აღმავალი კვანძი მშვილდოსანში და მესამე სახლში, დაღმავალი კვანძი ტყუპებში და მეცხრე სახლში
სწავლა, სწავლა და სწავლა. ნუ ეცდებით განათლების მიღებისთვის რაციონალური მიზეზების პოვნას. ნუ გამოეკიდებით ყოველგვარ მიზანს მოკლებულ უმაღლეს განათლებას. გახსოვდეთ რომ მიზანი სწავლაა და არა დიპლომის ხარისხი. ისწავლეთ იმიტომ რომ ეს სულიერ ზრდაში, თვალსაწიერის გაფართოებასა და მსოფლმხედველობის დახვეწაში გეხმარებათ. მთელი ყურადღება პიროვნულ ზრდას, განვითარებას დაუთმეთ.
ისწავლეთ სწავლის პროცესით ტკბობა. ნუ იქნებით ტიპიური სტუდენტი, რომელიც სწავლობს ცოტ ცოტა ყველაფერს და ბოლომდე არაფერს. ისწავლეთ ჩაღრმავება და ილაპარაკეთ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლის არსიც კარგად გესმით. შეიმუშავეთ საკუთარი მსოფლმხედველობა და კომუნიკაციის პროცესში სიტუაციის შესაბამისად აქა იქ ამოკითხულ-ყურმოკრული ფრაზებით ,,გამოძვრომას“ ნუ შეეცდებით. ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე. გაიაზრეთ რა იცით რეალურად და სანამ რამეს იტყოდეთ, დაფიქრდით რამდენად კარგად შეგიძლიათ ამ ცოდნის ვინმესთვის გადაცემა.
მსოფლიოს შემოვლაზე ოცნებას სჯობს ადგილობრივი გარემოს შესწავლით დაკავდეთ. გაიცანით და ჩამოიყალიბეთ გარკვეული ხედვა თქვენი სამეზობლოს, სანათესაოს, ახლო კონტაქტებისა და გარემოცვის შესახებ.
ყოველგვარ ახალ ნაცნობობას მიუდექით როგორც თავგადასავალს. გაუზიარეთ გამოცდილება ნაცნობებს, ახალ გაცნობილ ადამიანებს. ყოველდღიურ ურთიერთობებში მოგზაურობიდან ჩამოყოლილ შთაბეჭდილებებზე ისაუბრეთ, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ რომ მიზანი მათთვის ინფორმაციის გაზიარებაა და არ თქვენი მდიდარი გამოცდილების დემონსტრირება.
თავგადასავლების მოყვარულის სულით მიუდექით ყოველდღიურობას. შეიტანეთ ოპტიმიზმი რწმენა, თავდაჯერება და ენთუზიაზმი საუბარში. ეცადეთ კომუნიკაცია აქციოთ შთაგონების წყაროდ და მარტივი თემების განხილვისასაც კი სიბრძნე ჩადოთ საკუთარ ნათქვამში. ბრძნად მეტყველება – აი თქვენი მისია.
მოამზადა დოჩი გოგომ