ასტროლოგიური მაღაზია

აღმოსავლური და დასავლური ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისობა

ჰოროსკოპიმიხეილ ცაგარელი
 
როგორც დასავლური, ასევე  აღმოსავლური  ასტროლოგია  გამოყოფს  ადამიანთა 12  ფსიქოტიპს, რომლებიც  ბუნების ციკლის ერთსა  და იმავე  ლოგიკას ეფუძნება,  ამიტომ ადამიანის ხასიათის  აღწერა  დასავლური ასტროლოგიის მიხედვით  გამოძახილს პოვებს აღმოსავლურში.
 არსებული  ევროპული  და  ჩინური  შესაბამისობის  სისტემინდან  ბუნებრიობის  თვალსაზრისით,  ყველაზე მართებულად  უნდა მივიჩნიოთ ის, რომელიც  ასტროლოგიური  წლის  პირველ  ნიშან  ვერძს
 შეუსაბამებს  პლანეტა იუპიტერის  თორმეტწლიან ციკლს, რასაც ეფუძნება  აღმოსავლური  ასტროლოგიაც.
 ამგვარად  ჩინური  სისტემით
 
ვირთხის  წელი  ემთხვევა  ვერძის  ევროპულ ნიშანს
  კურო            –  ხარს
ტყუპები        –  ვეფხვს
კირჩხიბი        –  კატას (კურდღელი)
ლომი               –   დრაკონს
ქალწული       –  გველს
სასწორი          –  ცხენს
მორიელი        –  თხას
მშვილდოსანი  – მაიმუნს
თხის  რქა        –  მამალს
მერწყული      –  ძაღლს
თევზები          –  ტახს
 
აღმოსავლური  ჰოროსკოპის  (დაბადების  წლის მიხედვით)  ნიშნებით  გამოკვეთილი  პიროვნული თვისებები  უფრო  შერბილებულია.  ისინი, რომლებიც  სოციალურად  უფრო  დამაბრკოლებლად  გვევლინებიან,  უთანაბრდებიან  და  ამავე  დროს  იძენენ შესაბამისი  ზოდიაქოს  ნიშნის  საპირისპირო  ნიშნის  თვისებებსაც,  ანუ იმას რაც  აკლია  გარე  სამყაროსთან ჰარმონიულობისათვის.
   აღმოსავლური  ზოდიაქოს  ფსიქოტიპები შეგვიძლია  განვიხილოთ,   როგორც  დასავლური ხასიათები, რომლებშიც  ჩახშულია  ინდივიდუალური თვითგამოხატვა, სამაგიეროდ  ნაპოვნია იდეალური  საზოგადოებრივი  ჟღერადობა.
     ვერძი  და  ვირთხა – ერთმანეთს  ჰგვანან  ენერგიულობითა  და  ატქტიურობით, რაც ხშირად  აგრესიაში გადაიზრდება.  თუ  შევეცდებით  წარმოვიდგინოთ,  ვერძის  სოციალიზებული სახესხვაობა, მივიღებთ  კიდეც  ვირთხის  მსგავს  დახასიათებას, რომელშიც  უფრო  შერბილებულია  ვერძის  პიროვნული  დამანგრეველი  თვისებები.  ვირთხა  არ არის  ვერძივით სწორხაზოვანი. იგი არა ძალით, არამედ  ეშმაკური  ხრიკებით მოქმედებს  და  აქვს  გარემოსთან  შეგუების  უნარი.
  ვირთხის  ქცევაში  ვლინდება  ვერძის  საპირისპირო  ნიშნის  სასწორის  თვისებები   (დახვეწილი   პოლიტიკის  და ლავირების უნარი). მისი ხასიათის  საფუძველია   დამოუკიდებელი  ეგოცენტრული პოზიცია.
     კურო  და  ხარი  –   აღმშენებელ  კუროს   საზოგადოებრივი  პლანეტა  იუპიტერი  გადააქცევს  აღმოსავლური  ზოდიაქოს  ყველაზე  ძლიერ ხარის  ნიშნად  და  ანიჭებს  მას  საკუთარი  შესაძლებლობების  რეალიზების  საშუალებას.
  ხარს  არ ახასიათებს  კუროს  სიზანტე  და  არც მისი საპირისპირო  ნიშნის  ღრიანკალის  მჭვრეტელობა  და მგრძნობელობა.  იგი  შემოქმედი  ნიშანია  და  წარმატებას  საზოგადოებისთვის   სასარგებლო  შრომით აღწევს.
     ტყუპი და ვეფხვი  –  ექსტრავაგანტური  ტყუპი  პლანეტა იუპიტერის  ზემოქმედებით  იძენს  საპირისპირო  ნიშნის  მშვილდოსნის  ავტორიტეტულობას  და იქცევა  მუდამ  უკმაყოფილო   მოუსვენარ  ვეფხვად.   ტყუპის  მუდმივი  სწრაფვა  ინფორმაციის  მიღებისაკენ  ვეფხვში  დასულია  ყოველდღიურ  ცხოვრებაში  ლიდერობის  სურვილამდე.

 ჭკვიან  ტყუპს  გაცილებით მეტზე  აქვს  პრეტენზია  და  ზოგჯერ  ცდილობს,  თავი  ლომად  მოგვაჩვენოს  რაც  ვეფხვს  თითქმის  ყოველტვის  გამოსდის.
     კირჩხიბი  და  კატა (კურდრელი)  –  განმარტოების  მოყვარული  ჩაკეტილი კირჩხიბი  გადაიქცევა  დამოუკიდებელ  დიდგვაროვან  კატად.   ის  გრძნობს  სტილს  და  ინარჩუნებს  ამოუცნობ  იდუმალებას, რაც  კირჩხიბის  საპირისპირო    თხის რქისთვის  არის  დამახასიათებელი.
 კირჩხიბს  გულის  სიღრმეში  უყვარს  პოლულარობაც,  რითაც  კატის  ნიშანი  სარგებლობს.   ნიშანდობლივია, რომ პლანეტა  იუპიტერი  ზოგჯერ იმ თვისებებს, რომელთა  გაძლიერებაც  ხელს  შეუწყობდა   ნიშნის  სოციალურ  ადაპტაციას, ასუსტებს,  ზოგიერთს  კი, თიტქოს  განზრახ, პირუკუღმა  ამოაბრუნებს.
     ლომი  და  დრაკონი –   უსაზღვროდ  თვითკმაყოფილი    ლომის ნიშანი  შეესაბამება  ექსტრავაგანტულ  გველეშაპს,  რომელიც  ეყრდნობა  არა ძალას,  არამედ  გარეგნულ  ბრწყინვალებას, რითაც  წააგავს  ლომის  საპირისპირო  ნიშან  მერწყულს.
  გველეშაპი  პერწყულის  მსგავსად  უფრო  გასცემს  ვიდრე  აგროვებს.
     ქალწული და  გველი  –  პრაქტიკული ქალწული გველს სეესაბამება, თუმცა, იგი  უფრო  ცივი   და  რაციონალურია, გველი  კი უფრო  ღრმა  და ბრძენი.  მას ქალწულის  საპირისპირო  ნიშნის  თევზების ინტუიცია  ახასიათებს.
      სასწორი და  ცხენი – კანონის  დამცველ  სასწორის  ნიშანს  კარგად  განვითარებული  ზომიერებითა  და  ზნეობით  შეესაბამება  სამართლიანი  ცხენი,  რომელსაც  ძალუძს  ცხოვრებაში  საკუთარი  ხაზის  გატარება, რაც  აახლოებს  სასწორის  საპირისპირო  ვერძის  ნიშანს.
     ღრიანკალი  და  თხა –  მომთხოვნი  ღრიანკალის  ჟინიანობა  ახლოსაა  თხის  ნიშნის  ჭირვეულობასა  და  არტისტიზმთან.  ამასთან მისი პრეტენზია  სოციალურად  უფრო  მისაღებია  გარშემომყოფთათვის.
  თხის  სიხალისე  და სიცოცხლის  მოყვარეობა  ემსგავსება ღრიანკალის  საპირისპირო კუროს ნიშანს, რომელსაც  ძალუძა, სისუსტე, სირბილე  და პასიურობა  თავისი ბუნების  ძლიერ მახრედ  აქციოს.
        მშვილდოსანი  და  მაიმუნი  –  ცინიკოსი  მშვილდოსანი შეესაბამება  მაიმუნს, ეს კიდევ ერთი მაგალითია  პლანეტა  იუპიტერის მიერ  ძლიერი  ნიშნის  დასუსტებისა , როდესაც  პატივმოყვარეობა  და აღიარებისკენ სწრაფვა, დაყვანილია მასხარაობამდე.
  მიბაძვის (მაიმუნობის) ნიჭი  მშვილდოსნის  საპირისპირო ნიშან ტყუპებსაც  ახასიათებს, თუმცა იგი არ ფლობს  მაიმუნის  გამოცდილებას.
       თხის  რქა  და  მამალი  –  თხის რქის  ნიშნის  სიუხეშეს  იუპიტერი გარდაქმნის  მამლის  მსუბუქ  დიქტატორობად.  თხის  რქის  მისწრფება  წარმატებისკენ  გადაიქცევა  პატივმოყვარე  ფრინველის  ბაქიობად. ამ ნიშნებს  აერთიანებს  ინდივიდუალობა  და  სიამაყე.
    მამალი  საკუთარ  თავს  ყურადღების  ცენტრში  თხის  რქის  საპირისპირო  ნიშნის  კირჩხიბისეული უშუალობით  აყენებს.
         მერწყული  და   ძაღლი –   მერწყულის  ნიშნისთვის  დამახასიათებელ  ერთგულებას და  თავდადებას   აღმოვაჩენთ  ძაღლის  ნიშანში,  რომელსაც  ასევე  იზიდავს  სიახლეები.
  იგი მერწყულისგან  განსხვავებით, უფრო  ლოიალური  და  სულგრძელია, რაც  მას საპირისპირო  ნიშანს  ლომს ამსგავსებს.
         თევზები  და  ტახი  –  დამყოლი ხასიათით  გამორჩეულ  თევზებს  შეესაბამება  ტახის  ნიშანი,     რომელიც უფრო მდგრადია  საკუთარი პოზიციის  დაცვისას  და  საპირისპირო ნიშნის ქალწულის  მსგავსად უყვარს  სისუფთავე, როგორც  პირდაპირი, ასევე გდატანითი მნიშვნელობით.
     ამგვარად  აღმოსავლური  ასტროლოგია  წარმოგვიდგენს   ნიშანთა    სოციალურად ჰარმონიზებულ ვარიანტს. ინტერპრეტაცია  განაპირობა  საწინააღმედგო  ნიშნის  თვისებათა  შეძენამ.   ნიშანდობლივია,  რომ  ევროპულ  სისტემაში ვერძის  ზოდიაქოს  დასაწყისი  შეესაბამება  გაზაფხულის  ბუნიობას, ხოლო ჩინური  ტრადიციის  თანახმად, ბუნიობისა  და  მზებუდობის  წერტილები, ნაცვლად  ნიშნის  საწყისისა, ითვლება  შუა  წერტილებად.
   ამგვარად  ვირთხა  მოიცავს  თევზებისა  და  ვერძის  ნიშანთა ნახევარს,
 ხარი – ვერძისა  და  კუროს  ნიშანთა  ნახევარს  და  ა.შ.
  ასეთი გადახრა  ნახევარი ნიშნით  არ არღვევს  საერთო სურათს,  რადგან  მეზობელ ნიშნებიც  ისევე კინკლაობენ  ერთმანეთში, როგორც –  საპირისპირო  ნიშნები.
   მომდევნო ნიშნის  დამატება  წინამედბარე  ნიშანზე, რომელიც  უკუგდებულია მის მიერ, არათუ  უთანაბრდება, აფართოებს  კიდეც მის  დახასიათებას.  შედეგად  ვიღებთ  უფრო  ჰარმონიულ  ტიპებს.
     მაგ: ვირთხას  ვერძის  აგრესიის  გარდა  ახასიათებს  თევზების  ლავირების  უნარი  და  შემგუებლობა;
            ხარი  უფრო  პოზიტიურია,  ვიდრე  კურო, რაშიც  ვერძის  თვისებებიც  ვლინდება;
            ვეფხვი  ტყუპებივით  გამბედავია, ამასთან, ფლობს კუროს ძალას;
            კატა  აერთიანებს  კირჩხიბის  შინაგან კარჩაკეტილობას  და  ტყუპების კონტაქტურობას;
            გველეშაპი  ლომზე  დაბნეულია, რაც  იდუმალებასთან ერთად  კირჩხიბს  ამსგავსებს;
            გველში  ლომისეული  ფართო ნატურა  ერწყმის ქალწულის  ვიწრო  პრაქტიკულობას  და  მომჭირნეობას;
           ცხენს  ქალწულისგან  ერგო აბსოლუტიზმი,  რომელიც  ერწყმის  სასწორის  სამართლიანობას;
          თხის  ახირება  უახლოვდება  სასწორის  დახვეწილობას  და არა მხოლოდ ღრიანკალის  მაღალ მოთხოვნებს;
          ღრიანკალისეული  სიძულვილი  და  გესლი  ვლინდება  მაიმუნში, თუმცა, მას  მშვილდოსნისგან საღი აზროვნებაც  ერგო;
         მშვილდოსნების პატივმოყვარეობა კი  ისახება  მამლის  ბაქიაობაში, რომელმაც                თხის  რქისგან  ინდივიდუალიზმი  მიიღო;
          ძაღლი  თხის  რქასავით  პესიმისტია, მიუხედავად  თავისი  იდეურობისა, რომლითაც  მერწყულს ემსგავსება;
           მიამიტ  ტახს  მერწყულისგან  წილად  ხვდა  ალტრუიზმი, რომლითაც  ენათესავება  დამყოლ თევზებს და  მათგანვე  ჯილდოვდება  ცოდნისაკენ სწრაფვითა  და  სიყვარულით.
      ნიშანდობლივია, რომ დასავლური  ზოდიაქოს  საყრდენ, ე.წ.  სტაბილურ ნიშნებს (კუროს, ლომს, ღრიანკალს  და მერწყულს) , შეესაბამებიან, აღმოსავლური  ზოდიაქოს  ცენტრალური  ნიშნები, რომლებიც  მიწის  სტიქიას  განეკუთვნებიან (ხარი, გველეშაპი, თხა და  ძაღლი).
არსებული ჩინური 5  სტიქიიდან, მიწა ითვლება ძირითადად, ცენტრად. მხოლოდ  ამ სტიქიის  ნიშნები  აყალიბებენ  ციკლის  სისტემაში  ჯვრის  მყარ სტრუქტურას, ხოლო სვასტიკის  (მკლავმოხრილი ჯვრის) ნიშნები  კი ორ-ორად  განლაგდებიან  ცენტრის  სტიქიის  გარშემო.
  დააშეარეთ  თუ მოგწონთ ^_^
ავტორი