ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი ჰოროსკოპის პირველ სახლში, დაღმავალი – მეშვიდეში

რაქუ-კეტუმოცემული ინკარნაცია საკმაოდ მძიმეა, სავსეა გამოცდებით ბრძოლით, წინააღმდეგობებით, რომელთა გადალახვა აუცილებელია. წინა ცხოვრებაში ეს ადამიანები იყვნენ ძალიან სუსტი ნებისყოფის და პასიურები, მთლიანად დამოკიდებული იყვნენ სხვის ნებაზე, განსაკუთრებით სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებზე.

მათ უნდოდათ, რომ ყველასთვის მოეწონებინათ თავი, ყველასთვის საყვარელი ყოფილიყვნენ, თუმცა თვითონ საპასუხოდ მხოლოდ სიყვარულის და ალერსის ნამცეცებს იღებდნენ. გარშემომყოფები და საზოგადოება მძიმედ მოქმედებდა მათზე, იძულებული ხდებოდნენ, საკუთარი თავი და ღირსება დაევიწყებინათ. მათ საკუთარ თავზე ჰქონდათ ისეთივე წარმოდგენა, რასაც გარშემომყოფთა თვალებში ხედავდნენ. ძალიან იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ უხდებოდათ მსახურის როლში ყოფნა და ექვემდებარებოდნენ სხვის ბრძანებებს. ამჯერად სულმა აირჩია სხვა კარმა.

ამჯერად ისინი უნდა იყვნენ თვითმყოფადები გრძნობებში, გადაწყვეტილებებში, მოქმედებებში. მათ თამამად და მამაცურად უნდა დაიცვან პირადი და საკუთარი სულის თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ახლა ისინი მბრძანებლობენ და მეთაურობენ. ისინი იქნებიან ყურადღებიანი მეთაურები და უფროსები, სამართლიანები და ჰუმანურები, მაგრამ ყოველთვის მკაცრები, მომთხოვნები, შეურყევლები. მათ მობეზრდათ მუდმივი მსახურის როლი, ბრძანებების მოსმენა და კომპრომისების მუდმივი ძიება. ახლა მათმა სულმა გადაწყვიტა გამყარდეს და დაადგეს დამოუკიდებელ გზას.

თუ პირველი სახლი უფრო ძლიერია – მათ კარგი ცხოვრებისეული ბედისწერა, პროტექცია და არჩეულ პროფესიაში წარმატება ელოდებათ. თვითგამოხატვა არის ნათელი და ძლიერი, რომელიც აოცებს გარშემომყოფებს, საზოგადოებას, აუდიტორიას მკვეთრი გრძნობებით, ემოციონალურობით, რომელიც ეხმიანება არსებული საზოგადოების სოციალურ და კულტურულ ნიმუშებს და მოთხოვნებს. უფრო ძლიერი მეშვიდე სახლის შემთხვევაში – საჭიროა სიფრთხილე და წინდახედულება, როგორც წინა ცხოვრებაში, განსაკუთრებით, თუ საქმე ეხება პირად და საქმიან პარტნიორებთან კონტაქტს. ამ დროს ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ მატერიალური სიკეთე, რომლის მიღებაც შეუძლიათ პარტნიორობით და თანაავტორობით. ისინი ფრთხილად და წინდახედულად იქცევიან საზოგადოებაში, პარტნიორებთან, საზოგადოებრივ საქმიანობაში და დიპლომატიურ სამსახურში. პლანეტარული განლაგება და ასპექტები განსაზღვრავენ ამ პარტნიორობის ხარისხს.

ცუდი მაჩვენებლები მიუთითებენ უიღბლო ქონწინებაზე, განშორებაზე ან დაქვრივებაზე, კომპანიონებთან კონფლიქტზე. კარგი მაჩვენებლები მიუთითებენ ქონწინებაზე მათზე უფროსი ასაკის ადამიანთან მატერიალური დაინტერესების გამო ან გვიან ქორწინებაზე.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი