ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეთერთმეტე სახლში, დაღმავალი – მეხუთეში

რაქუ-კეტუწინა ცხოვრებაში ეს ადამიანები იყვნენ ფიზიკურად ძლიერები, ამჟამად ისინი ასეთები იქნებიან სულიერ სფეროში ,თუმცა ახლაც იბატონებენ სხვებზე. წინა ცხოვრებაში გარშემორტყმული იყვნენ ეშმაკი და მატყუარა ხალხით ან უბრალოდ მუქთამჭამელებით, რომლებიც მდიდრდებოდნენ მათ ხარჯზე. ისინი იღებდნენ ქება – დიდებას, როგორც ნამდვილად დამსახურებულს, როგორც ჭეშმარიტებას, რაც აბრმავებდა მათ.

ადამიანები გახდნენ ახლომხედველები და ყველას ექცეოდნენ,- როგორც ხელქვეითებს. ეს ადამიანები როგორც წარსული ცხოვრების გამოძახილი, – ამ ცხოვრებაშიც გადიან ანალოგიურ მოვლენებს და მათთვის ყველა ადამიანი თანასწორია. მათთვის არა აქვს მნიშვნელობა გენერალია ის თუ ჯარისკაცი, დირექტორია თუ დამლაგებელი. წარსულ ცხოვრებაში ეს ადამიანები მიეჩვივნენ ყველას მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებას და უფროსობას, და არც ახლა ამბობენ ამაზე უარს, თუმცა ამჯერად ამას სხვაგვარად აკეთებენ. მათ აირჩიეს ასეთი კარმა, რომ იყვნენ მერწყულის ეპოქის ღირსეული შვილები, თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის სიმბოლოები, რომელშიც მაინც ისინი უხელმძღვანელებენ სხვებს. წინა ცხოვრებაში მეგობრობის გრძნობა არ იყო მათში ძლიერი, რადგან მათ უფრო პირადი ცხოვრება აინტერესებდათ. გატაცებული იყვნენ სასიყვარულო პარტნიორებით, უზრუნველყოფდნენ უკანონო შვილებს, არ ამჩნევდნენ სხვებს, რადგან მეგობრობის იდეა მათთვის უცხო იყო.

ახლა უნდა დამკვიდრდნენ საპირისპირო მოსაზრებაში და პირველ ადგილზე დააყენონ მეგობრობა და მისი დაუწერელი, მაგრამ მკაცრი კანონები, ასევე მეგობარი თანამოაზრეები. წარსულის ეროტიკულ – სექსუალური გართობები ამ ცხოვრების პრობლებად რჩება. თუ წარსულში ისინი ადამიანებს იყენებდნენ როგორც ნივთებს, რომლებიც შეიძლება იყიდო და გაყიდო, ახლა კარმა აიძულებთ იცხოვრონ მეგობრებისთვის და პარტნიორებისთვის, უყვარდეთ და მისცენ მათ ყველაფერი უანგაროდ. მათ უნდა შეხედონ საკუთარ თავს გარედან ფხიზელი თვალით და არ ელოდონ მადლიერებას საკუთარი ქმედებების გამო, ეს მათი კარმაა.

ისინი ამას შეეგუებიან და ეს მისცემს მათ ძალას უარი თქვან წარსულ გატაცებებზე და შეცდომებზე. უფრო მეტად გამოკვეთილი მეთერთმეტე სახლის შემთხვევაში – ადვილად ამყარებენ მეგობრულ ურთიერთობებს და კონტაქტებს, ადვილად პოულობენ საკუთარ ადგილს თანამოაზრეთა ჯგუფებში, საზოგადოებაში. მეგობრებს ირჩევენ საკუთარი სურვილით და საკუთარი პირობებით, სადაც უნდა მეფობდეს ძმობის ძლიერი სურვილი და კეთილმოსურნეობა. ამ ადამიანებს მოგებას მოუტანთ აპეკუნები, მეცენატები, სპონსორები, პროტექციონისტები, ასევე იღბლიანი შეთანხმებები, კონტაქტები, საკუთარი შვილები. უფრო მეტად გამოკვეთილი მეხუთე სახლის შემთხვევაში – შესაძლოა იოლად მოექცნენ სხვისი გავლენის ქვეშ და ისეთ საქმეებში მიიღოს მონაწილეობა, რაც მათ ინტერესებს არ შეესაბამება. შესაძლოა ჩაეფლონ გართობაში, გატაცებებში, ეროტიკულ – სექსუალურ გართობებში, ამორალურ ცხოვრებაში. მათ შესაძლოა დანაკარგები მოუტანოს წარუმატებელმა ფინანსურმა ოპერაციებმა, აზარტულმა თამაშებმა. შესაძლოა შვილების აღზრდის მეთოდები არასწორი იყოს ან ვერ ეწყობოდენ მათ.

სერგეი ვრონსკი მოამზადა
ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები