ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მერწყულში, დაღმავალი – ლომში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუამ ხალხს ახასიათებს პოტენციალური ნებისყოფა და მბრძანებლობა, ამოუწურავი ენერგია, ნიჭი საზოგადოების წინაშე წარდგნენ საუკეთესო მხრიდან. ხშირად მეგობრებს შორის გამოირჩევიან მლიქვნელობით. სნობები და ის ადამიანები, რომელთაც ახასიათებთ ”პირველი მიუსხდნენ სუფრას” – მათგან ბევრს გამოელიან.

ეს იოლად აიხსნება – ამ ხალხს წინა ცხოვრებაში უყვარდათ მეცენატობა, თან ისე, რომ ეს ყველას გაეგო. მათ შეუძლიათ გახდნენ მუსიკოსების, მეცნიერების, მხატვრების და ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლების მეცენატები, რადგან კარგად ერკვევიან ამ სფეროებში. წინა ცხოვრებაში ეს ადამიანები იყვნენ ეგოისტები, რომლებიც არ ერიდებოდნენ დისკრიმინაციას და შანტაჟს, ეზიზღებოდათ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი, ხალხს აფასებდნენ მხოლოდ გარეგნულად. ახლა კარმა მოითხოვს ამ ყველაფრის უარყოფას.

მათ უნდა ისწავლონ ადამიანების შეფასება შინაგანი სამყაროს და სულიერი განვითარების მიხედვით. ემსახურონ მათ, მაგრამ არა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, არამედ გულის კარნახით, უანგაროდ. არ ელოდონ მადლობას მათგან, ვისაც ეხმარებიან. ახლა უნდა იბრძოლონ ყველა დაჩაგრულის და დამცირებულის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, მეგობრობისთვის და იმისთვის, რათა კანონის წინაშე ყველა თანასწორი იყოს.

აქ მეგობრობა ყველაზე მეტად ფასდება, რათა საქორწინო თუ საქმიანი კავშირები იყოს წარმატებული, ხოლო პარტნიორები გახდნენ თანამოაზრეები. ეს ადამიანები მეგობრებს უკანასკნელ ლუკმას გაუყოფენ და სანაცვლოდ არაფერს მოითხოვენ გარდა ერთგულებისა და პატივისცემისა. თუ რაღაც მიზეზის გამო პარტნიორს არ შეუძლია იყოს ნამდვილი მეგობარი, ასეთ შემთხვევაში, ის – არც მსახური უნდა იყოს! საჭიროა საქმისადმი ფხიზელი მიდგომა, კეთილგონიერება და ანგარიში ,სამართლიანობა და კეთილსინდისიერება, შეთანხმებების და კონტრაქტების სრულად დაცვა.

აღმავალი კვანძი მერწყულში მოუწოდებს სულის პროგრესისა და ევოლუციისაკენ. იმ სფეროზე, სადაც მოსალოდნელია წარმატება მიუთითებს ჰოროსკოპის სახლი, სადაც განლაგებულია აღმავალი მთვარის კვანძი, ხოლო ამ წარმატების ხარისხზე – პლანეტები, რომლებთანაც აქვს მას შეერთება და ასპექტები, ან საერთონატალური განლაგება.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები