აღმავალი კვანძი ტყუპებში, დაღმავალი – მშვილდოსანში სერგეი ვრონსკის მიხედვით
ისინი არიან ველური დასავლეთის პრერიებში გიჟურად და უკანმოუხედავად მქროლავი ”მუსტანგები”–თავისუფლებით, სივრცით, გიჟური რბოლით მთვრალები. ამ ხალხს შორეული და ხანგრძლივი მოგზაურობების ძლიერი სურვილი აქვთ, რომელიც სავსე იქნება თავგადასავლებით და ავანტურებით.
მოუსვენრები არიან, სულ ეჩქარებათ, დაკავებული არიან ერთდროულად რამდენიმე საქმით, რომელთაგან არც ერთი ბოლომდე არ მიჰყავთ და ეს ყველაფერი არის წინა ცხოვრების გამოძახილი. ახლა უნდა ისწავლონ საზოგადოებაში ცხოვრება, იზრუნონ ყოველდღიურ წვრილმანებზე, მოუსმინონ საპირისპირო მხარის შეხედულებებს და მოსაზრებებს.
აუცილებელია შეუსაბამონ ცხოვრება ახალ იდეალებს და იდეებს, იმიტომ რომ სწორედ ეს პროგრამა აირჩია სულმა საუთარი სურვილით, ძალდაუტანებლად. ასეთ ადამიანს ოჯახური ცხოვრება უზარმაზარ სიმძიმედ ეჩვენება. ის თითქოს და ხელ-ფეხ შებოჭილია. აქ აუცილებელია ძალიან მომთმენი პარტნიორი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი ”მუსტანგი” მოგლეჯს საჯინიბოს კარებს და გაიქროლებს როგორც ქარი. მასზე გაბრაზება არ ღირს, რადგან ეს მას წინა, ველური ცხოვრებიდან, აღზრდის უქონლობისგან მოჰყვება. მას უძნელდება ცივილიზაციასთან, ქალაქურ ცხოვრებასთან შეგუება, თავი განცალკევებულად უჭირავს, უცხოდ გრძნობს თავს, გული ისევ თავისუფლებისკენ, სოფლის პეიზაჟებისკენ მიუწევს. ასევე ძნელად ეგუება კულტურას.
ამ შემთხვევაში პროფესიები, რომლებიც დაკავშირებულია მოგზაურობა და გადაადგილებასთან ხელს უწყობს მისი შინაგანი დაძაბულობის შესუსტებას, ნერვიული სისტემის და ფიზიკური სხეულის გაძლიერებას. მეორეს მხრივ ”სოფელში”, ცივილიზაციის გარეშე ის შეიძლება ისევ გაველურდეს. ბუნების და ცხოველების სიყვარული წინა ცხოვრების პირდაპირი გამოძახილია, ისევე, როგორც კოსმოსის და ბუნების კანონების კარგი ცოდნა, რომელიც ამ ადამიანმა სხვებს უნდა გადასცეს. დიდი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი კარგი დამხმარე იქნება მისთვის.
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა