ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეხუთე სახლში, დაღმავალი მეთერთმეტეში

რაქუ-კეტუეს ადამიანები უდიდესი მეოცნებეები არიან, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ საკუთარი ოცნებების განხორციელება. საკუთარ სურვილებსა და რეალობას შორის შინაგანი ბრძოლა ხშირად მათი ტანჯვის მიზეზი ხდება. გარკვეული სირთულეების წარმოქმნა შესაძლებელია პირადი თავისუფლების ძლიერი სურვილისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილების გამოც, ერთის მხრივ, წინა ცხოვრების იდეებსა და მეორეს მხრივ – მშობლის მოვალეობების შესრულებისას.

თუკი ამ ადამიანებს წინა ცხოვრებაში ბევრი მეგობარი ჰყავდათ, ვისთანაც თავისუფლად განიხილავდნენ სამყაროს გარდაქმნის იდეებს, ახლა უკვე ამ იდეების განხორციელება ოჯახურ სცენაზე ან შვილების მეშვეობით უხდებათ, რომელთა აღზრდაც საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის მიხედვით სურთ. სტუდენტური დისკუსიები კაფეში ფინჯან ყავასთან. ასეთი ადამიანები ისევ შორსა არიან პრაქტიკული ცხოვრებისგან, მისი მრავალმხრივობისგან და პრობლემებისგან, კონკრეტული საგნებისგან და რეალური შესაძლებლობებისგან, თუმცა, მათ აქვთ მდიდარი ფანტაზია და ცოცხალი წარმოსახვა. ძველი ჩვეულების ამებრ მეგობრებმა შესაძლოა ხელი შეუშალონ მათ, რომ მთლიანად მიუძღვნან თავი მშობლის მოვალეობის შესრულებას,

ოჯახი და შვილები კი მათგან სიყვარულს, ალერსს და დიდ მზრუნველობას მოითხოვს. მთვარის კვანძების ასეთი განლაგების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აგვერიოს ერთმანეთში სიყვარული და მეგობრობა. საუკეთესო ვარიანტია, როდესაც სასიყვარულო პარტნიორი არის ერთგული მეგობარი და თანამოაზრე. ძლიერად გამოკვეთილი მეხუთე სახლის შემთხვევაში შესამჩნევია ძლიერი ლტოლვა, მიჯაჭვულობა თანამედროვე გასართობების, საზოგადოებრივი ცხოვრებისა და მოღვაწეობის, ხელოვნების სამყაროს, პედაგოგიკის, თავისუფალი პროფესიების, კავშირების, კონტაქტების, ეროტიკულ–სექსუალური გართობის მიმართ. ეს ადამიანები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით ისარგებლებენ და დაკავებულები იქნებიან საყვარელი საქმიანობით, რომელიც შესაძლოა, ამავდროულად, მათ ჰობისაც წარმოადგენდეს. მათ ბედნიერება ელოდებათ სიყვარულში და შვილებში, სპეკულაციურ საქმიანობაში, აზარტულ თამაშებში, ლატარეაში და ა.შ.

წარმატება მოაქვს ხელოვნების სამყაროს, ხელსაქმეს და მრეწველობას. ქალებისთვის – იოლი მშობიარობა, ბედნიერება შვილების მეშვეობით. უფრო გამოკვეთილი მეთერთმეტე სახლის შემთხვევაში მიუთითებს მეგობრებთან მიმართებაში მოვალეობის და ვალდებულების ძლიერ გრძნობაზე. ასეთმა ადამიანებმა პასუხისმგებლობის გრძნობით და სიფრთხილით უნდა შეარჩიონ მეგობრები, რადგან მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ ყალბები და მოღალატეები, რომლებიც დანაკარგებსა და ზარალს მოუტანენ. ასეთი მეგობრები ხშირად ჩნდებიან მდიდრულ სუფრასთან მხოლოდ პოპულარობისა და აღიარებისათვის. ამის თავიდან ასაცილებლად საჭირო იქნება შორსმჭვრეტელობა, ინტუიცია, თავშეკავება, სიფრთხილე და რასაკვირველია, გამოცდილება. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ პრინც რუდოლფს, ნიკოლოზ მეორის ქალიშვილს – ანასტასიას, პაბლო პიკასოს.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები