აღმავალი კვანძი მეხუთე სახლში და მერწყულში, დაღმავალი კვანძი მეთერთმეტეში და ლომში
ნუ ეცდებით ჯგუფურ ორგანიზაციებში, სამეგობრო წრეში ზედმეტი ეგოცნეტრულობისა და ინდივიდუალიზმის გამოვლენას. ნუ დახამდებით ავტორიტეტს მასებში, ჯგუფებში, რაიმე სახის ორგანიზაციებში, თუნდაც სამეგობრო წრეში და თქვენი სტატუსით ფულის შოვნას ნუ შეეცდებით. ~
გათავისუფლდით მასის აღიარების მოთხოვნილებისაგან. არაფერში გჭირდებათ ტონობით თაყვანისმცემლები და ფანები. ჩამოშორდით ყურადღების მიქცევას დახამებულ მეგობრებსაც. ნურასოდეს ეცდებით გაუმართლოთ იმედები მათ, როდესაც ელიან რომ თქვენ უნდა გაართოთ და დრო ატარებინოთ.
მოერიდეთ ისეთ ასოციაციებსა და ჯგუფებში ყოფნას, რომლებიც ეგოცენტრულობის განვითარებაში გიწყობენ ხელს. ნაკლები დრო გაატარეთ ისეთ შეკრებებზე, სადაც ყველას თვითმიზანი ყურადღების ცენტრში ყოფნაა და არა პერსონალური კონტრიბუცია. ჯგუფურ შეკრებებს თვითგამოხატვისთვის ნურასოდეს გამოიყენებთ, ამისთვის პირადი ექსპერიმენტაციაც საკმარისია.
ყოველთვის გამოხატეთ თქვენი უნიკალურობა, თუნდაც ამის გამო პოპულარობა დაკარგოთ. იყავით უკომპრომისო თქვენს შემოქმედებით ხედვაში. ისწავლეთ კრეატივზე დამოუკიდებლად მუშაობა. ჩართეთ ტექნიკური პროგრესი და არა მთელი ჯგუფი თქვენი შემოქმედებითი თვითგამოხატვის პროცესში..
იყავით მოულოდნელობებით სავსე პაემნისთვის პარტნიორებისა და შეხვედრის მიზეზების შერჩევაში. ნურასოდეს დაიხევთ უკან საკუთარ გრძნობებში, თუნდაც უკანასკნელი ბომჟისადმი სიმპატიების გამო მთელი ქვეყანა გაკრიტიკებდეთ. არ არის საჭირო რომ თქვენი რჩეული ყველა თქვენს მეგობარს მოსწონდეს. პაემნისთვის პარტნიორის შერჩევაში მათი თანხმობა არაფერში გჭირდებათ.
ეცადეთ საყვარელ ადამიანში დაინახოთ მეგობარი და თანამოაზრე და არა პირიქით. მეგობრებთან ფლირატობას მოერიდეთ. ამას სჯობს თქვენს მომხიბლავ მეგობარ გოგოსთან თუ ბიჭთან მოძებნოთ საერთო ენა. მოკლედ, დაიმახსოვრეთ, საყვარელი ადამიანი შეიძლება გახდეს ამავდროულად მეგობარი, მაგრამ მეგობრებს ნურასოდეს გადააქცევთ საყვარლად, თორემ აუცილებლად დაკარგავთ ორივეს. თავს ნუ მოიტუებთ. ყველაფერს თავისი სახელი დაარქვით.
დაინტერესდით არასტანდარტული, მოულოდნელობებით სავსე ბავშვებით, რომლებიც არ ჰგვანან სხვებს. ზოგადად, ემეგობრეთ ბავშვებს, განსაკუთრებით საკუთარ შვილებს. ეცადეთ დატკბეთ ყველაფრით, რაც უცნაური და არაპოპულარულია მასაში. სწორედ თქვენ უნდა დაინახოთ მათში ის, რაც სხვებისთვის გაუგებარია.
მოამზადა დოჩი გოგომ