Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეთორმეტე სახლში, დაღმავალი მეექვსეში

რაქუ-კეტუაძლიერებს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შრომისნაყოფიერებას, შრომისუნარიანობას, საკუთარი აზრების და ნების გარშემომყოფებზე ძალისმიერ თავსმოხვევას. ეს ხალხი გაურბის აშკარა ომს, დაპირისპირებას, რადგან ახასიათებთ კულისებიდან ხელმძღვანებლობა. ფიზიკურად სუსტები არიან, სულიერად ძლიერნი. ხშირად ინვალიდობას, შრომისუნარიანობის დაკარგვას, საავადმყოფოს საწოლს, ან ავადმყოფებთან, სუსტებთან, უძლურებთან მუშაობას ადამიანი სულიერ პროგრესამდე მიჰყავს. ზოგჯერ საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული და თვითკიტიკული დამოკიდებულება აიძულებთ მათ განმარტოვდნენ და მიეცნენ შემეცნების პროცესს, შემოქმედებით შრომას.

მათი იდეალი – სულიერი სრულყოფილებაა, თუმცა მშვენივრად ესმით, რომ ეს მხოლოდ ღრმა უტოპიზმია და მიწიერი ადამიანისთვის – მიუღწეველი, ხოლო დედამიწაზე ხელოვნურად სამოთხის შექმნა, ნარკოტიკების, ალკოჰოლის და არასწორი ცხოვრების წესის დამკვიდრებით – შეცდომა, ცოდვაა. მთვარის კვანძების ასეთი განლაგებით ბევრი ნიჭიერი ადამიანი იბადება სხვადასხვანაირი ნიჭით დაჯილდოვებული – რომლებიც მოღვაწეობენ მექანიკაში და საინჟინრო საქმეში, ქიმიაში და ალქიმიაში, ფიზიკაში და მეტაფიზიკაში, ეზოთერიკაში და სახალხო მედიცინაში, ხელსაქმეში…

ეს არის ხალხი ფილოსოფიური აზროვნებით და ”ოქროს ხელებით”, ნათელმხილველები და წინასწარმეტყველები. რაც უფრო ახლოსაა აღმავალი კვანძი მე-12 სახლის კუსპიდთან, მით უფრო ლმობიერი და გულმოწყალეა ადამიანი, მით მეტად თანაუგრძნობს ავადმყოფებს და უძლურებაში მყოფთ., მით მეტად მიისწრაფის დაეუფლოს ექიმის, მკურნალის, ექთნის პროფესიას ერთადერთი მიზნით – შეუმსუბუქოს ხალხს ტანჯვა, დაივიწყოს საკუთარი ეგოიზმი, უარი თქვას საკუთარ კომფორტზე და ამ გზით შეიმსუბუქოს კარმა. გამოკვეთილი მე-12 სახლის შემთხვევაში – ადამიანები საკუთარ შინაგან სამყაროს გარე სამყაროს უსაბამებენ, უძლიერდებათ გაჭირვებულების და ავადმყოფობის მიმართ თანაგრძნობის გრძნობა. მიისწრაფიან დასახმარებლად. ფარული მტრების წინააღმდეგ ბრძოლა – მათი გამარჯვებით მთავრდება.

ისევე როგორც მავნე ზეგავლენასთან ბრძოლა. თუმცა ქვეცნობიერი უფრო ძლიერია, ვიდრე ცნობიერი, რეალური, რასაც აკომპენსირებს მათი უზარმაზარიინტუიცია. გამოკვეთილი მეექვსე სახლის შემთხვევაში – მარტოხელა ადამიანი, რომლის მთელი ცხოვრების ერთადერთი აზრი – სამსახურია. იმისთვის, რათა რეზულტატს მიაღწიოს დაჟინებით და ხანგრძლივად მუშაობა მოუწევს. სუსტი ჯანმრთელობის გამო ხშირად ავადმყოფობს. ძალიან დისციპლინირებულია ჰიგიენის , დიეტის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებში. ეს ადამიანები სულიერ სიმშვიდეს მხოლოდ სხვისი სამსახურით მიაღწევენ. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდა ბენიტო მუსოლინის, ტულუზ-ლოტრეკს, მორის შევალიეს, ნილ არმსტრონგს, მიშელ ნოსტრადამუსს, სერგეი ვრონსკის, ლიუდმილა შიშკინსკაიას.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი