ახალი, მაიმუნის წელი მოდის!
ქეთი ვაწაძე
2016 წელი, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით წითელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელს განეკუთვნება.
სტიქია – ამ წლის სტიქია ცეცხლია, რომლისთვისაც დამახასიათებელია შინაგანი ენერგია, მოძრაობა, სიცოცხლისმოყვარეობა, შთაგონება, ძალაუფლებისკენ სწრაფვა, გარდაქმნების მოთხოვნილება, მოულოდნელობა და სიკაშკაშე.
ცეცხლი ძლიერ სტიქიას წარმოადგენს და თუ მასთან ურთიერთობისას წინდახედულობასა და სიფრთხილეს გამოვიჩენთ, ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენთვის.
დაესწარით ბიზნეს ასტროლოგიის უფასო სემინარს 25 დეკემბერს!
ფერები – ამ წლის ფერებია ყველა ის ფერი, რომელიც ცეცხლს უკავშირდება – წითელი, ალისფერი, ფორთოხლისფერი და ყველა მათი ტონალობები, ასევე ყავისფერი, ბეჟი, კრემისფერი
ქვები – წითელი მაიმუნის წლის თილისმებია ის ქვები, რომლებსაც წითელი ან მოწითალო შეფერილობა აქვს: მაგ. ლალი, ძოწი, ცეცხლოვანი ოპალი, წითელი ტურმალინი. ასევე, ქვები, რომელთა წარმოშობაც ცეცხლის სტიქიასთანაა დაკავშირებული, მაგ. ვულკანური წარმოშობის ობსიდიანი, ასევე ბუნებრივი წარმოშობის ქარვა.
მაიმუნი მართავს 15:00 დან 17:00 საათამდე დღის მონაკვეთს. ეს არის ჩინური ზოდიაქოს მეცხრე ნიშანი
მაიმუნის შესაბამისი პარტნიორებია: დრაკონი, ძაღლი. მაიმუნი და ვირთხა
მაიმუნის დადებითი თვისებები: მოხერხებულობა, იუმორის გრძნობა, მაღალი ინტელექტი, რაციონალურობა, ერთგულება, გულწრფელლობა, შემოქმედების უნარი.
უარყოფითი მხარეები: ცვალებადობა, ზღვარგადასული ემოციურობა, ჭირვეულობა, ზედაპირულობა, გულგრილობა, მოუსვენრობა, ცინიზმი
მაიმუნის წელი ოფიციალურად 2016 წლის 8 თებერვალს შემოდის, თბილისის დროით 18:40.
მაიმუნის წლებია: 1956, 1968, 1980, 1992, 2004, 2016
როგორი იქნება მაიმუნის წელიწადი?
თვითონ ჩინელები მაიმუნის წელს ახალი შესაძლებლობების, ენერგიისა და ცვლილებების მომტან წლად მიიჩნევენ. ჯერ, ჩვეულებრივი მაიმუნის წელი ისედაც გამოირჩევა აქტიურობითა და ენერგიულობით და ახლა, 2016 წელს, რადგან მაიმუნის წელს ცეცხლის სტიქია ემატება ხომ საერთოდ!?
ეს წელი აქტიურობას, დინამიურობას, უეცარ ცვლილებებს გვპირდება.
მაიმუნის წელს ყოველთვის მოაქვს ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც დიდი ხნით გვამახსოვრდება.
ამ წელს, ისევე როგორც ყველა წელს, აქვს როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი მაჩვენებლები.
საერთოდ, მაიმუნს საოცრად ცნობისმოყვარე ბუნება აქვს, აინტერესებს უამრავი რამ და ერკვევა კიდეც მრავალ საკითხში, მაგრამ არ ჰყოფნის მუყაითობა და მიზანსწრაფულობა, ადვილად იცვლის პრიორიტეტებსა და მიზნებს და სწორედ ამ ტენდენციების გამოვლენას უნდა მოვერიდოთ 2016 წელში, მოვიკრიბოთ ნებისყოფა და მეთოდურად, მიზანდასახულად ვიაროთ არჩეული მიზნისკენ.
მაიმუნს არ ჰყავს ავტორიტეტები და ცოთატი თავნებაა, რაც საბოლოო ჯამში მისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდება ხოლმე.
დაესწარით ბიზნეს ასტროლოგიის უფასო სემინარს 25 დეკემბერს!
არტისტული, ექსცენრრული ბუნებისაა. გამოირჩევა საუკეთესო ინტუიციითა და მოხერხებულობით. ძალიან ჭკვიანი, ენამოსწრებულია, თუმცა ხშირად ირონიულიც. უყვარს იუმორი, სხვების გამასხარავება, ხუმრობა, დაცინვა
სპონტანური ქცევებით გამოირჩევა. უყვარს დამოუკიდებლობა, სწრაფად, ზედმეტი ფიქრის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს
ამ წლის აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანებმა ცეცხლოვანი მაიმუნის მოზღვავებული ენერგია მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოიყენონ.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ეს წელი ენერგიულ, აქტიურ, გაბედულ ადამიანებს დიდი წარმატებების მიღწევას პირდება ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, ამიტომ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ აქტიურები, მობილიზებულები და შეგვეძლოს მოცემული შესაძლებლობების სათანადოდ გამოყენება. მთავარია, ერთ ადგილას არ ვიდგეთ..! იმოქმედეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუხარჯავი მოზღვავებული ენერგია მშვიდი ცხოვრების ნგრევაზე წავა. 2016 წელს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის. გაბედეთ!
გაუმართლებთ მათ, ვისაც შეუძლია რთულ სიტუაციებში მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, ვინც გამოირჩევა კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე ხასიათით. ხშირად, თვითონ ცხოვრება შემოგვთავაზებს ახალ შესაძლებლობებს, ჩვენ კი უნდა შეგვეძლოს მათი დანახვა, მიღება და ახალ რეალობასთან წარმატებული ადაპტირება.
2016 წელს ბევრი ადამიანისთვის იქნება შესაძლებელი მნიშვნელოვანი შენაძენის გაკეთება, ბიზნესის დაწყება, მოგზაურობა, სამსახურის შეცვლა, დაწინაურება. გადაწყვეტილებების მიღებისას ენდეთ ინტუიციას, ხელიდან არ გაუშვათ თქვენთვის სახარბიელო შესაძლებლობები.
მაიმუნის წელიწადში აუცილებელია ნებისმიერი პრობლემა დიპლომატიურად, კომპრომისებით მოვაგვაროთ და არავითარ შემთხვევაში – აგრესიით.
სოციალურ- პოლიტიკური თვალსაზრისით ამ წელს, ისევე როგორც შარშან, მოსალოდნელი იქნება სერიოზული საკადრო ცვლილებები, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებში, სხვა და სხვა სამინისტროებსა და ორგანიზაციებში, რაც საბოლოო ჯამში სასიკეთოდ აისახება ქვეყნის ცხოვრებაზე.
ვინაიდან მთავარი დამსჯელი და დამაბრკოლებელი პლანეტა, სატურნი, მშვილდოსნის ნიშანში დგას უკვე ერთი წელია (მშვილდოსანი – კანონი, იდეოლოგია, პოლიტიკა, რელიგია და სხვ.), საზოგადოებაში მოსალოდნელია, გაღვივდეს პოლიტიკისა და იდეოლოგიის, რელიგიის სფეროსადმი კიდევ უფრო მეტი ინტერესი, კრიტიკული დამოკიდებულება, დღის წესრიგში დადგება ზოგიერთი კანონისა თუ იურიდიული დოკუმენტის შეცვლის ან გადახედვის აუცილებლობა.
რაც შეეხება საფინანსო სფეროს და მათ შორის ვალუტის კურსის ვარდნას, მით უფრო წლის პირველ ნახევარში ამის ალბათობა ნაკლებია და არამარტო საქართველოში.
ჯანმრთელობა
ბევრ ადამიანთან შესაძლოა თავი იჩინოს ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და თეძოს ზონის პრობლემებმა. მეტი ყურადღება სჭირდება ელენთას, კუჭქვეშა ჯირკვალს, თირკმელებს, ენდოკრინულ და შარდ-სასქესო სისტემას, ყელის ზონას.
სიყვარული
ამ წელს მოხდება ბევრი სასიამოვნო მოვლენა, იქნება ახალი ნაცნობობა და ახალი პერსპექტივები. რაც მეტად კეთილგანწყობილი იქნებით ირგვლივმყოფების მიმართ, მით მეტი სასიკეთო შესაძლებლობები მოგეცემათ 2016 წელში.
მოსალოდნელია, ბევრი წყვილი დაოჯახდეს. სხვათაშორის, სტატისტიკის მიხედვით, მაიმუნის წელში შექმნილი ოჯახები უფრო იშვიათად ინგრევა. მართალია, ამ ოჯახებში დრო და დრო მაინც ხდება ხმაურიანი სკანდალები, თუმცა ასეთივე ხმაურიანი და ემოციური შერიგებებიც მოყვება ხოლმე. მაიმუნს უყვარს სახლი და ოჯახი, მას მოსწონს სახლის სიმყუდროვე და მშვენიერი დედაა.
ამ წელს კარგია ბავშვის ჩასახვა და გაჩენაც. გენიოსების 60% სწორედ მაიმუნის ზოდიაქოს წარმომადგენლებზე მოდის, ასე რომ 2016 წელი იდეალურია ოჯახის შესაქმნელად
თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ 2016 წელი – ნაკიანია. ხალხში გავრცელებული მოსაზრებს მიხედვით, ნაკიან წელს ცუდია ქორწინება, მაგრამ, რეალურად, სტატისტიკის მიხედვით რომ განვსაჯოთ, დიდი არაფერი მნიშვნელოვანი ნგრევები ან განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენები ამ წლებში არ ფიქსირდება, ასე რომ, მიიღეთ გადაწყვეტილება ინტუიციაზე დაყრდნობით, ასტროლოგიურად კი კატეგორიული აკძალვა არ არის.
ვისთვის იქნება 2015 წელი განსაკუთრებით იღბლიანი?
ითვლება, რომ მაიმუნის წელი იღბლიანი წელია ჩინური ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის.
საერთოდ, იღბლიანი იქნება თუ არა წელი – ეს პირადი რუქიდან ჩანს, ასე ზედაპირულად პროგნოზების გაკეთება არ მიმაჩნია სწორად და არც პროგნოზის გამართლების ალბათობაა მაღალი. ეს არის ძალიან ზოგადი პროგნოზი. რა და როგორ იქნება, ამაზე პასუხს მხოლოდ პირადი ჰოროსკოპი მოგცემთ. იქ ჩანს წლის ტენდენციები, აღმასვლისა და დაღმასვლის რთული პერიოდები, სფეროები და ვადები.
მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ბევრ ადამიანს მაინც აქვს თუნდაც ზოგადი პროგნოზის მიმართ ინტერესი, ამიტომ შემოგთავაზებთ ზოგად (!!!) მიმოხილვას.
ეს წელი აღმოსავლური ნიშნებიდან საუკეთესოა, პირველ რიგში, თვითონ მაიმუნისთვის, მისთვის აუცილებელია რაღაც ახლის დაწყება, ახალ ეტაპზე გადასვლა. ასევე კარგი წელია დრაკონისა და ვირთხისთვის. კურდღლის, ცხვრისა და ძაღლისთვის – ნორმალურია, აი სხვა ნიშნებისთვის – გველის, ტახისა და ვეფხვისთვის კი მეტ-ნაკლებად (გული არ გაიტეხოთ, ეს მაინც ზოგადი ინფორმაციაა).
ხოლო რაც ეხება დასავლურ ნიშნებს – აქ წლის პირველ ნახევარში (სადღაც სექტემბრამდე), ზოგადად, მეტად გაუმართლებთ მიწისა და წყლის ნიშნების წარმომადგენლებს – პირველ რიგში ქალწულს, შემდეგ თხის რქასა და კუროს, ასევე კირჩხიბს, თევზებსა და მორიელს (ზაფხულში მორიელებთან ლილიტი გადმოდის, ასე რომ ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინეთ), აი მეორე ნახევარი კი უფრო სასიკეთო იქნება უპირველესად სასწორის, ტყუპების, მერწყულის და ლომის ნიშნის წარმომადგენლებისთვის.
რაც ეხებათ ვერძს და მშვილდოსანს – ვერძთან რაღაც პერიოდი მოსალოდნელია დაძაბულობა, სირთულეები, თუმცა ეს არ იქნება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ასე რომ მოიკრიბეთ მოთმინება, თუნდაც აპრილამდე, სანამ თქვენს ნიშანში მფარველი ანგელოზი გადმოვა და გაგიმარტივებთ ცხოვრებას, ხოლო მშვილდოსნისთვის – იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამ ნიშანს უკვე რამდენიმე თითქმის წელია სტუმრობს მთავარი შემზღუდველი და დამსჯელი პლანეტა სატურნი, მისთვის 2016 წელი შესაძლოა იყოს როგორც სტაგნაციისა და სირთულეების, ასევე წარმატებისა და წინსვლის წელი! გააჩნია, როგორ გადიხართ ამ მკაცრი მასწავლებლის, სატურნის გამოცდებს.
2016 წელში ბევრი უეცარი მოულოდნელობა, სიურპრიზი გველოდება, იმედი ვიქონიოთ, რომ მაიმუნი ძალიან არ დაიწყებს ,,მაიმუნობას,, და უფრო მეტი პოზიტივი იქნება, ვიდრე ნეგატივი.
როგორ მოვემზადოთ ახალი წლისთვის?
ბუნებრივია, ტრადიციულად, ახალი წლის დადგომამდე ყველა დიასახლისი იწყებს სახლის დასუფთავებას და ოდითგანვე, ეს მხოლოდ სისუფთავისთვის არ კეთდებოდა. ეს იყო ძველი, ნეგატიური მოვლენებისა და ემოციებისგან გათავისუფლების რიტუალი. შეეცადეთ ეს პროცესი თქვენც რიტუალად აქციოთ, ცოტათი მისტიკური, ჯადოსნური ელფერი მისცეთ მას.. ანუ… როდესაც იწყებთ სახლის დალაგება-დასუფთავებას, გააკეთეთ ეს ისეთი შეგძნებით, თითქოს ყველაფერი, რაც ცუდი მოხდა გასულ წელს, ყველა უსიამოვნება, ავადმყოფობა, წარუმატებლობა თქვენი ძალისხმევის შედეგად ქრება! სწორდება!…აუცილებლად გადაყარეთ ძველი, გაბზარული, გამოუსადეგარი ნივთები და თან გააყოლეთ ყველა ის ტკივილი თუ დარდი, რაც წინა წელში გქონდათ.. შეიგრძენით სუფთა სახლის ენერგეტიკა და მოემზადეთ ამ ნეგატივისგან გათავისუფლებულ ახალ გარემოში ბედნიერი ცხოვრებისთვის.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ასევე, იმისთვის, რომ ბარაქიანი და მსუბუქი იყოს წელი, აუცილებელია ხალხში ყველაზე გავრცელებული რჩევების გათვალისწინება: ახალ წელში ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ყველა ვალის გასტუმრება და ასევე, თქვენგან ნასესხები ფულის მოთხოვნაც (თუ მსგავსს აქვს ადგილი თქვენს ცხოვრებაში). რაში გჭირდებათ ახალ წელში ვალით ან მოვალით გადასვლა? თუ ვინმე ვერ გიბრუნებთ ვალს, გულში მიუტევეთ მას, ნუ განაწყენდებით. სამყარო მონახავს გზას როგორ დაგიფასდეთ სიკეთე სიკეთით..
თუ ვალის გასტუმრება არ ხერხდება, მცირედი მაინც გააკეთეთ: შეძლებისგვარად შეასრულეთ ყველა დაპირება და მიცემული სიტყვა, დაასრულეთ დაუმთავრებელი საქმეები, დრომოჭმული, უსარგებლო ურთიერთობები, კონფლიქტები და რაც მთავარია – მოინანიეთ.. მიუტევეთ.. სამყაროს სთხოვეთ თქვენს ნაკლოვანებებზე გამარჯვება, მოაწესრიგეთ თქვენი ცხოვრება და ახალი ძალებით, სუფთა ფურცლიდან დაიწყეთ ცხოვრება.
ახალ წელში რომ არ ვიავადმყოფოთ და უსიამოვნებებიც ნაკლებად გვქონდეს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე სასიკეთოა შხაპის მიღება, რომელიც სიმბოლურად წინა წელს დაგროვილი ნეგატივისა და უსიამოვნებებისგან გაგვწმენდს და გაგვასუფთავებს.
შხაპის მიღების შემდეგ აუცილებლად უნდა სუფთა (სასურველია ახალ), სადღესასწაულო სამოსში გამოვეწყოთ. არის ასეთი რეკომენდაციაც: თუ ახალ წელში გსურთ მეუღლესთან სიყვარულითა და ურთიერთგაგებით მშვიდობიანი თანაცხოვრება, ნუ ჩაიცვამთ ახალი წლის ღამეს ერთმანეთისგან რადიკალურად განსვავებული ფერის სამოსს, სასურველია, თუ ტანსაცმელი ერთი ფერის თუ არა, მონათესავე ფერის ან ტონალობის მაინც იქნება.
დაესწარით ბიზნეს ასტროლოგიის უფასო სემინარს 25 დეკემბერს!
როგორ და სად შევხვდეთ მაიმუნის წელს?
სად შევხვდებით ახალ წელს, ქუჩაში, სახლში თუ მეგობრებთან ერთად – ამას დიდი მნიშვნელობა მაიმუნის წელში არ ენიჭება, მთავარია, შევხვდეთ მხიარულად! სასურველია ამ დღისთვის წინასწარ მოვიფიქროთ სცენარი – კარგი იქნება კოსტუმირებული ,,მასკარადი,, სხვადასხვა გათამაშებები, რაც ასე ხიბლავს მაიმუნს, მოიფიქრეთ რაიმე ეკზოტიკური, უჩვეულო, სახალისო – მთავარია შეიქმნას ხმაურიანი, მხიარული განწყობა.
ასევე, უარი არ თქვათ სადმე რესტორანში, ან უბრალოდ მხიარულ, თუმცა უცნობ კომპანიაში ახალი წლის შეხვედრაზე, ვიმეორებ, აქ მთავარია, იყოს სადღესასწაულო, მხიარული განწყობა თავისი ცეკვა – თამაშებით და მხიარულობით და სად იქნება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
თუ მაინც სახლში გადაწყვიტეთ დარჩენა – უზრუნველყავით შესაბამისი ხალისიანი განწყობა ოჯახში, დაპატიჟეთ სტუმრები და მხიარულად შეხვდით ახალ წელს.
არ დაივიწყოთ, როგორც შეხვდებით ახალ წელს, ისევე იქნებით მთელი წლის მანძილზე!
იმისთვის, რათა მთელი წლის მანძილზე არ მოგვაკლდეს 2016 წლის მთავარი სტუმრის კეთილგანწყობა – აუცილებელია სწორად შევხვდეთ მას, ასე ვთქვათ მისი გული მოვიგოთ.
როგორ მოვრთოთ სახლი საახალწლოდ?
იქიდან გამომდინარე, რომ 2016 წელი მაიმუნისაა სასურველია ოთახის ცენტრში ჭაღზე, ან კედლებზე მწვანე ფერის ,,წვიმების,,, გირლიანდების ჩამოკიდება, რომელიც მაიმუნისთვის საყვარელი ლიანას ასოციაციას შექმნის.
თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, – მორთეთ ის ცოცხალი ნაძვის რამდენიმე პატარა ტოტით, რომელიც დოვლათისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ მიიჩნევა
შეეცადეთ ბევრი წითელი ელემენტი გამოიყენოთ დეკორში.. მთავარია, მდიდრული, სადღესასწაულო განწყობილების შექმნა
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის სტიქია ცეცხლია, ამიტომ სახლში ყველაფერი უნდა ანათებდეს, ბრწყინავდეს – დაანთეთ ბევრი ლამაზ-ლამაზი სურნელოვანი სანთელი, თუმცა გახსოვდეთ, რომ ცეცხლთან უყურადღებობა არ შეიძლება, ასე რომ, უყურადრებოდ ნუ დატოვებთ და საერთოდაც, 2016 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ამ სტიქიის მიმართ.
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ასევე სასურველია სპეციალური სადღესასწაულო სანათებით ნაძვის ხის განათებაც..
შეგიძლიათ თქვენი ნაძვის ხე მორთოთ ბრჭყვიალა ქაღალდიანი კამფეთებით, ნაძვის ხეზე ჩამოაკონწიალოთ ბანანები, ანანასი, კივი. თუ შემთხვევით სახლში პალმის რომელიმე სახეობა გაქვთ –ისიც მორთეთ.
ვინაიდან მაიმუნს ძალიან უყვარს ფული, კარგი იქნება თუ წითელ ლენტში გადახვეულ ფულის კუპიურებსაც ჩამოკიდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენს, რამდენიც შეგიძლიათ, იმდენი იყოს
ასევე, თუ ოჯახის შექმნა გსურთ, დაკიდეთ ნაძვის ხეზე ოქროს ბეჭედი და ახალი წლის დადგომისთანავე წამოიცვით ის მარჯვენა ხელის არათითზე.
ხოლო ვინც ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ – ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტზე ახალშობილის გამოსახულება, ან ანგელოზის ფიგურა
ოთახებში გამოაწყვეთ ამ წლის სიმბოლოს, მაიმუნის ფიგურები – იქნება ეს ნაჭრის, შუშის თუ ხის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მას ჰქონდეს მომღიმარი სახე. კარგია, თუ იქნება წითელი, ყვითელი ან ალისფერი იქნება.
მთავარია, ფიგურა განათავსოთ, ან ჩამოკიდოთ გამოსაჩენ ადგილას, სადმე, სადაც ხშირად მოგხვდებათ თვალში და მთელი წლის მანძილზე არ ჩამოხსნათ.
რამდენჯერაც შეხედავთ, იმდენჯერ უნდა გაგახსენდეთ, რომ ეს, – თქვენი წელია!
რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?
იმისთვის რომ თავი მოვაწონოთ 2016 წლის მბრძანებელს სასურველია, ახალი წლის ღამეს ჩვენს ჩაცმულობაში ჭარბობდეს წლის მთავარი ფერი – წითელი, ფორთოხლისფერი, ნარინჯისფერი, შეიძლება ყვითელი, ოქროსფერი, შინდისფერი და სხვ.
წელს, აქტუალური იქნება ასევე მაიმუნის ბუნებრივი ფერებიც – ყავისფერი, კრემისფერი, ბეჟი და ასევე, მომწვანოც
ამ წელს განსაკუთრებით აქტუალური იქნება მკაფიო ფერები.. მოდელებში ექსტრავაგანტულობა, ეფექტურობა.
შეგიძლიათ თავი შეიმკოთ ძვირფასეულობით, გაიკეთეთ უჩვეულო ვარცხნილობა, გამოიყენეთ მბზინავი თმის სამაგრები და ბიჟუტერია, მოკლედ, ყველაფერი გააკეთეთ, რომ ბრწყინავდეთ!
საახალწლო სუფრა
სადღესასწაულო სუფრისთვის მზადება დაიწყეთ იმით, რომ მაგიდაზე გადააფარეთ რაიმე წითელი ან მხიარული ფერის სუფრა, დააწყეთ ასეთივე ხელსახოცები.
აუცილებლად მოამზადეთ შანდალი წითელი ან ჩვეულებრივი, ეკლესიის სანთლით
წელს, საახალწლო სუფრა აუცილებელად წინა, თხის წლისგან განსხვავებით, უფრო მდიდრული უნდა იყოს.
იქიდან გამომდინარე, რომ მაიმუნი მცენარეულ საკვებს მიირთმევს, სასურველია საახალწლო სუფრაზე მეტ წილად ვეგეტარიანული საკვები იდოს, მაგალითად სხვა და სხვა სახის სალათები, ნიგვზიანი საჭმელი, მწვანილი, მთავარია, ყველაფერი იყოს ნატურალური, კონსერვანტების, საღებავებისა და დამატებების გარეშე. სასურველია უფრო ნატურალური წვენები, ძვირფასი, ხარისხიანი სასმელი
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
მაიმუნს უყვარს ცმაცუნი – ამიტომ არ დაიშუროთ მისთვის მრავალფეროვანი ბრჭყვიალა ქაღალდიანი კანფეტები, თხილეული, სხვა და სხვა სახის ჩირი.
რაც მეტი მრავალფეროვნება, სიუხვე იქნება თქვენს სუფრაზე, მით მეტად ხვავიანი წელი გექნებათ.
ძველი აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით კი თუ ახალიწლის ღამეს მაგიდაზე დავდებთ პატარა წითელ ტომსიკას, სადაც კენტი რაოდენობის ფულის მონეტა იქნება ჩაყრილი – მაშინ მომავალი წელი უხვი და დოვლათიანი იქნება. ასევე, როდესაც საახალწლო სუფრას მიუსხდებით, კარგი იქნება თუ ფული ჯიბეშიც გექნებათ.
არ დაგავიწყდეთ ძველი წლის გაცილება. მადლობა გადაუხადეთ მას ყველაფრისთვის, კარგისთვისაც და ცუდისთვისაც რაც ამ წელს მოხდა.
დაესწარით ბიზნეს ასტროლოგიის უფასო სემინარს 25 დეკემბერს!
როგორც კი ახალი წელი დაიწყება (ანუ პირველ წუთზე) ..აუცილებლად ჩაუთქვით სანუკვარი სურვილი, და შემდგომ, არათუ ვინმეს მოუყვეთ, საერთოდ დაივიწყეთ კიდეც! (უბრალოდ თავში ნუ ატრიალებთ და გამუდმებით ნუ გაიხსენებთ).
ასევე, წინასწარ მოამზადეთ და ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, მიზნები, სურვილები ვადების მითითებით და ესეც დადეთ თქვენს საახალწლო სუფრაზე (კარგი იქნება თუ ეს ნუსხა ძალიან ბევრი პუნქტისგან არ იქნება შემდგარი და იქნება კონკრეტული და რეალური). სასურველია ახალი წლის დადგომისთანავე გადაავლოთ თვალი თქვენს ჩამონათვალს რწმენით, რომ ახალ წელში ეს ყველაფერი რეალურად ახდება! (ახალი წლის ღამის შემდეგ ეს ფურცელი საგულდაგულოდ უნდა გადამალოთ და დაივიწყოთ).
გულუხვად გაუმასპინძლდით წლის მთავარ სტუმარს და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ ციტრუსები! – სუფრაზე ბანანებით, ანანასით, კივით, ფორთოხლითა და მით უფრო მანდარინით სავსე ლარნაკის დადება
ჩინეთში არსებობს მანდარინების გაცვლის საინტერესო ტრადიცია: სტუმრებმა უნდა აჩუქონ მასპინძლებს ორი მანდარინი და მათგან ასევე ორი მანდარინი მიიღონ საჩუქრად. ჩინურად სიტყვათა შეთანხმება ,,წყვილი მანდარინი,, ჟღერადობით ჰგავს სიტყვა ,,ოქროს,,, ამიტომ ის ვინც სხვას ჩუქნის ორ მანდარინს, სიმბოლურად უსურვებს სიმდიდრესა და კეთილდღეობას.
ისედაც, ჩინური ტრადიციების მიხედვით მანდარინის ხე კეთილდღეობის, დოვლათის სიმბოლოა. ბუნებრივია, მანდარინის ხეს სახლში ვერავინ დადგამს, მაგრამ ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვა ხომ შეგვიძლია? Aან თუნდაც, ერთმანეთისთვის ორი მანდარინის ჩუქება.?!.
რომ ვუყურებ ამ ჩინეთს – სულ იზრდება და ძლიერდება და.. რა ვიცი, ჩვენც გვეცადა?! 😉
და ბოლოს,
ძალიან მინდა, ახალი წლის განწყობა მთელი წელი თან გვდევდეს..!
ისევე გვიყვარდეს, ვპატიობდეთ და გვესმოდეს ერთმანეთის, ისევე ვერთიანდებოდეთ, როგორც წინასაახალწლოდ გვჩვევია ხოლმე… მერეც მინდა ქუჩაში მომღიმარი სახეების, იმედიანი თვალების ნახვა! მერეც მინდა ერთიანი საქართველო! ერთად მდგარი ერი..! და რეალურად, ამაში შეუძლებელი არაფერია!
პირადი რუკის შესადგენად მოგვწერეთ piradihoroskopi@astrologia.ge
ჩვენ, ყველას, სიხარულის ენერგია, ხვალინდელი დღის რწმენა გვაკლია.. სამყაროში მარტოდ, მიტოვებულად, დაუცველად ვგრძნობთ თავს… შველას, გამუდმებით გარედან ველით.. თუმცა, ამაოდ… იქნებ შევცვალოთ რამე?! ერთმანეთისთვის იმედი, საყრდენი გავხდეთ? სულიერად გავძლიერდეთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა ყველამ და მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს თავს ჩვენვე. ისტორიულად გვაქვს ამის მაგალითები და გამოგვივა კიდეც! უპირველესად, ალბათ, ერთმანეთზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ.. ასე იქმნება ქვეყნის ,,ბედი,, – მხოლოდ თითოეული ადამიანის გაცნობიერებული პასუხისმგებლობისა და სულიერი ტრანსფორმირების, ნაკლოვანებების აღმოფხვრის შედეგად.. სხვა გზა არ არსებობს!
ასე რომ, მშვიდობისა და სიხარულის, ხვავისა და ბარაქის, ოცნებების ასრულების წელი ყოფილიყოს თქვენთვის!
სიკეთე გქონოდეთ ! <3 <3 <3