Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!
ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი მეათე სახლში, დაღმავალი – მეოთხეში

რაქუ-კეტუასეთი განლაგება აქვთ ადამიანებს, რომლებსაც წინა ცხოვრებაში ეზიზღებოდათ ადამიანები, რომლებიც მათ კვებავდნენ, უვლიდნენ, საკუთარ თავს სწირავდნენ მათ გამო. ახლა ისინი თვითონ იქნებიან ასეთივე მდგომარეობაში. მოუწევთ წელში გაწყვეტა საკუთარი ოჯახის და ახლობლების გამო, მაგრამ მადლიერებას არ უნდა ელოდონ.

ერთადერთია, რომ ადამიანებმა, რომლებზეც ისინი ზრუნავენ, სათანადოდ დააფასონ მათი სამსახური და კვლავ დაბრუნდნენ. ეს ოჯახური კარმაა, რომელიც ამუხრუჭებს წარმატებებს და კარიერას. არცთუ იშვიათად მათ ცხოვრებაში რჩება მხოლოდ ერთი მშობელი, რომლის მხრებზეც გადადის მთელი სიმძიმე. ამ ადამიანებისთვის ოჯახური კერა და თვითონ ოჯახი ნამდვილი საპყრობილეა. ისინი ელოდებიან იმ დროს, როდესაც ეს ყველაფერი დაიმსხვრევა. აუცილებელია, რომ მათ გამოავლინონ დიდი ოპტიმიზმი, არ გაიტანჯონ თავი მორალური სიცარიელის გამო და მოიცილონ ბავშური ემოციები.

ნაადრევად ჩამოყალიბებული პასუხისმგებლობის გრძნობა ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ ზრდას და სითამამეს გადაწყვეტილებების მიღებისას, იმის აღიარებას რომ ხალხის, ერის სამსახური უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ საკუთარი ოჯახის. მათი წარმატებული კარიერა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც მშობლები გარდაიცვლებიან და შვილები დაიწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მძიმე ბავშვობის და ახალგაზრდობის მიუხედავად, ეს ადამიანები ყოველთვის და ყველგან ლიდერები არიან თავის თანამედროვეებს შორის. მას შემდეგ, როცა ისინი ოჯახს დატოვებენ, ირჩევენ მეორეს, უფრო დიდს, საკუთარ ერს და ხალხს და ხდებიან ”მამა” ახალ ვითარებაში. ადამიანებს, მთვარის კვანძების ასეთი განლაგებით, ხშირად ახსოვთ თავისი წინა ცხოვრება.

რაც უფრო ახლოს არის აღმავალი კვანძი მერიდიანთან, მით მეტად ეხმარება მათ აირჩიონ მეტად მაღალი მიზნები და ეხმარება დაადგნენ მათი განხორციელების გზას. უფრო მეტად გამოკვეთილი მეათე სახლის შემთხვევაში – დასახული მიზნების მიღწევისას იყენებენ თანამედროვე პოპულარულ მიმდინარეობებს და თანდაყოლილ პროფესიონალიზმს, იქნება ეს პოლიტიკური არენა, ადმინისტრაციული ხელისუფლება თუ კომერციული საქმიანობა, რადგან ყველგან საჭიროა ავტორიტეტი, პრესტიჟი და რეპუტაცია, დამსახურებების აღიარება. უფრო მეტად გამოკვეთილი მეოთხე სახლის შემთხვევაში – ცუდია მათი მშობლებისათვის, უფრო უარყოფითია საკუთარი სახლის და ოჯახისთვის. მუდმივი სირთულეები და საზრუნავები, ბრძოლა რაიმე იდეისთვის – დანაკარგებით ფიზიკურ სფეროებში და მოგებით სულიერში. მთვარის კვანძების ასეთი განლაგება ჰქონდათ კარლ პირველს, მაჰატმა განდის.

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები

დატოვეთ კომენტარი