Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეშვიდე სახლში, დაღმავალი–პირველში

რაქუ-კეტუუკიდურესი ინდივიდუალიზმი წინა ცხოვრებაში. მეხსიერებაში დარჩენილია გამბედაობა და სითამამე, დიდი თავდაჯერებულობა. წარსულში რაღაც იდეისთვის მებრძოლები, დაქირავებული მეომრები, მეთაურები, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ საბრძოლო ხელოვნება. ახლა უნდა შეეგუონ არსებულ ცივილიზაციას, უფრო მეტად შეერწყან კულტურული ცხოვრების სტილს, გაიზარდონ სულიერად და გაიფართოვონ სულიერი ჰორიზონტები, დაივიწყონ ძველი სპარტანული ჩვევები.

აქ არის ორი მნიშვნელოვანი კარმული პრობლემა – საქორწინო და საქმიანი კავშირები, რომლებიც ყოველდღიურ მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ მსხვერპლშეწირვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ სანახაობრივი თვალსაზრისით, სახელის ან მატერიალური ფასეულობების მოპოვების მიზნით. ახლა ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ ხანგრძლივი მოთმინება, პატივი სცენ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებს, რადგან ამ ცხოვრებაში სრულიად უარი უნდა თქვან პირად ამბიციებზე, ხოლო საკუთარი ძალა და ენერგია,ოპტიმიზმი და გაბედულება, ჭკუა და სინდისი უნდა მიუძღვნან პარტნიორებს, ან საზოგადოებას. თუ მათი სიუხვე და გულმოწყალება გამოწვეული არ იქნება პატივმოყვარეობისგან და იქნება გულწრფელი, სხვები მტკიცედ გაჰყვებიან მათ. თუ ეს ადამიანები აღიარებენ პარტნიორის უფლებებს, საპასუხოდ მიიღებენ აღიარებას და პარტნიორები ხელს შეუწყობენ მათ სულიერ გავითარებას და ევოლუციას. უფრო მეტად გამოკვეთილი მეშვიდე სახლის შემთხვევაში – მოხერხებულობა საზოგადო საქმეებში და პარტნიორებთან, მოხერხებულობა ყოველდღიურ საქმიანობაში, ხელოსნობაში, ჰობი.

წარმატება შესაძლოა მოუტანოთ ოკულტურმა და ეზოთერულმა მეცნიერებებმა, ხელსაქმემ და ისეთმა სფეროებმა, რომელზეც მიუთითებს ზოდიაქოს ნიშანი, სადაც აღმავალი კვანძია განლაგებული. ეს ადამიანები არიან საზრიანები და შორსმჭვრეტელები, აქვთ დიპლომატიურობა და ტაქტი, თავაზიანობა და თავმდაბლობა. წარმატება ელოდებათ თანამშრომლობისგან და თანაავტორობისგან, უფრო ნაკლებად დამოუკიდებელ საქმიანობაში.

ორი ქორწინების ალბათობაა, რომელთაგან მეორე – ბევრად ბედნიერია. უფრო მეტად გამოკვეთილი პირველი სახლის შემთხვევაში – ხშირად შესამჩნევი სიმორცხვე და ჩაკეტილობა, სიფრთხილე და წინდახედულობა გარშემომყოფების მიმართ. ყველა გატაცებას, ისევე როგორც საზოგადოებრივ აზრს, მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან, საღი აზრიდან, პრაქტიკულობასა და რეალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე აფასებენ. საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არ მიდიან, საეჭვო გარიგებებზე უარს ამბობენ. ქალებში ყველა შესაძლო ახალი მიმდინარეობა აღიქმება ნელა, შესაძლოა წინააღმდეგობებითაც, რადგან ყველაფერ ახალს მიჩვევა სჭირდება. ხშირად მეტად მკაცრი ცხოვრება სიცოცხლის პირველ ნახევარში, რომელიც უფრო ბედნიერი – მეორეში ხდება.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი