აღმავალი კვანძი სასწორში და პირველ სახლში, დაღმავალი ვერძში და მეშვიდე სახლში
ყოველთვის დაიცავით ბალანსი და კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი სანამ მოქმედებას დაიწყებდეთ. ეცადეთ იყოთ სამართლიანი, ტაქტიანი და იფიქრეთ თქვენი ქმედებები რა შედეგებს იქონიებენ სხვებზე. გამოიჩინეთ დიპლომატია ნებისმიერ სიტუაციაში და ეძებეთ კომპრომისი.
ნუ იქნებით მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული და უფრო მეტი იფიქრეთ საერთო ინტერესებზე. თქვენთვის პარტნიორობაში ეგოიზმი დაუშვებელია. გაიაზრეთ, რომ სიყვარული არც ბრძოლის ველია, არც შეჯიბრი და დათმობით მხოლოდ იგებთ. ყოველთვის ორმხრივად მიუდექით საკითხს და ნუ ჩაუდგებით ჯიბრში საქმიან პარტნიორებსა და მეუღლეს.
გაუფრთხილდით იმიჯს, იმუშავეთ დახვეწილ მანერებზე, იზრუნეთ საკუთარ გარეგნობაზე, მოუარეთ თავს, ეცადეთ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ, წარმოაჩინოთ თქვენი საუკეთესო მხარე და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდეთ გარშემომყოფებზე. შეიყვარეთ საკუთარი გარეგნობა და ეცადეთ სარკეში ყოველთვის უთხრათ კომპლიმენტები საკუთარ თავს. მოკლედ, წარმოიდგინეთ რომ ჯვარი თქვენს იმიჯზე გაქვთ დაწერილი.
გახდით მეტად სოციალური, მშვიდი, გაწონასწორებული. გაიაზრეთ რომ ხალხი მხოლოდ თქვენს დამოკიდებულებებს ირეკლავს. შეიგნეთ, რომ მიზანს მხოლოდ თავხედები არ აღწევენ, საკუთარი პრინციპების გატანის ალტერნატიული მეთოდებიც არსებობს.
მოამზადა დოჩი გოგომ