Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეოთხე სახლში, დაღმავალი – მეათეში

რაქუ-კეტუმთვარის კვანძები ჰოროსკოპის სახლებში. აღმავალი კვანძი ჰოროსკოპის მეოთხე სახლში, დაღმავალი – მეათეში. წინა ინკარნაციაში ამ ხალხმა ძალიან მაღალ სტატუსს მიაღწია, ახლა კარმა აიძულებთ მათ მაღალი მთიდან დაეშვან. წარსულში ისინი იყვნენ ძლიერები და მძლავრები, ძლიერი და ავტორიტეტული ბელადები, ან სახელმწიფოს მეთაურები, მაგრამ ერთპიროვნულად განაგებდნენ და ამბიციების გამო საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები დათრგუნული ჰქონდათ.

ახლა მოუწევთ გახლეჩა სამსახურეობრივი კარიერის, დიდებას და ოჯახს შორის. ამ ცხოვრების დასაწყისში ისინი შესაძლოა წავიდნენ მშობლების სახლიდან, რომლებიც მათზე ზემოქმედებას ახდენენ. მათთვის გაუსაძლისი სხება მოვალეობები, რომელიც საკუთარ თავზე აიღეს და მათ ძალებს აღემატება. მათთვის აღებული ვალდებულებები შეუთავსებელია მათ სურვილებთან – მიაღწიონ მაღალ სოციალურ მდგომარეობას, რასაც ჯერ კიდევ მოითხოვს წარსული მოგონებები.

ჭეშმარიტად ამ ადამიანებს მშვენივრად ესმით ეს და თუ ისინი პირად ბედნიერებას, ინტიმურ სიხარულს და ოჯახს დათმობენ, ისევ წინა ცხოვრების პირობებში აღმოჩნდებიან, რაზეც საკუთარი ნებით თქვეს უარი. და თუ დათმობენ საკუთარ ბრწყინვალე კარიერას, ჩაეფლობიან ოჯახური ცხოვრების წვრილმანებში, საზრუნავებში, რაც ნებაყოფლობით აირჩიეს ამ ინკარნაციაში. ბევრს, მაგრამ არა ყველას, გამოსდის ერთიც და მეორეც. ამაზე მიუთითებს ზოდიაქოს ნიშნები, სადაც განლაგებულია კვანძები, ასევე კვანძების პლანეტებთან შეერთებები, ან ზუსტი ასპექტი სხვა პლანეტებთან და სახლებთან. უფრო ძლიერად გამოკვეთილი მეოთხე სახლის შემთხვევაში ეს ადამიანები იძულებული არიან მიემხრონ და დაიცვან არსებული საზოგადოების სოციალური და კულტურული ფასეულობები.

ეს განლაგება კეთილსასურველია თანამოაზრეებთან შეხვედრისათვის, სახლის პირობებში სამუშაოდ, ოჯახური ბედნიერებისთვის. ეს განლაგება აგრეთვე მიუთითებს შეძლებულ მშობლებზე, მყუდრო და კომფორტულ საკუთარ ოჯახურ კერაზე, სასიამოვნო სიბერეზე და ცხოვრების დასასრულზე, საზრუნავის და მწუხარების გარეშე. უფრო მეტად გამოკვეთილი მეათე სახლის შემთხვევაში – პროფესიული ინტერესები და თვითონ ადამიანის საქმიანობა ყოველთვის არ ემთხვევა და ჰარმონიაში არ არის მათ ნიჭთან და შესაძლებლობებთან. ხშირად თანამდებობა და პოსტი არ ეხმიანება მათ გულის კარნახს, თვითონ ისინი კი არ არიან მოწოდებული, რომ საფრთხის ქვეშ დააყენონ საკუთარი პროფესიონალური პრინციპები და ხანგრძლივი ამბიციები, მხოლოდ იმისთვის რომ შეეგუონ თანამედროვე საზოგადოებრივ მიმდინარეობებს.

საჭიროა დიდი და უკომპრომისო ბრძოლა საზოგადოებაში მაღალი და გავლენიანი მდგომარეობის მისაღწევად. ხშირად ეს მიუთითებს სამსახურის და პროფესიის სისტემატურ გამოცვლაზე. აშკარა პრობლემები შესაძლოა იყოს კრედიტებთან დაკავშირებით, ან მათი მთლიანი დაკარგვა ავტორიტეტთან, რეპუტაციასთან, დიდებასა და პატივთან ერთად. არცთუ იშვიათია ტრამვების, დაჭრის, დასახიჩრების საფრთხე. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ ჯოზეფ კიპლინგს, ერნესტ კრაფტს, ე.იუნგს.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი