ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი შვილდოსანში, დაღმავალი – ტყუპებში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუამ ინკარნაციის დროს სულმა გადაწყვიტა შეეძინა ფილოსოფიური აზროვნების უნარი ერთადერთი მიზნით – ღრმად გაეანალიზებინა ყველა მთავარი ცხოვრებისეული მოვლენა, პროცესი, ამ ეტაპზე და წინა ცხოვრებაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით გამოესწორებინა შეცდომები და ამ ინფორმაციის საკუთარ გონებაში გადამუშავების შემდეგ, გადაეცა ეს ცოდნა სხვებისთვის. ეხლა ამ ადამიანს მოუხდება უარის თქმა მსუბუქ აზროვნებაზე და სულსწრაფობაზე, საკუთარ ყოფილ მრავალმხრივობაზე და ზედაპირულობაზე. მას ჯერ კიდევ შემორჩა დიდი მიზიდულობა მოგზაურობების მიმართ, მაგრამ მან ეს მოგზაურობები უნდა გამოიყენოს შემეცნების, სამეცნიერო მიზნით.

ის მთელ თავის განათლებას მიიღებს ოფიციალურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში და თვითგანათლების წყალობით, რათა შემდეგ თავისი ცოდნა გამოიყენოს პედაგოგიურ და სამეცნიერო საწესებულებებში, იქ, სადაც მას ელოდება წარმატება, პოპულარობა, სოციალური კარიერა, მატერიალური მოგება, განსაკუთრებით უცხო ქვეყნებში და უცხოელებთან კავშირებში. თუ ასეთი ადამიანები წინა ცხოვრებაში იყვნენ ბევრი მასწავლებლის მოსწავლე, ახლა ისინი უნდა გახდნენ მასწავლებლები, გაიყოლონ უკან მოსწავლეების მთელი პლეადა, კიდევ უფრო ჭკვიანები და ნიჭიერები

. რადგან შვილდოსანი და ტყუპები ორმაგი ნიშნებია, დიდი მნიშვნელობა აქვს მთვარის კვანძების განლაგებას კლასიკური რუქის სახლებში. რუქის ელემენტებთან, პლანეტებთან მათ შეერთებას და ასპექტებს. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ: გეორგ მეხუთეს, ვალენტინა ვაულინას, იოჰანეს მორინუსს, ერნსტ კრაფტს, ირინა პალაგინას…

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები