ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი სასწორში, დაღმავალი – ვერძში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუწარსულში ეს ადამიანები იყვნენ ძლიერი, დაუოკებელი ინდივიდუალიზმის მქონე პიროვნებები. ჰოროსკოპის სახლებიდან გამომდინარე – ყოფილი მბრძანებლები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მეთაურები, უფროსები, მეკობრეები, კრიმინალური დაჯგუფების მეთაურები. ერთი რამ ნათელია – ეს ადამიანები არიან ძლიერი სულის, შეურყეველი ნებისყოფის, აქტიური,ენერგიული, შეუბრალებელი. ამ ადამიანებს ნებისმიერ პროფესიაში, ნებისმიერ საქმეში შეუძლიათ გახდნენ პირველაღმომჩენები, ახალი იდეების მომწოდებლები და ამ იდეების განხორციელებისთვის გარემოების შემქმნელები.

თუმცა ახლა მათ ამისთვის სჭირდებათ კორპორაცია, თანამშრომლები, კომპანიონები, თანაავტორები. მათთან მუშაობა ძნელია, რადგან ხელისშემშლელი ფაქტორია – ამაღლებული იმპულსურობა და ემოციონალურობა, მაღალი თვითშფასება და თავდაჯერებულობა. ისინი ხშირად არღვევენ შეთანხმებებს, კონტრაქტებს, არ იცავენ პატიოსანი თამაშის წესებს. აქ კარმა მოითხოვს, რომ საქმე სიტყვას პასუხობდეს, პირობა დროულად იყოს შესრულებული. რომ ამ ადამიანებმა საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, პატივი სცენ სხვების უფლებებს, მეტი ყურადღება მიაქციონ ყოველდღიურ წვრილმანებს, თავი აარიდონ პარტნიორთან ურთიერთობაში დისჰარმონიას, რადგან პარტნიორობის საკითხი ისედაც გართულებული აქვთ.

ახლა კარმა მათგან მოითხოვს უარი თქვან აქტიურ ბრძოლაზე, უხეშობაზე და თავხედობაზე, აგრესიულობაზე, ძალადობაზე და დაადგნენ მშვიდობისმოყვარე გზას. უნდა შეარიგონ დაპირისპირებული მხარეები, ჩააცხრონ კომფლიქტები, გამოთქვან კომპრომისული წინადადებები მხარეებისთვის, რაც გააწონასწორებს ურთიერთობებს. დაამყარონ მშვიდობა და ჰარმონია. უნდა ისწავლონ აარიდონ თავი ”წყალქვეშა ქვებს” და ”მახვილ კუთხეებს”, ილოცონ (მედიტაციები გააკეთონ), განივითარონ მოთმინება და თავმდაბლობა, რელიგიური შემწყნარებლობა, კეთილგონიერება.

საკუთარი ძალა და ენერგია გამოიყენონ უფრო მეტად კონკრეტულ და კეთილ საქმეში. უარი თქვან გიჟურ სურვილებზე, ძლიერ ვნებებზე და ცხოველურ ინსტინქტებზე, რომელიც ხშირად ხელს უწყობს შეშლილობის განვითარებას. ყოველთვის გაუნაწილონ მათ, ვისაც არაფერი აქვთ.

სერგეი ვრონსკი მოამზადა
ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები