ბედნიერება? – ის თქვენ ხელშია
***
ერთი ბრძენი მიდიოდა ქუჩაში, შეჰხაროდა ცხოვრებას და ტკბებოდა ბუნებით, როდესაც მოულოდნელად, მხრებში მოხრილი, მოწყენილი, ზურგზეტვირთაკიდებული უბედური ადამიანი შენიშნა…
-რატომ იტანჯავ თავს ასე, ამ ტვირთით? – ჰკითხა მას ბრძენმა…
-მე ჩემი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ვიტანჯები. ისევე, როგორც ჩემი ბაბუა იტანჯებოდა მამაჩემისთვის და ჩემთვის, დიდი ბაბუა – ბაბუასთვის… და ასე დავიტანჯები მთელი ცხოვრება, ვიშრომებ ტკივილით იმისთვის, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები იყვნენ ბედნიერნი.
– და ვინმე მაინც, თქვენს ოჯახში იყო ბედნიერი?
– არა, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად იქნებიან!
-როგორც წერა-კითხვის უცოდინარი ვერ დაიწყებს კითხვას, ისე თხუნელა ვერ აღზრდის არწივს… ჯერ თავად გახდი ძლიერი, ბედნიერი და მხოლოდ შემდეგ მიხვდები როგორ გააბედნიერო საკუთარი შვილებიო… – წარმოთქვა ბრძენმა<3
***
ბედნიერების წუთები უძვირფასესია… ბედნიერება არის პროცესი, და არა შედეგი უბრალოდ გიყვარდეთ და ნუ იქნებით დაშორების ან ურთიერთობის დაძაბვის მოლოდინში…
იცეკვეთ მთელი არსებით და არ მიაქციოთ ყურადღება სხვის თვალს… ვინ გიყურებთ და ვინ არა…
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
***
ბედნიერების შეგრძნება შეიძლება ყველგან და ყველაფრისგან… ბედნიერებაა შოკოლადის მცირე ნატეხშიც კი… თუმცა უნდა ვიცოდეთ მასთან მოქცევა 🙂 როგორც მოვექცეთ ბედნიერებას? – შეიძლება დავაკვირდეთ, შევხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან და გავაანალიზოთ რამდენად ბედნიერები ვართ იმის გამო, რომ გვყავს ამდენი საყვარელი ადამიანი გვერდით, რომ გვაქვს შესაძლებლობა ჩავეხუტოთ და ჩავიხუტოთ ძვირფასი ხალხი… უბრალოდ დატკბით ბედნიერებით, შეიგრძენით რა მაგარია, როდესაც გიყვარს, გაქვს, გყავს და არ გტკივა ^_^
***
გაიხარეთ იმით რაც გაგაჩნიათ, არასოდეს იდარდოთ იმაზე რომ რამე არ გაქვთ… უბრალოდ გაინძერით და თქვენც გექნებათ : )
***
ყველაფერშია ბედნიერება კარგში და ცუდშიც… მაშინაც კი თუ დღეს არ არის თქვენი დღე ნუ გაბრაზდებით, ნუ დაიბოღმებით, ნუ გამწარდებით და ნუ იდარდებთ… ყველაფერ ცუდში ისწავლეთ კარგი წერტილის მაინც დანახვა <3
***
ერთი სუფისტი მისტიკოსი მთელი ცხოვრება ბედნიერი იყო. და ყველას აკვირვებდა ამით… მუდამ იცინოდა და ანათებდა, მხოლოდ დადებითი მუხტი მოდიოდა მისგან. როდესაც დაბერდა, დადგა მისი სიკვდილის დღე… კვდებოდა და მაინც იცინოდა…
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
ერთმა მოსწავლემ ჰკითხრა: „კვდები, ჩვენ ვდარდობთ და შენ ახლა რატომღა იცინიო?
სუფისტმა კი უპასუხა: „ პასუხი მარტივია… როდესაც ჩვიდმეტი წლის ვიყავი ჯერ კიდევ მაშინ მოვასწარი უბედურების შეგრძნება… ჩემი მასწავლებელი სამოცდაათის იყო და ასე მითხრა: „როდესღაც მეც შენსავით უბედური ვიყავი, მაგრამ უცბად მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ჩემი არჩევანი იყოვო! მას შემდეგ, ყოველ დილას, თვალის გახელამდე, ვსვამ კითხვას: რა არჩევანს გავაკეთებ, რა მსურს დღეს? განცდები თუ ბედნიერება? ვაკეთებ არჩევანს ბედნიერებაზე და ვისწრაფვი მისკენ”.
სცადეთ თქვენც, ყოველ დილას, საწოლიდან წამოდგომამდე გააკეთოთ არჩევანი და გახსოვდეთ, ბედნიერება არსებობს მრავალგვარი… მაგრამ ის ყოველთვის თქვენია…
პირადად თქვენი, არავის ბედნიერების მსგავსი !..
ბედნიერი წელი გქონოდეთ <3
ანნა ბასტუკა
პირადი რუკის შედგენა >> სიყვარულის და კეთილდღეობის სამაჯურები მინერალებისგან >>
One Comment
დატოვეთ კომენტარი
You must be logged in to post a comment.
magariaaaa