აღმავალი კვანძი ქალწულში, დაღმავალი – თევზებში სერგეი ვრონსკის მიხედვით
ამ კატეგორიის ადამიანებს აღენიშნებათ წინა ინკარნაციიდან გამოყოლილი კულტის ძლიერი შეგრძნება, თანაგრძნობა, გულმოწყალება, საკუთარი თავის მიმართ ლმობიერი დამოკიდებულება ,არც თუ იშვიათად დევნის მანია და საავადმყოფოში მოხვედრის შიში და აქედან გამომდინარე უმიზეზო, გადამეტებული ყურადღება პირადი ჰიგიენის და დიეტის მიმართ. ნებისმიერმა მორალურმა ტანჯვამ შესაძლოა მათ გაქცევისკენ უბიძგოს, პატარა გაკაწრულობამ კი გულისგამგმირავი ემოციები, ხოლო სისხლის დანახვამ – შესაძლოა გულყრა გამოიწვიოს. წლებთან ერთად ემოციები და წუწუნი იკლებს და ისინი იწყებენ სხვების სამსახურს სიამოვნებით, განსაკუთრებით ექიმი-დიეტოლოგების, დიეტოლოგების ამპლუაში.
მუშაობენ სანატორიუმებში და ეკოლოგიურ დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და პანსიონატებში, მოხუცებულთა და ინვალიდ ბავშვთა სახლებში. ცხოვრების დასაწყისში შეინიშნება თავდაუჯერებლობა საკუთარ ძალებში და მოქმედებებში, ისინი მალე ეცემიან სულით, სჭირდებათ მყარი თანადგომა გარედან. მათ ჯერ კიდევ სჯერათ და ოცნებობენ იდეალურ სამყაროზე, სადაც სუფევს სამართლიანობა, კეთილსინდისიერება, სიხარული და ბედნიერება. ასეთი ცხოვრებისეული ფილოსოფიით დედამიწაზე ცხოვრება ძნელია და მტანჯველი.
მიწიერი სამოთხის მოძებნა სადღაც დედამიწაზე უბრალოდ არარეალურია და არაპრაქტიკულია. სასიკეთო იქნებოდა ადამიანმა გამოიყენოს საკუთარი ძლიერი ინტუიცია პარაფსიქოლოგიის და ტელეპატიის სფეროში. გაიძლიეროს და გონივრულად გამოიყენოს განჭვრეტის და გაძლიერებული მგრძნობელობის უნარი ოკულტურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. სასურველია დაკავებული იყოს ხელსაქმით, მხატვრული სფეროს სპეციალობებით, რადგან ეს სფეროები და სპეციალობები მოუტანენ წარმატებას, მორალურ დაკმაყოფილებას და მატერიალურ სიკეთეს.
აქ კარმა მოითხოვს ადამიანმა განავითაროს და გაიძლიეროს ვალდებულების და აუცილებლობის გრძნობა. საკუთარი სული გეგმაზომიერად განავითაროს, გაიფართოვოს სულიერი ჰორიზონტი. მთვარის კვანძების ასეთი პოზიცია ჰქონდათ: პრინც იოსებ პირველს, უკანასკნელ პრინც რუდოლფს, აზა ტახო–გოდის, პფეფერკორნს…
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა