ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეექვსე სახლში, დაღმავალი–მეთორმეტეში

რაქუ-კეტუწინა ცხოვრებაში ეს ადამიანები იყვნენ საკუთარი ცხოველური ინსტიქტების, ეროტიკულ – სექსუალური გადახრების მსხვერპლი, რის გამოც ბევრი მწუხარება და სევდა, ფიზიკური და სულიერი ტანჯვა განიცადეს. ხშირად მათ წარსული ახსენდებათ როგორც ანდერსენის ზღაპრის გმირი გოგონას გზა, რომელმაც იმისთვის, რომ ჯადოქრამდე მიაღწიოს, საშინელი მოჩვენებებით სავსე გვირაბის გავლა უწევს. ახლა ამ ადამიანებმა, რომლებმაც წინა ცხოვრებაში დანტეს განსაწმენდელი გაიარეს, უნდა დაისვენონ და სული მოითქვან. მათი ამოცანაა ემსახურონ ხალხს ექიმის ან მკურნალის რანგში, დაეხმარონ ავადმყოფებს ფიზიკურ და სულიერ აღდგენაში და არა საკუთარ უბედურებაზე იდარდონ.

როგორც ციხის საკანი, ასევე საავადმყოფოს პალატაც მათთვის წარსულიდან კარგად არის ნაცნობი. ამ ადამიანებს საკუთარი მისიისა და წარმატების რწმენა დაეხმარებათ სხვების გამოჯანმრთელებასა და განკურნებაში. მათ არ უნდა თქვან ამ მისიაზე უარი, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითონ იავადმყოფებენ, თანაც უიმედოდ. ამ მაჩვენებლის ადამიანებს ხშირად წარმატებები ელოდებათ ოკულტურ და ეზოთერულ მეცნიერებებში, ასტროლოგიაში. მეტად გამოკვეთილი მეექვსე სახლის შემთხვევაში – ძლიერი სიცოცხლისუნარიანობა და ჯანმრთელობა, ეს ადამიანები კარგი მსახურები, დაქვემდებარებული პირები არიან, კარგი დამოკიდებულება აქვთ ხელმძღვანელობასთან, დამსაქმებელთან. მათ წარმატებას მოუტანთ ექიმი – ჰიგიენისტის, დიეტოლოგის პროფესია, ასევე, არატრადიციული მედიცინა, ბალახებით მკურნალობა, მეწარმეობა.

ქალებს ბედნიერება ელოდებათ, როგორც დედებს, ცოლებს, დიასახლისებს. მეტად გამოკვეთილი მეთორმეტე სახლის შემთხვევაში – არსებულ წესრიგთან, ტენდენციებთან ქვეცნობიერი შეუთანხმებლობა, განმარტოვების საფრთხე, იზოლაცია საკუთარი ნებით, ან იძულებით; დაქვრივება ან განშორება სხვადასხვა მიზეზის გამო, უბედური შემთხვევის საფრთხე, ან პირადი თავისუფლების დაკარგვა, არც თუ იშვიათად განდეგილის გზა. ისინი უნდა ერიდონ ფარულ მტრებს და მათ საისუმლო ფარულ ქმედებებს.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები