ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მერვე სახლში, დაღმავალი – მეორეში

რაქუ-კეტუახლანდელ ინკარნაციაში ამ ადამიანებს მოუწევთ მოხვეჭის ჟინთან, ეჭვიანობასთან, შურთან ბრძოლა. მთელი ცხოვრება იქნება მძიმე, მუდმივი და დაუნდობელი ბრძოლა, რადგან ეჭვიანობა და შური დაცემული ანგელოზებისგანაა, რომელთაც შურდათ ქალის, რომელიც იყო შემოქმედის უკანასკნელი ქმნილება.

მით უმეტეს, რომ როგორც შური, ასევე ეჭვიანობა – არის ყველა ადამიანური მანკიერების პირველსაწყისი. ფლობის არაჯანსაღი სურვილი მათში შემორჩენილია, როგორც წინა ცხოვრების გამოძახილი. ეს ადამიანები წარსულში ბოროტად იყენებდნენ ფიზიკურ უპირატესობას და ეს ჯერ კიდევ ახსოვთ. მათი სული მიისწრაფვის მარადიულობისკენ, მაგრამ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ამას და რწმენას მიმართავენ ხორციელისკენ, ეყრდნობიან და სწამთ მატერიალურის.

წარსულში მათ არ იცოდნენ რაში იყო ბედნიერება და და ეძლეოდნენ დამღუპველ ვნებებს, რაშიც დაიფერფლნენ. ამ ცხოვრებაში მოუწევთ როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ სფეროში გარდაქმნა, ან თვითონ ამ ადამიანებს ექნებათ რაიმე ფიზიკური ნაკლი, ან მათ ახლობელ ადამიანებს, რომლებზეც მათ ზრუნვა მოუწევთ (არ არის აუცილებელი მაინცდამაინც ასე იყოს). მაგრამ ეს ყველაფერი წარსულის გამოძახილია და ახლა გაორმაგებული ძალით და ენერგიით მოუწევთ წარსული ვალების გადახდა, საკუთარი კარმის გაწმენდა და გამოსყიდვა. სხვების სამსახური მძიმე და რთული საქმეა, მაგრამ კათილშობილი და სასარგებლო, რომელიც ამაღლებს სულს და აფართოვებს სულიერ ჰორიზონტს. საკუთარი თავისა და წარსულის სიძულვილის დაძლევაში დახმარება შეუძლია მოსიყვარულე და მზრუნველ პარტნიორს, მაგრამ ასეთი ადამიანის პოვნა ძნელია.

გარდა ამისა, ეს პარტნიორი უნდა იყოს სულიერი გავითარებით ერთი საფეხურით მაღლა, რაც კიდევ უფრო ართულებს ამოცანას. განახორციელებენ ეს ადამიანები ამ ამოცანას თუ არა, ან რა საშუალებით – ამას აჩვენებს პირადი ჰოროსკოპი. უფრო მეტად გამოკვეთილი მერვე სახლის შემთხვევაში – შესამჩნევია ფინანსური წარმატება, მათი საქმიანი თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად ქონების შემატება მზითვების ან მემკვიდრეობის მეშვეობით. ოკულტური და ეზოთერული მეცნიერებების მიმდევრობა ატარებს ორთოდოქსალურ და კონფორმისტულ ხასიათს. არის ძლირი დაინტერესება არაამქვეყნიური ცხოვრებით.

უფრო მეტად გამოკვეთილი მეორე სახლის შემთხვევაში – ფულის, მატერიალურ ფასეულობების, ქონების მიმართ მკვეთრი კონსერვატიული დამოკიდებულება. ეს ადამიანები ფულს ხარჯავენ დიდი სიფრთხილით, გონივრულად. მათ უნდათ იყვნენ მესაკუთრეები და ცდილობენ შეიძინონ მატერიალური ფასეულობები, რომელიც დროს უძლებს, ჟანგით არ იფარება…ხშირად ეს განლაგება მიუთითებს სოციალურ და მატერიალურ დამოკიდებულებაზე ვინმეს მიმართ, ფინანსურ არამდგრადობაზე. უარეს შემთხვევაში არაგონივრულ მფლანგველობაზე და დიდ დანაკარგებზე.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილი

ავტორი

მსგავსი ფოსტები