ასტროლოგიური მაღაზია

აღმავალი კვანძი ლომში, დაღმავალი – მერწყულში სერგეი ვრონსკის მიხედვით

რაქუ-კეტუამ ადამიანებს მოუწევთ რაღაც დროის მანძილზე განმარტოვება, ჩაკეტვა საკუთარ სამყაროში. ასეთი კარმა, ბედისწერა მათ თვითონ აირჩიეს. ცხოვრების დასაწყისშივე შეინიშნება, რომ ამ ადამიანებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ, ჰყავთ ცოტა და ერთგული. ისინი დროთა განმავლობაში ხდებიან რაიმე დაჯგუფების, საზოგადოების ლიდერები ან ხელმძღვანელები, მეთაურები. წინა ცხოვრებაში ისინი იბრძოდნენ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ცდილობდნენ არავის არ მისჩვეოდნენ და არც სხვებს აძლევდნენ ამის საშუალებას მათთან მიმართებაში.

პირად თავისუფლებას უფრთხილდებოდნენ ყველაზე მეტად, ცდილობდნენ არც ერთ ნაპირთან არ ჩაეშვათ ღუზა. გრძნობები და ქმედებები მათ საკმაოდ გაორებული აქვთ – ერთის მხრივ უყვართ განმარტოვება, მეორეს მხრივ სძულთ მარტოობა. უყვართ იმის გამო, რომ ასეთი პერიოდები მათთვის მეტად ნაყოფიერია, სძულთ რადგან ამ დროს ”არმიის”, ხალხის, მაყურებლის, აუდიტორიის გარეშე რჩებიან და ვერავის ვერ უმეთაურებენ, ვერავისზე იბატონებენ.

ასევე ემართებათ ადამიანებთან მიმართებაში – ერთის მხრივ მათ ისინი უყვართ, რადგან ამ დროს შეუძლიათ გამოავლინონ თავიანთი მბრძანებლური ბუნება, მეორეს მხრივ ვერ იტანენ, რადგან ხალხი მათ მუშაობაში ხელს უშლის. სამუშაო კი მართლაც ბევრი აქვთ, განსაკუთრებით შემოქმედებითი, სააზროვნო, რომელსაც ნაყოფი მოაქვს როდესაც ადამიანი განმარტოვებული საქმიანობს, როდესაც ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია მიმართოს ერთადერთი მიზნისკენ, ერთადერთი უდიდესი, გლობალური საქმისკენ.

თუმცა ამ განმარტოვებულ პერიოდებში მათთან მაინც შეიძლება იყოს ერთი ადამიანი – ყველაზე ახლობელი, ყველაზე საყვარელი. სიყვარული ამ შემთხვევაში შესაფერისად უნდა იყოს შეფასებული ორივე მხარის მიერ და არ უნდა იყოს სავაჭრო საგანი. პირადი თავისუფლებისკენ, დამოუკიდებლობისკენ ლტოლვა ამ ადამიანებს სისხლში აქვთ გამჯდარი და თუ ისინი დააკანონებენ საქორწინო კავშირს ან სხვა სახის რაიმე ერთობლივ საქმიანობას, სავარაუდოდ ცხოვრებას მაინც მარტოობაში დაამთავრებენ. მაჰატმა განდი თავის ოჯახს მხოლოდ იმ მიზეზით დაშორდა, რომ თავისი განმათავისუფლებელი მისია შეესრულებინა და ასეთი ხალხი ცოტა არ არის. მთელ თავის ძალას შესაძლებლობებს, ენერგიას, ცოდნას, ორგანიზატორულ მონაცემებს ეს ხალხი მხოლოდ პროგრესული იდეების რეალიზებისთვის იყენებს. ამისთვის გვთავაზობენ თავიანთ ორიგინალურ აზრებს და მეთოდებს, მიგვითითებენ მათი განხორციელების პერიოდებზე…

სერგეი ვრონსკი
მოამზადა ირინა თაბუაშვილმა

ავტორი

მსგავსი ფოსტები