აღმავალი კვანძი მორიელში, დაღმავალი – კუროში სერგეი ვრონსკის მიხედვით
იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა დაიწყონ სულიერი ზრდა და სულიერი გარდასახვა ამ ცხოვრებაში იძულებული გახდებიან ბევრ რამეზე ნებაყოფლობით თქვან უარი, ან დაკარგონ ბედისწერის ნებასურვილით. ერთი რამ აშკარაა – ახალი გარდასახვა მოხდება მხოლოდ დანაკარგების, უკიდურეს შემთხვევაში ახლობელი, საყვარელი ადამიანების დაკარგვის ხარჯზე, რომლებიც მათ უყვართ და მიჯაჭვული არიან (ძალიან მკაცრად აქვს ნათქვამი ვრონსკის. ჩემი აზრით ამ ადამიანებმა უარი უნდა თქვან ნებისმიერი სახის მატერიალურ, სულიერ მიჯაჭვულობაზე, რომელიც მათ ახასიათებთ. ადამიანების დაკარგვა ხდება უკიდურეს შემთხვევაში, როცა უკვე ყველა რესურსი ამოწურულია. ი.თ.)
ახალგაზრდულ წლებში ეს ხალხი გაურბის ოჯახის შექმნას არსებული საზოგადოებრივი კანონების მიხედვით, ან ამას ხელს უშლის ბედისწერა, იმისთვის, რომ მათი ოჯახის წევრები არ დაზარალდნენ ამ ადამიანების ნეგატიური ხასიათის და ზნეობის, ასევე – მათი ბატონობის ამაღლებული სურვილის, ეჭვიანობის, შურის, სიძულვილის გამო. ცხოვრების მეორე ნახევარში ასეთი შესაძლებლობები უკვე იქმნება, მაგრამ ეს ადამიანები ბედნიერები იქნებიან ერთობლივი ცხოვრებით ქორწინების კანონიერი გაფორმების გარეშე. ბევრი რამ დამოკიდებულია ჰოროსკოპის სახლზე, რომელშიც განლაგებულია ეს ორივე კვანძი, მათ ასპექტებზე სხვა პლანეტებთან და ელემენტებთან. ცხოვრების პირველ ნახევარში ისინი შრომობენ უბრალოდ იმისთვის, რომ იმუშაონ, ან იძულებულები არიან , მეორე ნახევარში – რაღაც ამაღლებული მიზნის, იდეის, საკუთარი სულიერი დაკმაყოფილებისთვის, რომ მოუტანონ სხვებს სარგებელი. ახლა კარმა მოითხოვს მეტი ძალა და ენერგია დახარჯონ სულიერი ფასეულებების მოსაპოვებლად, დათრგუნონ მატერიალური სამყაროს მიმართ გადაჭარბებული ყურადღება, რადგან მათ მატერიალურ მხარეზე იზრუნებენ მათი პარტნიორები და თანამოაზრეები. და მაინც, ამ ცხოვრებაში მოსალოდნელია არც თუ ისე მცირე დანაკარგები.
მათ მოუწევთ ტანჯვასთან შეგუება და ამის მიღება, როგორც აუცილებელი და დამსახურებული სასჯელი წინა ცხოვრებაში ჩადენილი დანაშაულებების გამო. ახლა მათ უნდა იარონ წინ, უკან მოუხედავად, თამამად და მამაცურად, რისკიანადაც კი. აირჩიონ ცხოვრების თანამგზავრად და თანაშემწედ ნამდვილი მეგობარი, მრჩეველი, დამრიგებელი, რომელიც ერთგული და თავგანწირული იქნება მათთვის ცხოვრების ბოლომდე, რომელიც იქნება მათზე მაღალი სულიერების მქონე და ხელს შეუწყობს ამ ადამიანების სულიერების ზრდას. ის, რასაც ეს ადამიანები გასცემენ ამ ცხოვრებაში, ათმაგად დაუბრუნდებათ მომავალში. კვანძების ასეთი განლაგების დროს წარმატება მიიღწევა ექსტრემალური პირობების შემთხვევაში, მკვეთრი გარდაქმნებით და ცვლილებებით, გარდატეხებით და გადაადგილებებით, თვითშეწირვით და თვითგანადგურებითაც კი იდეის და ხალხის საკეთილდღეოთდ. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ: ფრანც ფერდინანდს,ლიანა ჟუკოვას,ლუდმილა შიშკინას, თამარა გლობას…
სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა