ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მესამე სახლში, დაღმავალი – მეცხრეში

რაქუ-კეტუროგორც წესი ისინი მარადიული სტუდენტები არიან მერხთან ან ბიბლიოთეკაში. მათთვის კითხვა და თვითგანვითარება ძლიერ ნარკოტიკს წარმოადგენს. ენციკლოპედიური ცოდნა წინა ცხოვრების უძლიერესი გამოძახილია. აქვთ ფილოსოფიური წყობის აზროვნება, რომელიც ძალიან ცალმხივია. მათ ძალიან ეხმარება სხვა ქვეყნების კულტურული ფასეულობების და ტრადიციების ცოდნა, ასევე უცხოელებთან კონტაქტები.

ამ ადამიანებს სჭირდებათ ჰორიზონტი და სივრცე. მათი უკეთესად ესმით თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საჰარის უდაბნოში, ან სამხრეთ აფრიკის ეკზოტიკურ სავანებში და სადაც ყოველი მცხოვრების სული მიისწრაფვის მოგზაურობისკენ და გაურბის ჩვენი სამყაროს ცივილიზაციას. მეტად გამოკვეთილი მესამე სახლის შემთხვევაში – თავისუფალი მეტყველება, კომუნიკაცია. ბუნებრივი გაგება და დამოკიდებულება არსებული სოციალურ – კულტურული პირობებისადმი.

საუბრისას იყენებენ პოპულარულ გამონათქვამებს, აფორიზმებს, ”ფრთიან ფრაზებს”. ახასიათებთ საზოგადოებრივი აქტიურობა. ამ ადამიანების იდეები, ისევე როგორც გონებრივი პოტენცია და მისწრაფებები, უმეტესწილად განპირობებულია თანამედროვე საზოგადოებრივი შეხედულებებით, აზროვნებით და მისწრაფებებით. შეინიშნება მიმდინარე მოვლენების კულტურული კონტექსტის ძლიერი, ინტელექტუალური შეცნობა, განსაკუთრებით იმის, რაც შეეხება მათ დედმამიშვილებს, მეზობლებს, კოლეგებს და მათთან ურთიერთობას. ყოველთვის მოსალოდნელია სარგებელი და მოგება შეთანხმებებიდან და კონტრაქტებიდან, მგზავრობიდან და მოგზაურობიდან, რომელიც სიამოვნების მიღების მიზნით ხორციელდება.

მეტად გამოკვეთილი მეცხრე სახლის შემთხვევაში – სიფრთხილეა საჭირო არსებული საზოგადოების პოპულარული და მიღებული ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების, კულტურული და საგანმანათებლო იდეების შეფასებისას. ასეთ ადამიანს შესაძლოა ხიფათი ელოდეს შორეული მგზავრობისა და ხანგრძლივი მოგზაურობისას, განსაკუთრებით ზღვაზე, უცხო ქვეყნებში, უცხოელებისგან.

სერგეი ვრონსკი.
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები