ბედნიერების ინდექსი
ბედნიერების ინდექსის გამოსავლენად შეკრიბეთ თქვენი და თქვენი რჩეულის დაბადების თარიღი, დაიყვანეთ ერთნიშნა ციფრამდე და წაიკითხეთ პასუხი.
მაგალითად: თქვენ დაიბადეთ 15 რიცხვში: ერთს მივუმატებთ ხუთს და მივიღებთ ექვსს. თქვენი რჩეული – 8 რიცხვში. ექვსისა და რვის ჯამს (14) ერთნიშნა ციფრამდე დავიყვანთ და მივიღებთ ხუთს. წაიკითხეთ მიღებული პასუხი:
სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან
1. ხშირად კამათობთ; თუ საოჯახო პრობლემებს შეთანხმებულად მოაგვარებთ, თქვენზე ჰარმონიული წყვილი ძნელი მოსაძებნი გახდება.
2. რომანტიკული წყვილი ხართ. 20 წლის შემდეგაც იდეალური ცოლ-ქმარი იქნებით. მთავარია, ფინანსური პრობლემები დაძლიოთ.
3. ერთმანეთის მიმართ მხოლოდ სექსუალურ ლტოლვას განიცდით. თუ ერთად ყოფნა გსურთ, ერთმანეთის მიმართ უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ.
4. მეგობრები უფრო ხართ, ვიდრე შეყვარებულები.
5. უერთმანეთოდაც დიდხანს გიჭირთ ყოფნა და ვერც ერთად ძლებთ. არასტაბილური, მაგრამ საინტერესო წყვილი ხართ.
სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან
6. შეყვარებულის უსიტყვოდ გესმით, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ხართ.
7. პარტნიორზე განაწყენებული საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით. დაელაპარაკეთ მას, ერთად გამოასწორეთ შეცდომები. არ დაუშვათ, რომ უბრალო კამათის გამო ერთმანეთს დაშორდეთ.
8. ორივე ლიდერი ხართ. თუ ოჯახის შენარჩუნება გსურთ, ერთ-ერთმა პოზიციები უნდა დათმოთ.
9. დაფიქრდით, ერთმანეთი გიყვართ თუ ერთად ყოფნა მოგწონთ. როცა სექსუალური ლტოლვა გაქრება, ერთმანეთისთვის უინტერესო გახდებით. ამიტომ, დაქორწინება არ იჩქაროთ.
მოამზადა თამთა გელაშვილმა
2 Comments
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
:))))))))))
egaa))