს? რა თქმა უნდა ყველას უხარია, როცა ის თავისთავად მოდის, მაგრამ თუ საფულეში თანხა სულ უფრო მცირდება, ან საერთოდ საფულე დაიკარგა? ან მოსალოდნელზე ნაკლები გასამჯელო აიღეთ? რა ისმის როგორც წესი? – „ფულის დედაც…“, „თეთრებზე თავს ვიკლავ“ და ა. შ.

ცოტა თუ უფიქრდება, რომ ასეთი ქცევით ფულს უბრალოდ ვწყენთ, რადგან ფული როგორც ნებისმიერი სხვა ენერგოინფორმაციული სუბსტანცია, მისდამი ჩვენს დამოკიდებულებას გრძნობს. და ისევე როგორც სხვებს, მასაც სიყვარული და ყურადღება სჭირდებათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ ფული არ გყოფნით, მადლობლები იყავით, რომ ის საერთოდ არსებობს თქვენს ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ თქვენს ცხოვრებაში ფულის რაოდენობა, პირდაპირაა დაკავშირებული თქვენი პირადი ენერგიის რაოდენობასთან. თუ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი მწირეა, ნუ ელით მილიონებს, თქვენ ამ სიმდიდრებს ვერ გაუმკლავდებით. ამით არის განპირობებული, მოგებული დიდი თანხის უაზროდ გაფლანგვის, ან რიგ შემთხვევებში, დაკარგვის პრობლემები. მფლობელს არ ძალუძს (როგორც ზოგიერთს სიმძმის აწევა) მოგების შენარჩუნება.

ხდება პირიქითაც. თუ ადამიანის ენერგეტიკული პოტენციალი მაღალია, მის ხელში მცირე თანხაც კი სწრაფად მრავლდება. როგორც ცნობილია ორგანიზმის ენერგეტიკა გამართულად და მთლიანად მომუშავე ჩაკრებზეა დამოკიდებული. მატერიალურ კეთილდღეობაზე უპირველეს ყოვლისა მესამე ჩაკრა – მანიპურა მუშაობს, რომელიც მიზანდასახულობასა და აქტიურობაზეა პასიხისმგებელი. ასევე მნიშვნელოვანია პირველი ჩაკრა – მულადჰარა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად, მოთმინებასაც არეგულირებს.

ასე რომ, თუ ფულთან ქრონიკულად არ გიმართლებთ, ნუ გამორიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ჩაკრების ბლოკირების ბრალი იყოს. ბლოკის მოსახსნელად და ენერგიის ნაკადის გასაძლიერებლად შეგიძლიათ სპეციალისტებს მიმართოთ ან Astrologia.ge – ზე სპეციალურად ჩაკრებისადმი მიძღვნილ მუდმივ რუბრიკას დაელოდოთ!

მოამზადა გივი მატებამ

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი