ასტროლოგიური მაღაზია

აღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშნის დაყოფა სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური სტრუქტურის მიხედვით

ჩინური ასტროლოგიააღმოსავლური ზოდიაქოს 12 ნიშანს სოციოლოგიური ორიენტაციის მიხედვით სამ ჯგუფად ყოფს:

1. გახსნილი ნიშნების („ვირთხა”, „კატა”, „ცხენი”, „მამალი”) ოთხეულს მიეკუთვნებიან გულგახსნილი ქალები და მამაკაცები, რომლებიც ცხოვრებაში მრავალფერონებას ეძებენ და ცდილობენ, მაქსიმალურად მოიცვან ყველა მოვლენა და ადამიანი, და უფრო საზოგადოებაზე არიან ორიენტირებულნი.

პოზიტიური თვალსაზრისით, ისინი მოუსყიდველნი და სტუმართმოყვარენი არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი, ზოგ შემთხვევაში აბეზარ და, გარკვეულწილად, მიამიტ ადამიანებს წარმოადგენენ. მათთვის ოჯახი იგივე საზოგადოებრივი რგოლია. დაოჯახების შემდეგაც გარესამყაროს და საზოგადოებასთან კონტაქტის შენარჩუნებისკენ არიან მიდრეკილნი.

2. დახურული ნიშნების („ვეფხვი”, „გველი”, „მაიმუნი”, „ტახი”) ოთხეულის წარმომადგენლები ცდოლიბენ ყველა მოვალეობის დედაარსში წვდომას, სიღრმისეულ გაგებას. მათ ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნება აინტერესებთ.

ამ ოთხეულისთვის დამახასიათებლია თავდაჯერებულობა, ესთეტურობა, არისტოკრატიზმი; პოზიტიური თვალსაზრისით, ისინი ადამიანთა უფლებების დამცველნი და ჭეშმარიტი ინტელიგენტები არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი_ მიზანთროპები, ეგოისტები და ნარცისები ;ოჯახში იმ ნეტარების შექმნას ცდილობენ, რომელიც მათ აბეზარი ადამიანებისა და არასასურველი მოვლენებისგან გამიჯნავს.

3. ორთოდოქსული ნიშნების („ხარი, „გველეშაპი”, „თხა”, „ძაღლი”) წარმომადგენლები ყველაზე ჯიუტი, საკუთარი, ურყევი მრწამსის მქონე ადამიანები არიან.

ქორწინებისკენ მიდრეკილება და მისი კანონების ცოდნა სწორედ დაბადების წლის მიხედვითაა მათში ჩადებული. მათ მიზანს წარმოადგენს არა გარემომცველი სამყაროსა და სიღრმისეული არსის შეცნობა, არამედ_გარკვეული შემოსაზღვრული ტერიტორიის სტაბილურობა და ხელშეუხებლობის დაცვა. პოზიტიური თვალსაზრისით, ისინი თვადადებული და ერთგული მეგობრები არიან, ნეგატიური თვალსაზრისით კი _ ჭირვეულნი, გულცივნი და აბეზარნი. ოჯახისთვის ამ ნიშნების წარმომადგენლები საუკეთესოებად ითვლებიან.

შემდეგია ფსიქოლოგიური სტრუქტურა, რომელიც ენერგეტიკულად ყველაზე სუტია, რადგან ბევრ ცხოვრებისეულ სიტუაციაში არ იღებს მონაწილეობას. თუმცა მისი ცოდნა აუცილებელია, რადგან ადამიანთა მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტებისას თავს მთელი ძალით შეგვახსენებს. ზოგჯერ მას ინტიმურს უწოდებენ, ვინაიდან ადამიანები ხშირად მის მიერ განსაზღვრული თვისებების მიჩქმალვას ცდილობენ.

ფსიქოლოგიური სტრუქტურის მიხედვით ყალიბდება ოთხი ჯგუფი:

1. ულმობელი ნიშნების („ვირთხა”, „ხარი”, „ტახი”) სამეული, რომლებიც გამოირჩევიან დაბალი მგრძნობელობით. ისინი შრომობენ თავდაუზოგავად და სხვებისგანაც იმავეს მოითხოვენ. ოჯახური თანაცხოვრებისას მათგან სინაზისა და თანაგრძნობის მოთხოვნა შეუძლებელი ხდება. ამის მიუხედავად, ხშირად სენტიმენტალობაც ახასიათებთ და არ მალავენ ცრემლებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მათგან თანაგრძნობის იმედი ნუ გექნებათ.

2. გულჩვილი ნიშნების („გველი”, „ცხენი”, „თხა”) სამეული გამოირჩევა განსაკუთრებული მგრძნობელობითა და ჰუმანურობით. მათ რცხვენიათ ცრემლების და ცდილობენ, რკინისებურ ადამიანებად მოგაჩვენონ თავი, მაგრამ ნუ დაუჯერებთ, მათი გულის მოლბობა ძალზე ადვილია.

3.მიწიერი ნიშნების („მაიმუნი”, „მამალი”, „ძაღლი”) სამეულის წარმომადგენლები ხშირად ცდილობენ, მოუხერხებლი და მეოცნებე ადამიანების როლი ითამაშონ, სინამდვილეში კი მათ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება და ნებისმიერ სფეროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლიათ. ეს თვისებები მეტად მნიშვნელოვანია ოჯახური თანაცხოვრებისას.

4. უმოქმედობის სამეულის („ვეფხვი”, „კატა”, „გველეშაპი”) წარმომადგენლები კი, პირიქით, ჭეშმარიტად მეოცნებენი არიან. მათ მატერიალური ქმედება მხოლოდ სიტყვიერად, აზრის მეშვეობით შეუძლიათ.

ავტორი

მსგავსი ფოსტები