ბაძგი (8 ივლისი – 4 აგვისტო) – დრუიდების ჰოროსკოპი
კელტურ მითებში ბაძგი მუხის მარადმწვანე მეგობრად მოიაზრება. დრუიდების მთვარის კალენდარში წმინდა მუხა წარმართავდა მოახლოებული (ნათელი) წლის ნაწილს, ხოლო მარადმწვანე ბაძგი – მის ბოლო (ბნელ) ნაწილს.
შუასაუკუნეებში სჯეროდათ, რომ ის იცავდა მეფეს საწამლავისგან.
ეზოთერულად ბაძგი სულის მარადმწვანე ასპექტის სიმბოლოა, ხოლო მუხა – მომაკვდინებელი ასპექტის. უელსის უძველეს პოემაში ნათქვამია, რომ ეს ორი ხე ებჯინება ხიდს, გადებულს „ცისარტყელას მდინარეზე“, რომელშიც იხსნება მსოფლიოს ბოროტება და ჩაედინება გრინვიდში.
ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან ამ ნიშნის ქვეშ, ნაკლებად მიდიან რისკზე ნებისმიერ საკითხში. მანამ, სანამ კარგად არ აწონიან ყველაფერს, ყველა დადებით და უარყოფით შესაძლო შედეგს, – არ იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. აქ საუბარია პრაკტიკულობაზე და რთული პრობლემების მარტივი ლოგიკის დახმარებით გადაჭრის უნარზე.
ადამიანები, დაბადებულნი თვის პირველ ნახევარში, დაკავშირებულნი არიან ახალ მთვარესთან და უფრო მიდრეკილნი არიან ფინანსურად დაუჭირონ მხარი ოცნებებს და სხვა ადამიანების ამბიციურ გეგმებს. ეს მიუთითებს თავდაუზოგავ და მზრუნველ ნატურაზე, რომელსაც ასევე უარყოფითი ასპექტიც აქვს – უაზრო ოპტიმიზმი, რომელსაც შეუძლია მისთვის ზიანის მიყენება.
სავსე მთვარის ადამიანები, (დაბადებულები თვის მეორე ნახევარში), უფრო მოზომილი ოპტიმიზმითა და სიფრთხილით გამოირჩევიან. ხშირად ისინი სხვადასხვა საზოგადოებების, ფირმებისა და დიდი კორპორაციების დამფუძნებელთა რიცხვში გვხვდებიან. მათი ნეგატიური ასპექტება – ზოგადი სენსიტიურობა და უდიდესი მგრძნობელობა კრიტიკისადმი.
მოამზადა ლანა წითელაშვილმა