აღმავალი კვანძი ლომში და მეთერთმეტე სახლში, დაღმავალი მერწყულში და მეხუთე სახლში
ეცადეთ უფრო მეტად გამოხატოთ ინდივიდულიზმი საერთო ინტერესების მქონე ადამიანთა ჯგუფებში, სამეგობრო წრე იქნება ეს, თუ რაიმე ორგანიზაცია. ეცადეთ განავითაროთ ეგო. ნურასოდეს დაჯდებით უკანა მერხზე და ნუ იქნებით ერთერთი მსმენელი, თქვენ ლიდერი უნდა გახდეთ, ჯგუფის წინამძღოლი.
იყავით დიდსულოვანი და არტისტული ხალხის მასებთან ურთიერთობაში. ნურასოდეს მოექცევით სხვისი გავლენის ქვეშ და ნურასოდეს გახდებით ისეთი ჯგუფის წევრი, სადაც საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვას ვერ მოახერხებთ. გამოიყენეთ შემოქმედებითი ნიჭი ხალხზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ისწავლეთ საკუთარი ინტერესებისა და პიროვნების წინ წამოწევა და ჯგუფის საკუთარ აზრზე გადაყვანა ორატორული ხელოვნების მეშვეობით.
ნუ ეცდებით იყოთ ლოგიკური კრეატივში და ინტელექტუალურად მიუდგეთ ხელოვნებასა და შემოქმედებთ პროცესს. ყველაფერი აკეთეთ გულით და თამამად გამოხატეთ თქვენი დამოკიდებულებები, მოწონება თუ არ მოწონება. გიყვარდეთ თქვენი თანამოაზრეები და მეგობრები (პატივისცემა საკმარისი არ არის), თბილად მოექეცით და დაეხმარეთ მათ წინსვლასა და განვითარებაში. ეცადეთ ეძებოთ ისეთი წრეები, სადაც მოხიბლულები იქნებიან თქვენი განსაკუთრებულობით, თქვენი ექსპრესიის სტილით.
ისწავლეთ განსხვავება მეგობრებსა და შეყვარებულებს შორის. ნუ ეძებთ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას სიყვარულში და მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.
მოამზადა დოჩი გოგომ