აღმავალი კვანძი ქალწულში და მეთორმეტე სახლში, დაღმავალი თევზებში და მეექვსე სახლში
გაავლეთ მკვეთრი ზღვარი სულიერ ცხოვრებასა და სამსახურს შორის და არასოდეს გადახვიდეთ ამ ზღვარს. არავითარ შემთხვევაში არ შესწიროთ თავი სამსახურს. თავს ნუ დაკარგავთ სამსახურეობრივი ვალდებულებების მოხდაში და ყოველდღიურ წვრილმანებს ნუ გადააყოლებთ სულიერი ცხოვრებისთვის განკუთვნილ დროს.
თქვენთვის აუცილებელია მარტოობა, კითხვა, ფიქრი, განტვირთვა, ვალდებულებებისა და ქვეცნობიერი შიშებისაგან გათავისუფლება, რათა ენერგია და ჯანმრთელობა აღიდგინოთ. დრო დაუთმეთ სულიერ ვარჯიშებს. დაკავდით მედიტაციით, იოგით. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან. ნუ იქნებით დაუდევარი და ეცადეთ დაალაგოთ სულიერი ქაოსი. ეცადეთ იზოლაციის პერიოდში რაიმე ხელსაქმით დაკავდეთ, ხელობა ისწავლოთ.
აუცილებლად შეიმუშავეთ ძილის რეჟიმი და დაიცავით რუტინა. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სიზმრების დეტალებს. შეეცადეთ შეინარჩუნოთ საღი აზრი მედიტაციის მდგომარეობაში. ეცადეთ არ შემოუშვათ თქვენი ფხიზელი ცხოვრება ძილის სამყაროში და ნურც სამსახურში ყოფნის პერიოდში გექნებათ თავი ღრუბლებში. სრულყოფილებისაკენ სწრაფვის დაუძლეველი ჟინი თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებაში დახარჯეთ.
ეცადეთ მუშაობას შეხედოთ როგორც მედიტაციას და მედიტაციას როგორც სულიერ ვარჯიშს. რეალობასა და ოცნებას შორის გაავლეთ მკვეთრი ზღვარი და ნურასოდეს ეცდებით რომ რაიმე კავშირები მონახოთ მათ შორის. იოცნებეთ ახლა რეალობაზე და ნუ ეცდებით დაინტერესდეთ თქვენი თანამშრომლების სულიერი სამყაროთი.
ემსახურეთ იდეალებს და არა კონკრეტულ პიროვნებებს, დაეხმარეთ ყველას და არა მხოლოდ მათ ვის წინაშეც ვალდებულად გრძნობთ თავს (ვინც ფულს გიხდით და ა.შ.) დაკავდით ქველმოქმედებით: კარგი იქნება თუ იზრუნებთ უპატრონო ცხოველებზე, მოხალისედ იმუშავებთ საავადმყოფოებში თუ ციხეებში. მოკლედ, ვალდებულებების მსხვერპლის როლიდან უნდა გამოხვიდეთ და გაუბედურებული არსებების მხსნელის როლი დაიკავოთ.
მოამზადა დოჩი გოგომ