ბარაქის მონეტები
ბარაქის მონეტები, სხვანაირად დაუხარჯავი მონეტები, თითოეული თქვენგანის საფულეში უნდა იყოს. ფულის მოსაზიდად, შემოსავლის დასასტაბილურებლად, გასაზრდელად და კეთილი საქმისთვის გამოსაყენებლად.
ჰონ-კონგში – ფულის, ბიზნესისა და კეთილდღეობის ქალაქში, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან სიმდიდრის სიმბოლოებს წააწყდებით. ბარაქისა და კეთილდღეობის მოსაზიდად ყველაზე გავრცელებული – ჩინური ბედნიერი მონეტებია. ჩინური მონეტების წრეში კვადრატისებრი სივრცის ფორმის გამოსახულება ზეცის (წრე) და მიწის (კვადრატი) ურთიერთკავშირს აღნიშნავს მათი თანხვედრით კი თითოეული მონეტა ეკონომიკური კეთილდღეობის ენერეტიკის განსაკუთრებული მედიუმად იქცევა.
ბედნიერი მონეტების შეკვრის შესანახ საუკეთესო ადგილად შესაძლოა (მონეტების აცმის ზომის გათვალისწინებით) თქვენი საფულე, ჯიბე ან შენობის საქმიანი ნაწილი იქცეს.
თუ თქვენ მონეტების შეკვრის ნაცვლად, ცალკეული მონეტები გაქვთ, მაშინ სასურველია წითელი ძაფით ან ფირით მათი ენერგია გააერთიანოთ და სამი, ექვსი ან ცხა მონეტის აცმა შექმნათ.